ვინ აღნიშნა პრიმაკოვის იუბილე თბილისში?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

ntr
287
VIEWS

გორჩაკოვის ფონდის ცნობით, 31 ოქტომბერს თბილისში ევ. პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართული ურთიერთობის ცენტრში ევგენი პრიმაკოვის 90 წლის უიბილე აღნიშნეს.

როგორც გავრცელებული ფოტოდან ჩანს, ღონისძიებას დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავაც ესწრებოდა. შეხვედრაზე პრიმაკოვის ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ 2021 წელს, თბილისში სანკტ-პეტერბურგის ქუჩა 10-ში ევგენი პრიმაკოვის მემორიალური დაფა გაკეთდება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა გორჩაკოვის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ლეონიდ დრაჩევსკი.

გორჩაკოვის ფონდის შესახებ

“გორჩაკოვის ფონდი” 2010 წელს, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, მედვედევის ბრძანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა და რუსეთის “რბილი ძალის” გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

პრიმაკოვის შესახებ

ევგენი პრიმაკოვი რუსი პოლიტიკოსი იყო, რომელიც სხვადასხვა დროს რუსეთის პრემიერ მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციებს იკავებდა, ასევე, სსრკ-სა და შემდეგ რუსეთის ფედერაციის დაზვერვისა და უშიშრობის სტრუქტურების  ხელმძღვანელი იყო.

1989 წელს პრიმაკოვი კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს კანდიდატი წევრი გახდა.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პრიმაკოვი რუსეთის უშიშროების სამსახურის (კგბ)  დირექტორის მოადგილე იყო და საგარეო დაზვერვის მამრთულებას ხელმძღვანელობდა. კგბ-ს გაუქმების შემდეგ კი რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი გახდა.

1996 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა, ევგენი პრიმაკოვი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა, 1998 წელს კი ის პრემიერ-მინისტრი გახდა. პრმაკოვი განსაკუთრებით კოსოვოს კონფლისტის საკთხებში  აქტიურობდა. პრემიერ მინისტრობის პოსტიდან ის 8 თვეში გაადაყენეს, ელცინის თქმით მან ქვეყნის განვითარებისათვის კონკრეტული ეკონომიკური გეგმის წარმოდგენა ვერ შეძლო.

პრიმაკოვი ელცინის დარწმუნებას ცდილობდა, რომ რუსეთს ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში პოლიტიკა გაეაქტიურებინა და საბჭოთა ექსპანსიონიზმის ერთ-ერთი აპოლოგეტი იყო.

პრიმაკოვი აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა ნატო-ს გაფართოების იდეას აღმოსავლეთით.  ის რუსეთს მულტიპოლარული სამყაროს ერთ-ერთი ძალის ცენტრად ხედავდა და მხარს უჭერდა  სტრატეგიული სამკუთხედის – რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის ჩამოყალიბების ინიციატივას.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist