ვიდეოფაბრიკაცია, რომელიც ალჟირის საპროტესტო კადრებს ევროპულ ქალაქებად წარმოაჩენს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

tg
40
VIEWS

2019 წლის 1 მაისს Facebook მომხმარებელმა, დავით ჟღენტმა, როგორც საკუთარ გვერდზე ასევე facebook-ის ჯგუფში ,,პროტესტი“ გააზიარა ვიდეო რუსულენოვანი წარწერით “გერმანიაში პოლიციის მანქანა მუსულმანურ კვარტალში გაიჭედა“ (Германия, полицейская машина застряла в мусульманском квартале). აღნიშნული ნარატივი, თითქოს მიგრანტები ევროპულ პოლიციას უტევენ, 20 აპრილს Dutch Report-მა და ამერიკელმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა ჰალ ტერნერმაც გაავრცელეს, თუმცა ვიდეოს გადაღების ადგილად ისინი კოპენჰაგენს უთითებდნენ.

"

"

"

დავით ჟღენტის, Dutch info-სა და ჰალ ტერნერის გამოქვეყნებული ვიდეო, რომელსაც ისინი ევროპის ქვეყნებს მიაწერენ, დეზინფორმაციაა. ვიდეო კადრები გადაღებულია არა დანიაში ან გერმანიაში, არამედ ალჟირში და 2019 წლის 8 მარტს მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ აქციას ასახავს. ვიდეოფაბრიკაციის მიზანია, შექმნას სურათი თითქოს ევროპაში  მუსლიმები დომინირებენ.

  • აღნიშნული ვიდეო გადაღებულია კრიმ ბელქასემის ბულვარში, ალჟირში

""

""

""

  • რა ხდებოდა ალჟირში 2019 წლის 8 მარტს?

ალჟირში საპროტესტო აქციები 2019 წლის 16 თებერვალს დაიწყო. დემონსტრანტები პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას მეხუთე ვადით შესაძლო გაპრეზიდენტებას აპროტესტებდნენ. გავრცელებული ვიდეო ასახავს 2019 წლის 8 მარტს მომხდარ დაპირისპირებას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიციის კორიდორის გარღვევას ცდილობდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

  • ვინ არიან პიროვნებები, რომლებმაც ალჟირის ვიდეო კადრები შეცვლილი კონტექსტით გააზიარეს?

დავით ჟღენტის Facebook გვერდი გამოირჩევა ანტიდასავლური განწყობებით და ის ხშირად აზიარებს მსგავსი შინაარსის მასალებს.

ჰაროლდ ჩარლზი, იგივე ჰალ ტერნერი არის ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველი ჩრდილოეთ ბერგენიდან, ნიუ ჯერსიდან. იგი მხარს უჭერს თეთრების ბატონობას (White Supremacy) და გამოირჩევა რასისტული შეხედულებებით.


მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ალჟირი, გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist