ვინ აღვივებს სკეპტიციზმს ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ტჰტჰტჰ
229
VIEWS

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მთავრობის მიერ მიცემული შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა, რასაც ანაკლიის პორტის მადისკრეტირებელი ახალი კამპანია მოჰყვა. მთავრობის ახლანდელი და ყოფილი წარმომადგენლები, ასევე პროსახელისუფლებო ექსპერტები ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ სკეპტიციზმს ნერგავენ. “მითების დეტექტორი” გთავაზობთ ანაკლიის პორტის შესახებ გავრცელებულ ძირითად გზავნილებს და მათ წყაროებს.

     1. ფოთის პორტისგან განსხვავებით ანაკლიის პორტის პროექტისგან მიღებული ფინანსური სარგებელი რეალური არ არის

20 ოქტომბერს “იმედის კვირის” სიუჟეტში ჟურნალისტმა რუსა შელიამ ანაკლიის პორტის პროექტის ეკონომიკური პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და აღნიშნა, რომ პროექტის მნიშვნელობა გაზვიადებულია, ის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილია და მისი ფინანსური სარგებელი რეალური არ არის, მაშინ, როდესაც ფოთის პორტში ქვეყანამ უკვე მნიშვნელოვანი გარანტიები მიიღო. ანაკლიის პორტს უპერსპექტივოდ განიხილავდნენ სიუჟეტის რესპონდენტები, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია და ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, ასევე პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე, რომელმაც სპუტნიკ საქართველოსთან ინტერვიუში განმარტავ, რომ პროექტმა შესაძლოა სახელმწიფოს ფინანსური დანაკარგები მოუტანოს.

      2. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ვალდებულებებს ვერ ასრულებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს არ აქვს პროექტის კონკრეტული ხედვა და გეგმები და მათ ჯერაც არ აქვთ შესრულებული დაკისრებული ვალდებულებები, თუმცა ამის გასაჯაროება არ სურთ.  პროექტის გადავადების პასუხისმგებლობას მთლიანად კონსორციუმს აკისრებს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძეც. თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით კი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს, პროექტის განსახორციელებლად არც გონებრივი და არც ფინანსური რესურსი არ აქვს.

"

ანაკლიის პორტის შესახებ ნეგატიური გზავნილების გავრცელება 2016 წლიდან დაიწყო, თუმცა 2019 წლის დასაწყისიში განსაკუთრებულად გააქტიურდა, მას შემდეგ, რაც 9 იანვარს პროკურატურამ  TBC ბანკის წინააღმდეგ არსებულ გამოძიებაზე საჯაროდ განაცხადა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი დღის წესრიგში დადგა. ანაკლიის პორტის დისკრედიტაცია ძირითადად კრემლისტური აქტორების სამხედრო ნარატივებს უკავშირდება. ძველი გზანილების მიხედვით, ანაკლიის პორტი ნატოს პროვოკაციაა, მას არანაირი ეკონომიკური სარგებელი არ მოაქვს და მხოლოდ სამხედრო გემების შემოყვანას ითვალისწინებს.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ ადრე მომზადებული მასალები:

თემატიკა: ეკონომიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist