ვინ ამტკიცებს, რომ დასავლეთი უკრაინას მხოლოდ მოძველებული იარაღით ეხმარება?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

297
VIEWS

13 აპრილს, მედია-კავშირ “ობიექტივის” გადაცემა “სტუდია ნომერი 8”-ის ეთერში, გადაცემის წამყვანმა გიორგი კასრაძემ უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: “უკრაინა ითხოვს მძიმე ტექნიკას, ითხოვს თვითმფრინავებს, აწვდიან იარაღს! იარაღს, რომელიც თავის დროზე ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩაუწვა”. 

Screenshot 1 9 ვინ ამტკიცებს, რომ დასავლეთი უკრაინას მხოლოდ მოძველებული იარაღით ეხმარება?
გიორგი კასრაძე- მედია-კავშირი ობიექტივი

იმავე დღეს, “საქართველო და მსოფლიოს” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, ავტორი – ალექსანდრე მუმლაძე აღნიშნავს: “დასავლეთს უკრაინა–რუსეთის ომი ორი რამისთვის სჭირდება – მოძველებული და ჭარბი იარაღის გასასაღებლად და რუსეთის დასასუსტებლად ეკონომიკურად.”

Screenshot 2 16 ვინ ამტკიცებს, რომ დასავლეთი უკრაინას მხოლოდ მოძველებული იარაღით ეხმარება?

მტკიცება, თითქოს დასავლეთი უკრაინას მხოლოდ მოძველებული ტექნიკით ეხმარება, დეზინფორმაციაა. აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები, თანამედროვე ტექნიკასთან ერთად, უკრაინას ნამდვილად აწვდიან გასული საუკუნის იარაღს, თუმცა ამის მიზეზი ისაა, რომ უკრაინული არმია კარგად ფლობს მათ გამოყენების ტექნიკებს. გარდა ამისა, უკრაინა ულტრათანამედროვე ტექნიკასაც იღებს.  დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას LMM მარტლეტის ტიპის გადასატანი საზენიტო, სარაკეტო ტიპის სისტემები გაუგზავნა, რაც ბრიტანეთმა შეიარაღებაში 2021 წელს მიიღო და დღეს მსოფლიოში ყველაზე თანამედროვეა.

კრემლისტური აქტორები ამკვიდრებენ აზრს, თითქოს უკრაინა რუსეთს მხოლოდ “ჩაწოლილი”, მოძველებული და უსარგებლო სამხედრო ტექნიკით უპირისპირდება. გარდა ამისა, აღნიშნული აშშ-ის და ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ გაწეული სამხედრო დახმარების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. სინამდვილეში, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპული სახელმწიფოები უკრაინას სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკასაც აწვდიან. 

დასავლეთის მიერ გაწეული სამხედრო დახმარების ანალიზისთვის მითების დეტექტორი სამხედრო ანალიტიკოსს, გიგა ინაშვილს დაუკავშირდა. Მისი თქმით, უკრაინას შეიარაღების ფართო სპექტრი მიეწოდება. დამხარების პაკეტში არის როგორც თანამედროვე, ისე გასულ საუკუნეში შექმნილი ტექნიკა, რომელიც მოდერნიზებულია. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული სახელმწიფოების მიერ მიწოდებული სამხედრო დახმარება კი უკრაინისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს. დასავლური სახელმწიფოები უკრაინას იმ ტიპის შეიარაღებით  ამარაგებენ, რომლის გამოყენება უკრაინის არმიას მიწოდებისთანავე შეუძლია. 

გიგა ინაშვილი: “თუ ტექნიკა Მოძველებელია და ულტრათანამედროვე არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ცუდია. მით უმეტეს, უკრაინისთვის ხდება იმ საბრძოლო მასალების მიწოდება, რომელსაც ისედაც იყენებენ, მისი საბრძოლო მასალებიც აქვთ და ძალიან კარგად იციან უკრაინელმა სპეციალისტებმა – იგივე არტილერისტები იქნებიან თუ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ოფიცრები – ამ სისტემის გამოყენება”.

ინაშვილი აღნიშნავს, რომ Აშშ-ის მიერ გაწეული დახმარებიდან გამორჩეულია ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, რომლებიც ამერიკული არმიის შეიარაღებაში 1996 წლიდანაა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინას მართლაც 90-იან წლებში გამოშვებული იარაღი მიეწოდა. მისი თქმით, ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებმა ბევრი მოდიფიკაცია გაიარა და უკრაინას მიეწოდა “ჯაველინების” ერთ-ერთი ბოლო მოდიფიკაცია, რაც თავად შეერთებულ შტატებს აქვს. 

Screenshot 3 17 ვინ ამტკიცებს, რომ დასავლეთი უკრაინას მხოლოდ მოძველებული იარაღით ეხმარება?
ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა

გარდა აღნიშნული ტექნიკისა, უკრაინისთვის ულტრათანამედროვე შეიარაღების მიწოდებაც ხდება. Ამ მხრივ, გამორჩეულია  დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული  მარტლეტის ტიპის გადასატანი საზენიტო, სარაკეტო ტიპის სისტემები.  Მარტლეტები დიდმა ბრიტანეთმა  შეიარაღებაში 2021 წელს მიიღო და  დღეს მსოფლიოში  ყველაზე თანამედროვე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემაა. მხოლოდ ორი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც მარტლეტის ტიპის სისტემები აქვს – დიდი ბრიტანეთი და უკრაინა.

გიგა ინაშვილი: “Როგორ შეიძლება ილაპარაკო მოძველებულ ტექნიკაზე, როცა ასეთი რაღაც დაფიქსირდა და რამდენიმე რუსული ვერტმფრენი წარმატებით იქნა ჩამოგდებული ამ სისტემებით”.

Screenshot 6 15 ვინ ამტკიცებს, რომ დასავლეთი უკრაინას მხოლოდ მოძველებული იარაღით ეხმარება?
Წყარო: ukdefencejournal.org  LMM Martlet
Screenshot 7 14 ვინ ამტკიცებს, რომ დასავლეთი უკრაინას მხოლოდ მოძველებული იარაღით ეხმარება?
Წყარო: defence-ua.comუკრაინელმა ჯარებმა გამოიყენეს მარტლეტის რაკეტა რუსული უპილოტო საფრენი აპარატის წინააღმდეგ

ევროპის ქვეყნების მიერ გაგზავნილ სამხედრო დამხარებას შორისაა სლოვაკეთის მიერ მიწოდებული S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელიც პირველად საბჭოთა კავშირში შეიქმნა; ჩეხეთის მიერ მიწოდებული T-72 ტიპის ტანკები და RM-70 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები.  გიგა ინაშვილის თქმით, ეს უკანასკნელი ცივი ომის პერიოდშია შექმნილი, თუმცა  საბჭოთა მოდელის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს და თავის კლასში საკმაოდ ძლიერ სისტემად ითვლება. 

Აშშ-ის დახმარება უკრაინას

7 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული და გასაგზავნი სამხედრო დახმარების სია გამოაქვეყნა. ეს შეიარაღებაა:

  1. 1400-ზე მეტი Stinger საზენიტო სისტემა;
  2. 5000-ზე მეტი ჯაველინის ჯავშანტექნიკის სისტემა;
  3. 7000-ზე მეტი სხვა ჯავშანტექნიკის სისტემა;
  4. ასობით Switchblade ტაქტიკური უპილოტო საჰაერო სისტემა;
  5. 7000-ზე მეტი მცირე იარაღი;
  6. 50 000 000-ზე მეტი ტყვია საბრძოლო მასალა;
  7. 45000 კომპლექტი ჯავშანი და ჩაფხუტი;
  8. ლაზერული მართვადი სარაკეტო სისტემები;
  9. პუმას უპილოტო საჰაერო სისტემები;
  10. ოთხი კონტრ-საარტილერიო და უპილოტო საჰაერო სისტემის თვალთვალის რადარი;
  11. ოთხი კონტრ-ნაღმტყორცნების სარადარო სისტემა;
  12. მაღალი მობილურობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანები;
  13. ღამის ხედვის მოწყობილობები, თერმული გამოსახულების სისტემები და ოპტიკა;
  14. ტაქტიკური უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემები;
  15. სატელიტური გამოსახულების კომერციული მომსახურება;
  16. ასაფეთქებელი იარაღის განადგურების დამცავი მოწყობილობა;
  17. სამედიცინო მარაგი, რომელიც მოიცავს პირველადი დახმარების კომპლექტებს.

Აღსანიშნავია, რომ დამატებით იარაღის გაგზავნა კიდევ იგეგმება.

13 აპრილს ბაიდენმა დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა და განაცხადა, რომ სანამ, რუსეთი აგრძელებს უკრაინაში თავდასხმებს, აშშ-დან იარაღის მიწოდება გაგრძელდება. 

ჯო ბაიდენი: „რადგან რუსეთი დონბასის რეგიონში თავდასხმის გასაძლიერებლად ემზადება, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის საკუთარი თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებას”.

დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, აშშ უკრაინას მიაწვდის 11 Mi-17 შვეულმფრენს, 300 Switchblade თვითმფრინავს, 18 ჰაუბიცერს და აღჭურვილობას ქიმიური თავდასხმებისგან თავის დასაცავად.  გარდა ამისა, დახმარების ახალ პაკეტში შედის 200 M113 ჯავშანტრანსპორტიორი, 10 კონტრსაარტილერიო რადარი, 500 ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და 30000 კომპლექტი ჯავშანი და ჩაფხუტი.

დამატებით, კიდევ ერთი, 800 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების გაგზავნაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 აპრილს ისაუბრა. პენტაგონის სპიკერის ჯონ კირბის მიხედვით, შეიარაღების ახალი პაკეტი მოიცავს: 

  • 72 155 მმ-იანი ჰაუბიცა და მათთვის 144 ათასი ჭურვი;
  • 72 ტაქტიკური ავტომობილი ამ ჰაუბიცების ბუქსირებისთვის;
  • 121-ზე მეტი Phoenix Ghost ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი;
  • საველე აღჭურვილობა და სათადარიგო ნაწილები.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ს მიერ გაწეული დახმარება ჯამში 3,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ევროპის ქვეყნების დახმარება უკრაინას

Აშშ-სთან ერთად უკრაინას შეიარაღებას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიც აწვდიან. მაგალითად, ესტონეთის და გერმანიის მხრიდან მოხდა Stinger საზენიტო სისტემების მიწოდება.

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას NLAW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო და მცირერადიუსიანი რაკეტები გაუგზავნა; გამოცემა The Times-ის 15 აპრილის სტატიის მიხედვით, ომის დაწყების დღიდან დღემდე, პირველად, ბრიტანეთმა უკრაინელი სამხედროების გადასამზადებლად ჯგუფი გაგზავნა, რომლებიც მათ ბრიტანეთის მიერ მიწოდებული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების – NLAW ის გამოყენაბაში დაატრენინგებდნენ. აღსანიშნავია, რომ, 10 აპრილს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი პირადად ეწვია კიევს და უკაინას მხადაჭერა გამოუცხადა. 

8 აპრილს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ უკრაინას S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემები გაუგზავნა, რომელიც საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად გამოყენება. 

ნორვეგიამ და შვედეთმა უკრაინას AT4 ტიპის პორტატული ტანკსაწინააღმდეგო იარაღები გაუგზავნეს. 20 აპრილს კი, ცნობილი გახდა, რომ  ნორვეგია “მისტრალის“ ტიპის 100 სარაკეტო სისტემას გადასცემს უკრაინას. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. 

ნიდერლანდებმა – სტინგერის რაკეტები გაუგზავნა. 25 აპრილს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა-მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ტანკები გაუგზავნეს, თუმცა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

აღსანიშნავია, რომ “ობიექტივისა” და “საქართველო და მსოფლიოს” მიერ გავრცელებული გზავნილები თითქმის იდენტურია იმ რიტორიკის, რასაც რუსულ მეინსტრიმულ მედიაში ხშირად ვხვდებით. მაგალითად, რუსულმა  გამოცემა – “Gazeta.ru”-მ 2022 წლის 10 მარტს გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “NATO უკრაინას გდრ-ს (ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის – აღმოსავლეთ გერმანია – შემოკლებული სახელი) დროინდელი იარაღით ამარაგებს”. სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ და ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის სხვა წევრები თავიანთ მოძველებულ სამხედრო ტექნიკას უკრაინას აწვდიან. 

Screenshot 5 16 ვინ ამტკიცებს, რომ დასავლეთი უკრაინას მხოლოდ მოძველებული იარაღით ეხმარება?

იმავე გზავნილებს ავრცელებს რუსული ინტერნეტ-მედია “360Tv.ru”, რომელიც 2022 წლის 16 მარტის სტატიაში უკრაინის შეიარაღებას მოკლედ ასე აჯამებს: “უკრაინა საბჭოთა კავშირიდან შემორჩენელი იარაღებითა და აშშ-ის ნარჩენებით იბრძვის. 


Მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

ობ
ობიექტივი

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist