ვინ აფასებს წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციას ხსნად?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ჰრყრჰ
429
VIEWS

25 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციიდან 99 წელი გავიდა. ეს თარიღი ღიად კრემლისტურმა აქტორებმა – News Front-მა და “ობიექტივის” წამყვანმა- ეჭვქვეშ დააყენეს და 25 თებერვალი არა ოკუპაციის, არამედ საქართველოს ხსნის დღედ შეაფასეს.

2020 წლის 25 თებერვალს კრემლის გამოცემა News Front-მა მოსაზრების სახით გამოაქვეყნა ფეისბუკ მომხმარებლის ირაკლი დოჭვირის პოსტი, სათაურით “25 თებერვალი საქართველოს ხსნის დღე ყოფილა!”. პოსტის ავტორმა ირაკლი დოჭვირმა საბჭოთა ოკუპაციის “დადებითი მხარეები” მიმოიხილა და მარო მაყაშვილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის და პირველი რესპუბლიკის გენერლების გმირობა ეჭვქვეშ დააყენა. სტატიის ბოლოს ნიუსფრონტს დართული აქვს შენიშვნა, რომ ავტორის მოსაზრება შესაძლოა რედაქციის მოსაზრებას არ ემთხვეოდეს. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ “ირაკლი დოჭვირის მოსაზრებები აშკარად ფაქტებზე არის აგებული და ბევრ მწარე სიმართლეს შეიცავს.”

ნიუსფრონტი: “25 თებერვალი საქართველოს ხსნის დღე ყოფილა!..“როგორ გგონიათ, თუ მარო წითელ არმიასთან ბრძოლაში დაიღუპა, მამამისს, კოტე მაყაშვილს, ბოლშევიკები საქართველოს პროლეტარულ (მაშინ ასე ერქვა) მწერალთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის პოსტს ჩააბარებდნენ?”

იმავე დღეს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში წამყვანმა ვალერი გვარაცხელიამ 25 თებერვალი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მონაპოვრად შეაფასა და აღნიშნა, რომ დღეს ამ თარიღს დამახინჯებული და შებრუნებული ნიშნით აწვდიან საზოგადოებას.

ვალერი კვარაცხელია: “მხოლოდ მე-20 საუკუნეში მოხერხდა სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და აშენება. ეს მოიტანა ოქტომბრის სოციალისტურმა რევოლუციამ რუსეთში. მერე, რა თქმა უნდა, რუსეთის და საბჭოთა კავშირის ფარგლებს გაცდა ეს მონაპოვარი, სოციალისტური მონაპოვარი და მოედო ძალიან დიდ ქვეყნებს, თითქმის ყველა კონტინენტზე და სოციალისტური სისტემა ჩამოყალიბდა, როგორც ალტერნატივა იმისა, რასაც კაპიტალისტური სისტემა ჰქვია. ანუ სამართლიანობა, როგორც ალტერნატივა დიდი უსამართლობისა… ხელაღებით ლანძღვა და ძაგება იმისა, რაც იყო, არის სიმართლის საწინააღმდეგო ქმედება, ჭეშმარიტების საწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც შეიძლება თითო-ოროლა ვიღაცა წამოეგოს, მაგრამ შეუძლებელია მთელმა ხალხმა ირწმუნოს ის სიცრუე, რითაც დღეს გვკვებავენ და რა საბურველშიც ახვევენ და როგორც ფუთავენ ამ დღის შინაარსს და ისე გვაწვდიან, აბსოლუტურად დამახინჯებულად და შებრუნებული ნიშნით“.

საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ისტორიის გადაწერის ეს მცდელობა Facebook-შიც აქტიურად გავრცელდა. ნიუსფრონტის სტატია ღიად პრო-რუსულ, სტალინის მხარდამჭერ, ანტილიბერალურ და ხელისუფლების მხარდამჭერ ჯგუფებში გაზიარდა. ასევე ფეისბუქ გვერდზე იდენტური გამოტანითა და სიმბოლოებით გააზიარა “საქართველო და მსოფლიომ”. უმეტეს შემთხვევაში ჯგუფებში ამ ბმულს თავად ნიუსფრონტის გვერდი აზიარებდა.

""

"

თავად ირაკლი დოჭვირის ფეისბუკ პოსტს 97 კომენტარი და 18 გაზიარება აქვს. ეს პოსტი ორ ჯგუფში – მემკვიდრეობა და გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა – ფეისბუკ მომხმარებელმა არჩილ მერაბის-ძე გარსევანიძემ გადააზიარა. გარსევანიძეს მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია გამოქვეყნებული არ აქვს და პროფილის ფოტოს სტალინისა და ბერიას სურათი უყენია, ასევე ხშირად ტოვებს კომენტარებს “მითების დეტექტორის” პუბლიკაციების ქვეშ, რაც ერთობლიობაში გვაფიქრებინებს, რომ გარსევანიძე რეალური მომხმარებელი არ არის და პრო-რუსი ტროლია.

"

  • 1921 წლისთვის საქართველო სუვერენული, დემოკრატიული რესპუბლიკა იყო, რომლის ოკუპირებაც რუსეთმა 1921 წლის თებერვალ-მარტში ომის შედეგად მოახდინა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას, არც დამფუძნებელ კრებას რუსული ოკუპაცია არ უღიარებია.
  • 24 თებერვალს – რუსეთის ძალებმა თბილისს ყველა მხრიდან შეუტიეს. 25 თებერვალს სერგო ორჯონიკიძემ ლენინსა და სტალინს დეპეშა გაუგზავნა: “ლენინს, სტალინს, ბაქო. 25.II.21 წ. თბილისის თავზე საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს. ორჯონიკიძე.”
  • ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს ფუნქცია მიენიჭა საქართველოს რევოლუციურ კომიტეტს, რომელმაც დაშლილად გამოაცხადა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმია და სახალხო გვარდია.
  • 1921 წელს საქართველოს რესპუბლიკის ოკუპირებით, რუსეთმა დაარღვია 1920 წლის 7 მაისის შეთანხმება, რომლითაც რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას სცნობდა.
  • საოკუპაციო რეჟიმის დამყარებისთანავე საქართველოში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო. საქართველოში რეპრესიებში დაახლოებით 63 ათასი ადამიანი მოჰყვა, რომელთაგან 20 ათასი დახვრიტეს.
  • საბჭოთა პერიოდში დაიწყო ეკლესიებისთვის ფუნქციური დანიშნულების შეცვლა. ეკლესიების უმეტესობა საწყობებად, სოფლის კლუბებად და საცხოვრებელ სახლებად გადააკეთეს. 20ს -ის 20 იან წლებში ბოლშევიკებმა დახურეს ათასზე მეტი ეკლესია, გააუქმეს ღვთისმსახურება. 1921-1953 წლებში დაიხურა 1 305 ეკლესია, რომელთაგან ნაწილი დაანგრიეს ან დანიშნულება შეუცვალეს. ამავე პერიოდში რეპრესირებული იყო 3, 407 ქართველი სასულიერო პირი.

News Front-ის შესახებ

კრემლის გამოცემა News Front-ს, რომლის ქართულენოვანი ვერსია საქართველოში 2019 წლის ოქტომბრიდან გამოჩნდა, “ქართულ მარშთან” დაკავშირებული, მოსკოვში მყოფი პრორუსი აქტორი შოთა აფხაიძე რედაქტორობს.

News Front Georgia-ს ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორი კონსტანტინე ჩიკვილაძეა, რომელიც ამავდროულად “საქართველო და მსოფლიოს” სტატიების ავტორი და მისი ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორიცაა. “საქართველო და მსოფლიოს” გამომცემელი მოსკოვში მყოფი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭიაა, რომელიც ვლადიმერ პუტინმა ქართველ და რუს ხალხს შორის მეგობრობაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.

ვრცლად შოთა აფხაიძის და News Front-ის შესახებ იხილეთ ბმულები:


ობიექტივის შესახებ

მედია-კავშირი „ობიექტივი“ 2010 წლის აგვისტოში დაფუძნდა. დამფუძნებელთა შორის პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი იყო, რომელიც ტელეკომპანიის მმართველობაში 2014 წლიდან აღარ ფიგურირებს. პარტიის ოფისი და ტელეკომპანია ერთი და იმავე შენობაშია განთავსებული. „ობიექტივის“ მაუწყებლობა სატელევიზიო სიხშირის გარდა, რადიო სიხშირით და ინტერნეტით ხორციელდება. ტელეკომპანია თურქოფობიულ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიშში, MDF-ის კვლევაზე დაყრდნობით, ხელისუფლებას მიეცა რეკომენდაცია, არ გააფორმოს ხელშეკრულება, არსებობის შემთხვევაში კი გააუქმოს კონტრაქტები ისეთ მედია საშუალებებთან, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ. ანგარიშში ამ კონტექსტში ტვ „ობიექტივიც“ მოხვდა.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist