ვაშინგტონი, ამსტერდამი თუ ფრანკფურტი – სად იმყოფებოდა სააკაშვილი 23 სექტემბერს?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

157
VIEWS

განახლება: მასალა განახლებულია და დამატებულია ქვეთავი “გავრცელება”, სადაც  23 სექტემბერს ამსტერდამში მიხეილ სააკაშვილის მიერ კუჭის ოპერაციის გაკეთების შესახებ დეზინფორმაციის კოორდინირებულ გაავრცელების დამატებითი მონაცემებია ასახული. “მითების დეტექტორის” მიერ აღნიშნული ინფორმაციის ფეისბუკზე მონიშვნის შემდეგ კი “პრაიმ ტაიმის” მიერ მასალის თავდაპირველი ვერსია გამოცემის ვებ-გვერდზე ჩასწორებულია.


5 ნოემბერს სახელისუფლებო ექსპერტმა ედიშერ გვენეტაძემ საკუთარ Facebook ანაგრიშზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 23 სექტემბერს ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია გაიკეთა და სწორედ  იმდენ საკვებს (ფაფას) იღებს, რამდენიც ექიმმა გამოუწერა. აღნიშნული ინფორმაცია ედიშერ გვენეტაძის პოსტზე დაყრდნობით imedinews.ge-მაც გამოაქვეყნა და როგორც TV Imedi-ს, ასევე Imedinews-ის ფეისბუკზე გააზიარა.

imedinews-მა თამთა მეგრელიშვილის იდენტური შინაარსის Facebook პოსტიც გამოაქვეყნა, რომელიც მის გვერდზე საჯაროდ არ იძებნება. აღნიშნული ინფორმაციის თანახმადაც, სააკაშვილმა კუჭის რეზექცია 23 სექტემბერს ამსტერდამში გაიკეთა, რომლის შემდეგაც ადამიანი გარკვეული დროის განმავლობაში საკვებს ვერ იღებს და წყალსაც კი ზომიერად სვამს.

12
მეგრელიშვილის პოსტზე დაყრდნობით  იგივე ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოებმა: Fortuna.gepia.ge,და  spnews.io.ge-მ გაავრცელეს.

5 ნოემბერს სტატია იმავე სათაურით Primetime.ge-ზე ექსკლუზივის სახით გამოქვეყნდა, თუმცა პრაიმტაიმის მტკიცებით, მათ ინფორმაცია კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრისგან მოიპოვეს. პრაიმტაიმი წერს, რომ ისინი ინფორმაციის გადასამოწმებლად მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას დაუკავშირდნენ, რომელმაც ისინი სააკაშვილის პირად ექიმთან ნიკოლოზ ყიფშიძესთან გადაამისამართა. ყიფშიძე კი მათ ზარებს არ პასუხობს. პრაიმტაიმზე დაყრდნობით, ეს ინფორმაცია სახელისუფლებო რეგიონულმა გამოცემა stv.ge-მაც გაავრცელა.

13
მტკიცება, რომ მიხეილ სააკაშვილმა 23 სექტემბერს ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია გაიკეთა, მცდარია. სააკაშვილი 23 სექტემბერს ფრანკფურტში Europa Union Frankfurt-ის ღონისძიებაში მონაწილეობდა და ეს ღონისძიება ფეისბუკზე პირდაპირ გადაიცემოდა. კუჭის რეზექციისა და შემდგომი რეაბილიტაციისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით, ის ოპერაციის ჩატარებას 24-დან 28 სექტემბრამდე პერიოდში ვერ შეძლებდა, რადგან გემით მგზავრობისთვის ჩერნომორსკიდან ფოთის პორტამდე მას 40-44 სთ დასჭირდებოდა. 

სად იმყოფებოდა სააკაშვილი 23 სექტემბერს?

მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკ გვერდზე 23 სექტემბრით დათარირებული რამდენიმე პოსტი იძებნება. სააკაშვილი აქვეყნებს ვიდეოს ვაშინგტონიდან, რომლითაც ის ქართველ ახალგაზრდებს მიმართავს. ვიდეოს გამოქვეყნების დროდ 2021 წლის 23 სექტემბერი, დილის 8:51 სთ-ია მითითებული.

1
23 სექტემბერს სააკაშვილის გვერდზე ლაივში არის გაზიარებული გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია Europa Union Frankfurt-ის ღონისძიება, რომელიც ფრანკფურტში გაიმართა და სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებთან (ვიოლა ფონ კრამონი, მიხაელ გალერი) ერთად საქართველოში დაგაგემილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა.  ვიდეოს პირდაპირ ეთერში გამოქვეყნების დროდ 23 სექტემბრის საღამოს 9:09 მითითებული. ვიდეოში ჩანს, რომ სააკაშვილი ფრანკფურტის ღონისძიებას ფიზიკურად ესწრებოდა, სიტყვით გამოსვლისას, მან აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე ვაშინგტონიდან ჩავიდა. ღონისძიებაზე ინგლისურად მიმართვის შემდეგ მან ქართულად ისაუბრა. Europa Union Frankfurt-ის ფეისბუკ გვერდზე ასევე გამოქვეყნებულიაპოსტი, სადაც ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ ღონისძიებაზე სტუმრობიდან 1 კვირაში, 1 ოქტომბერს საქართველოში დააკავეს.

1415
ღია წყაროებით ხელმისაწვდომი ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩანს, რომ სააკაშვილი ფრანკფურტში ღონისძიებაზე ვაშინგტონიდან ჩავიდა, შესაბამისად, ის 23 ოქტომბერს ამსტერდამში ოპერაციას ვერ ჩაიტარებდა.

რა არის კუჭის რეზექცია?

კუჭის რეზექცია იგივე გასტრექტომია არის ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც კუჭის დაახლოებით 80%-ის ამოღება ხდება (ძირითადად ლაპარასკოპიული მეთოდით). აღნიშნული პროცედურა მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც პაციენტს ჭარბი წონა აღენიშნება, რადგან ეს პროცედურა წონის დაკარგვის ერთგვარი ქირურგიული მეთოდია.

ოპერაციის შემდეგ კუჭი მოცულობაში მცირდება და  მილის ფორმის ხდება. კუჭის ზომის შეზღუდვა კი ზღუდავს იმ საკვების რაოდენობასაც,  რომლის მიღებაც ადამიანს შეუძლია.  გარდა ამისა, პროცედურა იწვევს ჰორმონალურ ცვლილებებს, რაც ხელს უწყობს ჭარბი წონის კლებას და ჭარბ წონასთან დაკავშირებული მდგომარეობების შემსუბუქებას, როგორიცაა მაღალი წნევა ან გულის დაავადებები.

Mymeditravel-ის თანახმად, ცენტრალურ ამსტერდამში ბარიატრიული ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში, ჩვეულებრივ, საჭიროა საავადმყოფოში დარჩენა მინიმუმ 1 ღამით. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო იყოს უფრო დიდხანს დაახლოებით 3-დან 5 დღემდე დარჩენა.  თუმცა, არ არის მიზანშეწონილი ცენტრალური ამსტერდამის საავადმყოფოდან გაწერისთანავე დატოვება.

ვებ-გვერდის თანახმად, ჩეულებრივ რეკომენდირებულია ოპერაციის შემდეგ 10-დან 14 დღემდე პერიოდით ამსტერდამში დარჩენა სრული გამოჯანმრთელებისა და შემდგომი გამოკვლევებისთვის. ოპერაციდან გარკვეული დროის შემდეგ კი ქირურგმა უნდა მოახდინოს ნაკერების ამოღება და შეამოწმოს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა.

16
ამგვარად, მიხეილ სააკაშვილს ოპერაცია ჰოლანდიაში 24 სექტემბერსაც რომ გაეკეთებინა, ის მინიმუმ 1 ღამით იმავე საავადმყოფოში უნდა დარჩენილიყო და წესით მისივე ექიმი შემდგომი 10-14 დღის მანძილზე მას მოგზაურობის რეკომენდაციას არ მისცემდა. ამასთანავე ნაკერების ამოსაღებად, მას ამსტერდამში გარკვეული დრო დასჭირდებოდა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი გემით საქართველოში 28 სექტემბერს საღამოს შემოვიდა, ნაკლებ რეალისტურია.

იდენტური ოპერაციები საქართველოშიც ტარდება და ექიმები ოპერაციისთვის წინასწარ მომზადების რეკომენდაციასაც გასცემენ, რაც წონაში დაკლებასაც გულისხმობს, ასევე საავადმყოფოდან გაწერას მიზანშეწონილად 4-5 დღეში მიიჩნევენ.

რაც შეეხება მტკიცებას რომ ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ ჭამა იკრძალება აღნიშნული მტკიცება მანიპულაციურია რადგან, გასტრექტომიის შემდეგ პაციენტები აგრძელებენ საკვების მიღებას, უბრალოდ მცირდება ულუფების ზომა და სიხშირე. მაგალითად, თუ მანამდე პაციენტი დღეში 3 დიდ ულუფას მიირთმევდა გასტრექტომიის შემდეგ შესაძლოა ის გადავიდეს 6 მცირე ულუფით კვების დიეტაზე. დიეტის საწყის ეტაპზე კი საკვები რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილია სხვადასხვაგვარი სითხის მიღება და ფაფის კონსისტენციის საკვების მიღება, მანამ, სანამ კუჭი შეძლებს მყარი საკვების გადამუშავებას, ეს პროცესი დაახლოებით 8 კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს.

რა გზა გაზიარა მიხეილ სააკაშვილმა 24 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე? 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან, ჩერნომორსკის პორტიდან სატვირთო გემ “ვილნიუსის” მეშვეობით ჩამოვიდა. გემი საქართველოში 28 სექტემბერს, 23:00 საათზე შემოვიდა, საიდანაც დაახლოებით 2 საათში, 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ის ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება – ტრაილერით გადმოვიდა.

ჩერნომორსკის პორტი უკრაინაში ოდესაში მდებარეობს და www.ukrferry.com-ის თანახმად, სადაც ამ მარშუტისთვის ბილეთების შეძენაა შესაძლებელი, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთამდე მგზავრობას 44-46 საათი სჭირდება. ამგვარად, სააკაშვილს უკრაინა დაახლოებით 26 სექტემბერს გამთენიისას უნდა დაეტოვებინა.

17
იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი 23 სექტემბერს გერმანიაში, ფრანკფურტში იმყოფებოდა, ხოლო საქართველოში ჩამოსასვლელად გემით სულ მცირე 26 სექტემბერს უნდა გამომგზავრებულიყო, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მას ოპერაციის გაკეთება 24 ან 25 სეტემბერსაც მოესწრო. რადგან 2 დღე არც რეაბილიტაციისთვის, არც ნაკერების ამოღებისთვისაა საკმარისი.

განცხადება ოპერაციასთან დაკავშირებით სააკაშვილის ფეისბუკზეც გავრცელდა, სადაც მითითებულია, რომ მის კუჭში ქირურგიული ჩარევა ბოლოს 5 წლის წინათ მოხდა.

გავრცელება

მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში ჩამოსვლამდე, 23 სექტემბერს ამსტერდამში კუჭის დაპატარავების ოპერაციის გაკეთების შესახებ ინფორმაცია კოორდინირებულად სხვა სახელისუფლებო მედიებმა ( PostTvGuardian.geSpnews.io.geMarshalPress, მედიაჰოლდინგი “კვირა”, “ექსკლუზივ ნიუსი”), კრემლისტურმა (NewsFront), ასევე Metronome-მა და “ალია”-მაც გამოაქვეყნეს. ამასთანავე “ალიამ” ამავე თემაზე “მითების დეტექტორის” პუბლიკაციაც გააშუქა.

მათგან PosTV,  Spnews.io.ge და ექსკლუზივ ნიუსი წყაროდ პრაიმ ტაიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იყენებენ. Metronome, Guardian.ge, Pia.ge და Marshalpress, ასევე ქსენოფობიური და ჰომოფობიური სარედაქციო პოლიტიკის მქონე გაზეთი “ალია” თამთა მეგრელიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობიან. 6 ნოემბერს სააკაშვილის მიერ 23 სექტემბერს კუჭის დაპატარავების ოპერაციის გაკეთების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა კრემლისტურმა მედია NewsFront-მაც, რომელიც მასალაში ინფორმაციის წყაროს არ აკონკრეტებს.


Imedinews.ge-ს არქივი. (ედიშერ გვენეტაძის პოსტის შესახებ)Imedinews.ge-ს არქივი (თამთა მეგრელიშვილის პოსტის შესახებ)
ედიშერ გვენეტაძის პოსტის არქივი
Fortuna.ge-ს არქივი
Pia.ge-ს არქივი
Spnews.io.ge-ს არქივი
Primetime.ge-ს არქივი
Stv.ge-ს არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, გერმანია, ნიდერლანდები
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist