ვიდეომანიპულაცია, თითქოს ევროპარლამენტარი საცვლებით ცეკვავს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

225
VIEWS

29 მაისს ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეოკოლაჟი წარწერით: ,,ევროპარლამენტარი, რომელმაც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოითხოვა”. ვიდეოზე ნაჩვენებია საცვლებიანი კაცის ცეკვა. ფეისბუქ-მომხმარებელი კი აღწერაში წერს: ,,ნორმალური ვინმე არა ყავთ”. 

evroparlamentaris tsekva1 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ევროპარლამენტარი საცვლებით ცეკვავს

ვიდეო, მცდარი აღწერით გავრცელდა. სინამდვილეში, მასზე ასახულია ავსტრიაში მცხოვრები იანო კლინეცი (Jano Klinec), მას ევროპარლამენტთან კავშირი არ აქვს და სოციალურ ქსელებში მსგავს ვიდეოებს ხშირად აზიარებს. 

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოზე დატანილია ტიკ-ტოკის ლოგო, თუმცა არ ჩანს, იმ ანგარიშის სახელი, რომელზეც ის თავდაპირელად აიტვირთა. სხვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებზე (1, 2, 3) ჩანს, რომ ის ტიკ-ტოკ ანგარიშის, სახელად Dzairefr3wj-ის მიერაა გავრცელებული. იდენტური სახელის მქონე ანგარიშზე მხოლოდ ერთი ვიდეო დევს, თუმცა 150 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. იმ ერთადერთ ვიდეოზე კი წერია, რომ მომხმარებელს ახალი ტიკ-ტოკ ანგარიში, Boss.dzairo აქვს. 

ანგარიშზე, სახელად Boss.dzairo, მსგავსი ფორმატის ვიდეოები დევს, ყველა მათგანში კაცი ცეკვავს – ზოგჯერ მხოლოდ საცვლებით. 

Boss dziaro ვიდეომანიპულაცია, თითქოს ევროპარლამენტარი საცვლებით ცეკვავს
წყარი: ტიკ-ტოკ ანგარიში Boss.dzairo 

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოკოლაჟის ორი ვიდეო იანო კლინეცს საკუთარ ინსტაგრამზე აქვს გამოქვეყნებული. აღნიშნული ვიდეოები მან სოციალურ ქსელში 2023 წელს გამოაქვეყნა (1, 2).

boos dzairo ვიდეომანიპულაცია, თითქოს ევროპარლამენტარი საცვლებით ცეკვავს

ვიდეოზე ასახული პირის შესახებ ღია წყაროებში ინფორმაცია არ იძებნება, მათ შორის, არც ის, რომ ევროპარლამენტის წევრია. მის ფეისბუქზე მითითებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ სლოვაკეთიდანაა და ავსტრიაში ცხოვრობს. სამუშაო ადგილად კი ტიროლი, ავსტრიის ალპური მხარე, აქვს მითითებული. 

boss dzairo ვიდეომანიპულაცია, თითქოს ევროპარლამენტარი საცვლებით ცეკვავს

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გადახედვაზე დებატები ე.წ. ,,აგენტების კანონის” ხელმეორედ ინიცირებისა და მიღების შემდეგ გააქტიურდა. 25 აპრილს, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ერთ-ერთი პუნქტი უვიზო მიმოსვლას შეეხება. კერძოდ, რეზოლუციის მე-13 პუნქტში წერია, რომ ევროკომისიამ დროულად უნდა შეაფასოს აღნიშნული კანონპროექტის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე. განსაკუთრებით, შეაფასოს ფუნდამენტური უფლებების ნიშნული, რაც ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის გადამწყვეტი კომპონენტია. 

ევროპარლამენტარებთან დაკავშირებით ყალბი ცნობები ხშირად ვრცელდება. ,,მითების დეტექტორი” მსგავს ინფორმაციას სისტემატურად ამოწმებს. მასალები ვრცლად:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, ევროპის პარლამენტი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist