ვინ არის ადამიანი, რომელიც ვიდეოში უცნობ ნივთიერებას იყნოსავს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

378
VIEWS

26-27 მარტს მწერალმა მერაბ რატიშვილმა და ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, ასევე რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1,2,3,4,5) გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ინაწილებს კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი ხელზე უცნობ ნივთიერებას, შემდეგ კი მას იყნოსავს. თანდართული აღწერის მიხედვით, ვიდეოში ასახული პირი ევროპარლამენტარია. ზოგიერთ პოსტში დამატებით გაჟღერებული იყო მტკიცება, რომ ნივთიერება, რომელსაც კაცი იღებს, ნარკოტიკული საშუალებაა. 

gaqhnosva ვინ არის ადამიანი, რომელიც ვიდეოში უცნობ ნივთიერებას იყნოსავს?

gaqhnosva 1 ვინ არის ადამიანი, რომელიც ვიდეოში უცნობ ნივთიერებას იყნოსავს?

ვიდეოში ასახული პირი არა ევროპარლამენტარი, არამედ ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი იენს მაიერია. მაიერი დაფქულ, საყნოს თამბაქოს მოიხმარს, რაც გერმანიაში კანონით დაშვებულია. 

გავრცელებული ვიდეო გამოცემა Delfi-ს ფაქტების ანალიტიკოსებმა შეისწავლეს. გამოცემის მიხედვით, ვიდეოში ასახული პირი არა ევროპარლამენტარი, არამედ გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი იენს მაიერია. 

მაიერი მოსამართლე და  ულტრამემარჯვენე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) წევრია, რომელიც 2017-2021 წლებში ბუნდესტაგის დეპუტატის სავარძელსაც იკავებდა. 2021 წლის გერმანიის ფედერალურ არჩევნებში დამარცხების შემდეგ მაიერმა მოსამართლის საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტა. მაიერი საქსონიის კონსტიტუციის დაცვის ოფისის მიერ მემარჯვენე ექსტრემისტადაა კლასიფიცირებული. ის ევროპარლამენტის წევრი არასდროს ყოფილა. 

Delfi-ს მიხედვით, ვიდეო ბუნდესტაგის 2020 წლის 19 ნოემბრის სხდომის ჩანაწერიდანაა ამოჭრილი და მაიერი არა ნარკოტიკულ საშუალებას, არამედ Snuff-ს მოიხმარს, რაც წვრილად დაფქული თამბაქოა. მისი მიღება ხელზე დაყრითა და შეყნოსვით ხდება, რასაც გავრცელებულ ვიდეოში მაიერი აკეთებს. 

გერმანული კანონმდებლობით, ამ ტიპის თამბაქოს გაყიდვა და მოხმარება ლეგალურია. თუმცა, სხვა ტიპის თამბაქოს ნაწარმზე, მაგალითად “სნუსზე”, მთელი რიგი შეზღუდვები ვრცელდება. ამის მიზეზი ისაა, რომ “სნუსი” კლასიფიცირებულია არა როგორც საღეჭი თამბაქო, არამედ, როგორც თამბაქოს პროდუქტი, რომელიც ორალურად მიიღება

წყაროების შესახებ: 

ფეისბუქ ანგარიშების ნაწილი, რომლებმაც მაიერის ვიდეო გაავრცელეს, მცდარ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” მერაბ რატიშვილის და ირაკლი ზაქარეიშვილის, ასევე რუსულენოვანი ანგარიშის Георгий Кушиташвили-ს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. 

რუსულენოვანი ანგარიში Света Д. ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის მცდარ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. 

gaqhnosva 2 ვინ არის ადამიანი, რომელიც ვიდეოში უცნობ ნივთიერებას იყნოსავს?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist