ვიდეომანიპულაციები, თითქოს ადამიანების გულის წასვლას COVID-19-ის ვაქცინები იწვევს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

274
VIEWS

2023 წლის 10-11 იანვარს დასაწყისში ქართულენოვანმა Facebook მომხმარებლებმა (1, 2, 3) Covid-19 ვაქცინებთან დაკაკშირებული ვიდეოები გაავრცელეს. მათი მტკიცებით, ვაქცინები ხშირად დაშავებისა და სიკვდილის მიზეზი ხდება. პოსტები ამის დასტურად სატელევიზიო ეთერში ჟურნალისტების გონების დაკარგვას სცენას იყენებენ. სხვა ვიდეოები კი ვაქცინებს ანტისემიტური კონსპირაციებისა და სატანიზმის ჭრილში განიხილავენ და მაგალითად მოჰყავთ ორი ვიდეო: ერთ-ერთში ებრაელები პანდემიის დროს ჯგუფებად ცეკვავენ, მეორე კი ფეიერვერკების შოუში სატანურ გამოსახულებას აჩვენებს.

პოსტები დეზინფორმაციული აღწერით ვრცელდება, ჟურნალისტების გულის წასვლის ამსახველი ვიდეოები არ შეიცავს იმის ფაქტობრივ მტკიცებულებას, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა ვაქცინასთანაა დაკავშირებული. ანალოგიურად, მტკიცება, თითქოს COVID-19 ვაქცინები სატანიზმთან და ებრაელებთანაა დაკავშირებული და მიზნად ადამიანების კონტროლს ისახავს, შეთქმულების თეორიაა. 

  • ჟურნალისტს გონება COVID-19 ვაქცინის გამო არ დაუკარგავს

პირველ პოსტში ნაჩვენებია CTV Edmonton-ის გადაცემის ვიდეო, სადაც რეპორტიორს პირდაპირ ეთერში სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. ფეისბუქის მომხმარებელი ამტკიცებს, რომ რეპორტიორი COVID-19 ვაქცინის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა კანადელი ახალი ამბების რეპორტიორი ჯესიკა რობი ცოცხალია და რეაბილიტაციის პროცესშია. Twitter-ის პოსტში მან განმარტა, რომ ამ მოვლენას არანაირი კავშირი არ ჰქონდა COVID-19-ის ვაქცინასთან და რომ ინციდენტის შესახებ არაერთი უსაფუძვლო თეორია გავრცელდა.

სქრინშოთი CTV-ს ვიდეოდან

ინციდენტის ამსახველ კადრებს ორ სხვა მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოშიც ვხვდებით. ვიდეო Pfizer-ის ვაქცინაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ მრავალი შემთხვევა, როდესაც ადამიანებმა პირდაპირ ეთერში გონება დაკარგეს, სწორედ ვაქცინით იყო გამოწვეული. თუმცა, ვიდეოში ნაჩვენები კლიპების უმეტესობა იმ ადამიანების ასახავს, რომლებმაც გონება გაუწყლოების ან საკვების ნაკლებობის გამო დაკარგეს. მაგალითად, გადაცემის დროს გონების დაკარგვის შემდეგ, გერმანელმა ჟურნალისტმა კლარა პფეფერმა ტვიტერში დაწერა, რომ მომავალში ის სამუშაოს დაწყებამდე ისაუზმებდა.

სქრინშოთი ვიდეოდან

ანალოგიურად, კომიკოსმა ჰეზერ მაკდონალდმა, რომელმაც გადასაღებ მოედანზე გონება მოულოდნელად დაკარგა, TMZ-ს უთხრა, რომ სცენაზე გამოსვლამდე არაფერი ჰქონდა ნაჭამი და მხოლოდ ნახევარი ქილა Red Bull და ცოტა წყალი ჰქონდა დალეული.

სქრინშოთი ვიდეოდან

ავსტრიელმა პოლიტიკოსმა ევა-მარია ჰოლცლაიტნერმა და Atlanta Hawks-ის კომენტატორმა ბობ რატბუნმა გონება სითხის ნაკლებობის გამო დაკარგეს. შესაძლოა იგივე ფაქტს ჰქონდეს ადგილი კლიპში ნაჩვენები მეჯვარის შემთხვევაშიც. ქორწილების დროს ადამიანების გაბრუება საოცრად ხშირია და შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით, მათ შორის სტრესით, საკვების ან სასმელის ნაკლებობით, ან ქორწილის ადგილას ცუდი ვენტილაციით.

სქრინშოთები ვიდეოდან

ერთ შემთხვევაში, გონების დაკარგვის მიზეზი ნამდვილად იყო დაკავშირებული ვაქცინასთან. ვიდეო კრებულში ნაჩვენები ერთ-ერთი კლიპში მედდა ტიფანი დოვერი ჩანს, რომელმაც  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ დაკარგა გონება. თუმცა, მან შემდეგ განმარტა, რომ მას აქვს დაავადება, რომლის გამოც იგი ტკივილის დროს ზოგჯერ გონებას კარგავს. ეს რეაქცია ვლინდება უამრავ ადამიანში და ყველა ვაქცინას შეუძლია გამოიწვიოს მსგავსი რეაქცია ნემსის ინექციით გამოწვეული ტკივილის გამო. ტიფანი დოვერის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა:

სქრინშოთი ვიდეოდან

და ბოლოს, ტანია ერიხსენს, დანიის მედიკამენტების სააგენტოს ფარმაკოვიგილაციის ხელმძღვანელს, რომელმაც 2021 წლის 14 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე გონება დაკარგა, იმ დროს როცა უნდა გამოეცხადებინა დანიის მიერ AstraZeneca-ს COVID-19 ვაქცინის გამოშვების შეწყვეტის შესახებ, ამ დროს ვაქცინა ჯერ მიღებული არ ჰქონდა.

სქრინშოთი ვიდეოდან
  • ანტისემიტური კონსპირაციები

ბოლო Facebook პოსტში ნაჩვენებია ორი ვიდეო, რომლებიც COVID-19 ვაქცინას ანტისემიტურ და სატანისტურ შეთქმულების თეორიებს უკავშირებენ. პირველი ვიდეო ორი კლიპისგან შედგება, რომელთაგან პირველში ნაჩვენებია ადამიანები, რომლებიც ჰაზმატის კოსტიუმებში გამოწყობილნი ცეკვავენ. ვიდეოზე რუსული ტექსტი მოჩანს, სადაც ნათქვამია, რომ პირველი კარანტინის დროს „გოიმები“ აიძულეს ნიღბები ეტარებინათ, თუმცა ამას ებრაული თემები არ აკეთებდნენ. მეორე ვიდეო ორთოდოქსი ებრაელების ცეკვას ასახავს, სადაც კადრში როგორც რუსეთის, ისე უკრაინის დროშები ჩნდება.

პირველი ვიდეო YouTube-ზე  2020 წლის 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა სათაურით „კოვიდ წვეულება ებრაულ სტილში – კუბოს ცეკვა [ისრაელიდან]“. აღსანიშნავია, რომ კუბოს ცეკვას ასრულებენ განაში, იგი დაკრძალვის ცერემონიის ნაწილია და მხიარულების ელემენტებს მოიცავს. ცეკვა პანდემიის დაწყებისას ვირუსულად გავრცელდა და იგი მსოფლიოს სხვადახვა ნაწილებში შეასრულეს, ხალხის ყურადღების მიქცევისა და რთულ პერიოდში სიხარულის ელემენტების შესატანად. ორივე ვიდეო ამძაფრებს ანტისემიტიზმს, რომელიც COVID-19 პანდემიის დროს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა.

ბოლო ვიდეო, რომელიც თითქოს სატანისტური ფეიერვერკს ასახავს, 2022 წელს  ბარსელონაში ახალი წლის აღსანიშნავად გამართული შოუა – Magic Fountain light show. შოუს დროს დროებით სხვადასხვა ფიგურები გამოსახა,  მათ შორის სამურაიც, რომელსაც ვიდეოები სატანასთან აკავშირებენ.

ორგანიზატორების თანახმად, შოუ შეიქმნა იმისათვის, რომ აუდიტორია „მოგზაურობდეს პლანეტა დედამიწის ორიგინალურ კულტურებში, რათა საზოგადოებამ აღნიშნოს და ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთად ვიმოგზაურეთ მზის გარშემო“. შუაღამემდე 12 წუთით ადრე ორასზე მეტი მფრინავი დრონი გამოჩნდა, რომლებმაც სხვადასხვა კულტურასთან დაკავშირებული სიმბოლოები გამოისახა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სპექტაკლის დროს სატანისტური გამოსახულება იყო ნაჩვენები.


ალექსანდრა კუენინგი

ერასმუს CEERES პროგრამის სტუდენტი, მითების დეტექტორის სტაჟიორი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ევროკავშირი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist