ვიდეოკლიპ „Новороссию не победить!”-ის ფაბრიკაცია

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

666666666
32
VIEWS

რუსეთის 220 ყველაზე გავრცელებული ტყუილი

მითების დეტექტორი აქვეყნებს მორიგ მასალას რუსულენოვანი მედიის მიერ მომზადებული, ყველაზე გავრცელებული ტყუილების შესახებ. ამჯერად მასალა მცირეწლოვან ბავშვს ეხება.

რუსული მედიასაშუალება REN – TV – ის მიერ გავრცელდა ფოტო, რომელზეც გამოსახულია ჭუჭყში დასვრილი პატარა ბიჭი. REN – TV-ი ამტკიცებდა, რომ მას შემდეგ, რაც მცირეწლოვანი ბავშვის სახლი „უკრაინელი ძალოვნების მიერ განადგურდა”, პატარა ბიჭი დედას ეძებს. წამყვანის განცხადებით, REN – TV -ს გადამღები ჯგუფისთვის ცნობილი გახდა, რომბავშვს- კირილი, დედამისს კი სვეტლანა ჰქვია. ისინი სოფელ ნიკიშინოს მცხოვრებლები არიან, რომელიცმთლიანად გაანადგურეს უკრაინულმა ძალებმა.

1

სინამდვილეში, მცირეწლოვანი ბავშვის ფოტო აღებულია იუთუბზე ატვირთული ვიდეოკლიპიდან “Новороссию не победить!” (ნოვოროსია დაუმარცხებელია).

ბავშვი კლიპში მონაწილეობის მისაღებად თავად დედამ მიიყვანა. იმისათვის,რომ ვიდეოს შოკისმომგვრელი ეფექტი ჰქონოდა, ჭუჭყით დასვრილი ბიჭი ნანგრევებში მოათავსეს.

მასალის წყარო ვებ-პორტალი Russia Liesარის და ამ დროისათვის 220 შემთხვევას მოიცავს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist