ვინ აკავშირებს 2Pac-ის სიკვდილს “მთავარი არხის” სახელით ბერასთან?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

105
VIEWS

9 მარტს სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა “მთავარი არხის” პოსტის სქრინი, რომელზეც ბერა ივანიშვილის და ცნობილი ამერიკელი რეპერის 2Pac-ის ფოტოები შემდეგი ტექსტით არის განთავსებული: “ბერას კვალი ცნობილი ამერიკელი რეპერის მკვლელობაში, რას ყვებიან მოწმეები?” სქრინზე ასევე ჩანს პოსტის გაზიარების კომენტარი “ბერამ კონკურენტი ჩამოიშორა? რას ყვებიან მოწმეები 1996 წლის 13 სექტემბრის ღამის შესახებ?” აღნიშნული სქრინი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ “მთავარი არხი” ცნობილი ამერიკელი რეპერის 2Pac-ის მკვლელობას ბერა ივანიშვილს უკავშირებს.

ამ შინაარსის პოსტი პირველად მომხმარებელმა Davit Beshkensky-მ სავარაუდოდ, სარკასტული მიზნით გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით იდენტური სქრინები, რომლითაც ტელეკომპანია “მთავარი არხი” ბერას ამერიკელი რეპერის მკვლელობაშიც კი სდებდა ბრალს, როგორც დადასტურებული ფაქტი სხვა ფეისბუკ ანგარიშებმაც გამოაქვეყნეს. კერძოდ: ქართული ოცნების აქტივისტმა შაკო კუჭაშვილმა, ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ გვერდმა სექტამ და ფეისბუქ გვერდმა Gogaggg-მ გამოაქვეყნეს. სქრინი საჯარო ჯგუფებში “დავასრულოთ ნაცები” და “გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა” გააზიარეს.
;

;

;

გამოქვეყნებული სქრინი ყალბია და ის “მთავარი არხის” ფეისბუქ გვერდზე არ იძებნება. სქრინის გამოქვეყნება ბერა ივანიშვილის შესახებ ტვ პირველის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების ფონზე ხდება, რომლის თანახმადაც, ბერა სახელმწიფო დაცვის ამჟამინდელ უფროსს წარსულში სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კრიტიკური კომენტარების გამო შურისძიებას ავალებდა. 

  • გამოქვეყნებული სქრინი “მთავარ არხს” არ ეკუთვნის

“მთავარი არხის” ფეისქბუქ გვერდის ფოტოებსა და პოსტებში მსგავსი შინაარსის პუბლიკაცია არ იძებნება. ყველაზე ადრე თითქოს “მთავარი არხის” ფეისბუქ გვერდიდან აღებული სქრინი Davit Beshkensky-მ 14:17 საათზე გამოაქვეყნა, სქრინის მიხედვით,  “მთავარ არხს” ფოტო 1 წუთით ადრე, 14:16-ზე უნდა დაედო.

;

რეალურად “მთავარის” ფეისბუქ გვერდზე ზუსტად ამ დროს გამოქვეყნებული პოსტი არ იძებნება, თუმცა “მთავარმა” ამ დროზე ერთი წუთით ადრე, 14:15 საათზე, ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარული ჩანაწერების შესახებ თეა წულუკიანის კომენტარი გამოაქვეყნა.  ხოლო უფრო ადრე (13:57) ამავე თემაზე მამუკა მდინარაძის მოსაზრება.

;;

;

მას შემდეგ, რაც 6 მარტს  TV პირველის მიერ სავარაუდოდ ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარული დანაშაულებრივი ქმედების შემცველი ჩანაწერები გამოქვეყნდა, “მთავარი არხის” ფეისბუქ გვერდზე ბერა ივანიშვილთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული  ჯამში 11 ფოტო დაიდო, მათი ერთი ნაწილი ბერას მიმართ სპორტსმენებისა და ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის მხრიდან გამოცხადებულ მხარდაჭრას ეხებოდა, მეორე კი ჩანაწერებთან დაკავშირებით ოცნების მაღალჩინოსნებისა და სასულიერო პირის განცხადებებს. არც ერთი გამოქვეყნებული პოსტი 2Pac-ის სიკვდილთან ბერა ივანიშვილს არ აკავშირებდა.

  • რა ასაკის იყო 2Pac-ის მკვლელობის დროს ბერა ივანიშვილი?

1996 წლის 7 სექტემბერს ლოს-ანჯელესში ცნობილ ამერიკელ რეპერს ტუპაკ შაკურს (2Pac)  ოთხჯერ ესროლეს, რეპერი 13 სექტემბერს მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. 2Pac-ის მკვლელების ან მკვლელის შესახებ მრავალი თეორია და გამოძიება არსებობს, თუმცა რეალური ვინაობა დღემდე უცნობია. ბერა ივანიშვილი 1994 წლის 23 დეკემბერს დაიბადა და 1996 წლის 7 სექტემბერს ორი წლისაც არ იქნებოდა.

ფარული ჩანაწერების კონტექსტი

„ტელეკომპანია პირველმა“ 6 მარტს ფარული აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვით პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც სოციალურ ქსელში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაპოსტეს.

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ხელისუფლების მომხრეები აქცენტს ჩანაწერის გაკეთების თარიღზე და ბერას არასრულწლოვანებაზე აკეთებდნენ. ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ბერა ივანიშვილმა ღირსების დაცვის მოტივით, გინების გამო საკუთარი რეპუტაციის დაცვის ფაქტი დაადასტურა, ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტს ადგილი 2011 წელს, წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა, როდესაც ის თინეიჯერი იყო და მათი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელი კამპანია მიმდინარეობდა.


Davit Beshkensky-ის არქივი
Gogaggg-ს არქივი
სექტას არქივი
შაკო კუჭაშვილის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist