ვიდეომანიპულაცია, თითქოს დიდი ბრიტანეთის სკოლებში მოსწავლეებთან შიშველი მამაკაცები შეჰყავთ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

581
VIEWS

20 აპრილს ტელეკომპანია “სეზონის” გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” წამყვანმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებთან შიშველი კაცები შეჰყავთ. გადაცემაში ვიდეოც აჩვენეს, რომელშიც ჩანს, რომ ოთხი შიშველი მამაკაცი 5 სკოლის მოსწავლესთან შედის, ოთახში ორი უფროსი ადამიანიც არის, რომლებიც ბავშვებს ამ მამაკაცების გენიტალიებთან დაკავშირებულ კითხვებს უსვამენ.

ნიკოლოზ მჟავანაძე: მინდა წარმოგიდგინოთ, რაღაცა ამაზრზენი და საშინელი სიუჟეტი, თუ რა ხდება ბრიტანეთის ერთ-ერთ სკოლაში… აი, ეს ევროპა არის თანამედროვე ევროპა, სადაც შიშველი კაცები შემოყავთ. თქვენ გგონიათ, მარტო რაღაც კერძო ერთ სკოლაში არის დანერგილი?! ზოგან შიშველი კაცები შეყავთ, ზოგან შიშველი ქალები შეყავთ და თუ ძალიან გინდათ, წადით და იცხოვრეთ ამ გარყვნილების ბუდეში.

იგივე ვიდეო რამდენიმე ფეისბუქ-ანგარიშმა (1, 2), მათ შორის მსოფლიო პოლიტიკამაც გამოაქვეყნა. ანგარიშები წერენ, რომ ბრიტანეთის სკოლებში ასეთი გაკვეთილები ტარდება.

Screenshot 1 7 ვიდეომანიპულაცია, თითქოს დიდი ბრიტანეთის სკოლებში მოსწავლეებთან შიშველი მამაკაცები შეჰყავთ

გავრცელებული პოსტები მანიპულაციური აღწერით ვრცელდება და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დიდი ბრიტანეთის სკოლებში მსგავსი გაკვეთილები მიღებული პრაქტიკაა. რეალურად, ვიდეო არა დიდი ბრიტანეთის სასკოლო გაკვეთილს, არამედ სატელევიზიო შოუს სახელად “Naked Education-ის” ერთ-ერთ მონაკვეთს ასახავს. გადაცემის მიზანი სხეულთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებთან ბრძოლაა. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, კომუნიკაციების ოფისში (Ofcom) მაყურებლებისგან 1297 საჩივარი შევიდა.

ვიდეო, რომელშიც შიშველი მამაკაცები ჩანან, დიდი ბრიტანეთის სკოლაში საგაკვეთილო პროცესს არ ასახავს. რეალურად, აღნიშნული ვიდეო დიდი ბრიტანეთის მე-4 არხის საგანმანათლებლო გადაცემის ნაწყვეტია.

ახალი სატელევიზიო გადაცემა სახელად “შიშველი განათლება” (Naked Education) დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ არხზე, Channel 4-ზე 2023 წლის 4 აპრილიდან გადის. გადაცემის მიზანი თინეიჯერებისთვის ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპის სხეულების ჩვენება და სხეულთან დაკავშირებული სტერეოტიპების დანგრევაა.

გადაცემას პირველი ეპიზოდის ეთერში გასვლის შემდეგ კრიტიკაც მოჰყვა და გამოცემა The Independent-ის 20 აპრილის მასალის მიხედვით,, დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების ოფისში (Ofcom) 1297 საჩივარი შევიდა. მაყურებლებს პრეტენზიები სიშიშვლესთან დაკავშირებით ჰქონდათ. გამოცემა Variety-ს მიხედვით, Ofcom-მა მათთან საუბარში აღნიშნა, რომ გადაცემასთან დაკავშირებით შესულ საჩივრებს შეაფასებენ და გადაწყვეტენ, დაიწყონ თუ არა გამოძიება.

Screenshot 2 ვიდეომანიპულაცია, თითქოს დიდი ბრიტანეთის სკოლებში მოსწავლეებთან შიშველი მამაკაცები შეჰყავთ

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ზე Naked Education-თან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მოსაზრების სტატიაში ხაზგასმულია, რომ ახალგაზრდებში საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილებამ შესაძლოა მათი ცხოვრების ყველა ასპექტზე იქონიოს უარყოფითი გავლენა, მათ შორის სამომავლო პერსპექტივაში მაღალანაზღაურებადი სამსახურის პოვნა და პირად ურთიერთობებში პატივისცემაც არის დასახელებული. სტატიის ავტორი ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის, კეონ ვესტის ნაშრომსაც ახსენებს, რომლის მიხედვითაც ცდის პირების მხრიდან საკუთარი სხეულის აღქმა გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც მათ ვესტის ექსპერიმენტში მიიღეს მონაწილეობა, რომელშიც ყველა მათგანი შიშველი იყო და მათთვის უცნობ ადამიანებთან ჰქონდათ კომუნიკაცია.

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში სავალდებულო საგანი სახელწოდებით “ურთიერთობა და სექსუალური განათლება” (RSHE) 2020 წლიდან ისწავლება. დაწყებით სკოლაში მოსწავლეები “ურთიერთობების” საგანში ოჯახში, სამეგობროსა და ონლაინ სივრცეში ჯანსაღ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებზე იღებენ ინფორმაციას. ხოლო საშუალო განათლების საფეხურზე “ურთიერთობები და სექსუალური განათლების” საგანი შემოდის სწავლებაში, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის საზიანო შედეგებზე, ასევე უსაფრთხო სექსუალურ ცხოვრებაზე კეთდება.

იმ ანტიდასავლური ნარატივის გავრცელების მიზნით, თითქოს ევროპული ქვეყნები სკოლებში გარყვნილებას ამკვიდრებენ, ვიდეომანიპულაცია ადრეც გაავრცელეს. ვიდეო, რომელსაც გერმანიაში სექსოლოგიის გაკვეთილად წარმოაჩენდნენ, რეალურად, პორნოგრაფიული ვიდეოდან ამოჭრილი მონაკვეთია. ვრცლად იხილეთ:

წყაროს შესახებ

ფეისბუქ-ანგარიში მსოფლიო პოლიტიკა ხშირად ანტიდასავლური და ანტილიბერალური შინაარსის პოსტებს აქვეყნებს. ანგარიშს იმავე სახელწოდების ტელეგრამ-არხიც აქვს შექმნილი. ფეისბუქზე ამ სახელწოდებით და იდენტური პროფილის ფოტოთი სხვა ფეისბუქ-გვერდებიც იძებნებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ისინი წაშლილია. 

Screenshot 3 7 ვიდეომანიპულაცია, თითქოს დიდი ბრიტანეთის სკოლებში მოსწავლეებთან შიშველი მამაკაცები შეჰყავთ

მსოფლიო პოლიტიკის მიერ აქამდე გავრცელებულ დეზინფორმაციულ პოსტებზე ვრცლად იხილეთ:

არქივის ბმულები: 

სეზონი TV
მსოფლიო პოლიტიკა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist