ვიდეოში ასახული პირი, რომელზეც ამტკიცებენ, რომ აქციის მონაწილეებს შეუერთდა, პოლიციელი არ არის

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

280
VIEWS

9 მარტს ფეისბუქზე აქტიურად ვრცელდებოდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ასიგნალებს უცნობი მამაკაცი, შემდეგ კი პოლიციელის ქუდსა და მოსაცმელს მანქანის თავზე აწყობს, რასაც გარშემო მყოფი ადამიანები ტაშითა და გამამხნევებელი შეძახილებით ხვდებიან. ვიდეო რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის “პალიტრა ნიუსმა”, “რეფორმა TV-მ” და “Mix.Metronome.Ge-მ”, ასევე ფეისბუქ გვერდებმა (1,2,3) და ანგარიშებმა (1,2,3,4,5) გაავრცელეს. თანდართული აღწერის მიხედვით, აღნიშნული პიროვნება პოლიციელია, რომელმაც ფორმა გაიხადა და აქციას შეუერთდა. იდენტური ინფორმაცია ასევე გავრცელდა ჯგუფში Best of the Best, აღწერით: “მთავარი არხი: პოლიციელმა ფორმა გაიხადა და აქციის მონაწილეებს შეუერთდა”. ამჟამად “მთავარი არხის” საიტზე ან ფეისბუქ გვერდზე მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება.

politsieli da aqtsia ვიდეოში ასახული პირი, რომელზეც ამტკიცებენ, რომ აქციის მონაწილეებს შეუერთდა, პოლიციელი არ არის

ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აწყობს მამაკაცი პოლიციელის ქუდსა და მოსაცმელს მანქანაზე, მცდარი აღწერით ვრცელდება. პირის განმარტებით, ის პოლიციელი არ არის და აქციაზე პოლიციისგან აქტივისტების დაცვის დროს ფორმა ხელში შემთხვევით ჩაუვარდა, რის შემდეგაც ის გადასაგდებად წამოიღო.

გავრცელებულ ვიდეოში ასახულმა პირმა “მითების დეტექტორთან” კომენტარში დაადასტურა, რომ ის პოლიციის თანამშრომელი არაა. 9 მარტს მან ამ თემაზე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც განმარტა, რომ პოლიციის ფორმა მას აქციაზე ყოფნის დროს პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს ჩაუვარდა და ფორმა მანქანიდან იმიტომ გადმოიღო, რომ მის გადაგდებას აპირებდა.  

politsieli da aqtsia 1 ვიდეოში ასახული პირი, რომელზეც ამტკიცებენ, რომ აქციის მონაწილეებს შეუერთდა, პოლიციელი არ არის

პოსტის ავტორი ასევე განმარტავს, რომ მას არსად უთქვამს, რომ პოლიციელია და რომ პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნულ საკითხზე მას ოქმი უკვე შეუდგინეს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist