ვინ აყალბებს როკფელერის ციტატას სლავებისა და არაბების შესახებ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1k
VIEWS

15 მაისს, ფეისბუკ-მომხმარებელმა ნინო შარაბიძემ  ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენის, დევიდ როკფელერის ციტატა გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, როკფელერი ამბობს:” აუცილებელია მსოფლიო პროცესების ორგანიზება ისე, რომ არაბებმა დახოცონ არაბები…სლავებმა დახოცონ სლავები..არ შეიძლება დავუშვათ, მესამე სამყაროს ქვეყნების ისეთ ეკონომიკურ დონეზე გასვლა, რომ გაუტოლდნენ აშშ-ს, თორემ ამერიკას ისეთი კრიზისი დაფარავს, რომ თითოეული შტატი იფიქრებს თავის სუვერენიტეტზე”. 

აღნიშნული ციტატა, როკფელერის სახელით 2018 წლის მაისში, მისი გარდაცვალების შემდეგ, რუსულენოვანი ბლოგებისა და ვებგვერდების მეშვეობითაც ვრცელდებოდა(1, 2).

Screenshot 21 4 ვინ აყალბებს როკფელერის ციტატას სლავებისა და არაბების შესახებ?

დევიდ როკფელერის სახელით გავრცელებული ციტატა ყალბია.  ნინო შარაბაძის პოსტში არ არის მითითებული წყარო, რომლითაც ინფორმაციის ნამდვილობა დადასტურდებოდა. ღია სანდო წყაროებში კი მსგავსი შინაარსის ციტატა არ იძებნება.

დევიდ როკფელერი 1994 წელს გაეროს ელჩებისთვის გამართულ ვახშამზე სიტყვით გამოვიდა. მან საუბრისას აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ და ცენტრალიზებული გეგმიური ეკონომიკის მოშლამ ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის შესაძლებლობა გააჩინა, ეთნიკური ნაციონალიზმი კი ამ შესაძლებლობის ჰიპოთეტურ საფრთხედ  წარმოაჩინა. მისი თქმით, საჭიროა ძალების გაერთიანება და ურთიერთთანამშრობლობა, ამ პროცესში კი აშშ-ს როლი მნიშვნელოვანია. არც გაეროს ელჩების ვახშამზე და არც სხვა სიტყვით გამოსვლისას, ნინო შარაბიძის პოსტის აღწერაში აღნიშნული ციტატა როკფელერს არ უთქვამს.

Screenshot 22 4 ვინ აყალბებს როკფელერის ციტატას სლავებისა და არაბების შესახებ?

ცნობილი ამერიკელი პროფესორი, ბიზნესმენი და ფილანტროპი დევიდ როკფელერი და მისი საგვარეულო ხშირად ხდება კონსპირაციების ობიექტი. როკფელერზე გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მითების დეტექტორმა ადრეც გადაამოწმა. ვრცლად, იხილეთ:


Მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist