ვასაძე, ლორთქიფანიძე, გავრილოვი და რუსული მედია ანტისაოკუპაციო პროტესტში დასავლეთის კვალს ხედავენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

shutterstock_381358726
49
VIEWS

გაზეთ “ასავალ-დასავალისათვის” (29 ივლისი – 4 აგვისტო) მიცემულ ინტერვიუში ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებში ნატო და ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო  სააგენტო (CIA) დაადანაშაულა. ვასაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლების დამხობის სპეცოპერაციასა და პარლამენტში შეჭრას CIA-ს წარმომადგენელი დენიელ კუნინი ხელმძღვანელობდა. ბიზნესმენის ინფორმაციით, 20 ივნისის ღამეს საქართველოს პარლამენტის წინ კუნინის მსგავსი აღნაგობის შავჩანთიანი მამაკაცი იმყოფებოდა. 20 ივნისის მოვლენებში ამერიკელების ჩართულობის შესახებ კონსპირაცია 31 ივლისს პრორუსულ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუში პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთიფანიძემაც განავითარა:

ლევან ვასაძე, ბიზნესმენი: „დარწმუნებული ვარ, რომ ეს [20-21 ივნისის მოვლენები] იყო რეჟიმის შეცვლის ოპერაცია, რომელიც დაიგეგმა უცხოეთში, ალბათ, უფრო ნატო-სა და ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური დაზვერვის სააგენტოში. ჩვენ ვიცით, რომ ამ ოპერაციას ამერიკის საელჩოდან ხელმძღვანელობდნენ…ჯერჯერობით ფოტოები და პირდაპირი მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ როგორც მეუბნებიან, სავსებით შესაძლებელია, ჩემი დიდი ხნის ნაცნობი და ამხანაგი დენიელ კუნინი პირადად ხელმძღვანელობდა 2019 წლის 20-21 ივნისის სპეცოპერაციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების დამხობით უნდა დასრულებულიყო!.. დენიელ კუნინი არის ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში!… თავს ვერ დავდებ, მაგრამ, ჩემი მონაცემებით დენიელ კუნინის მსგავსი აღწერილობის ადამიანი 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ იყო, ხელში რაღაც შავი ჩანთა ეჭირა და ოცმეთაურები სწორედ მასთან დარბოდნენ ბრძანების შესასრულებლად!…სწორედ დენიელ კუნინისგან ან ვიღაც მისი მსგავსი ადამიანისგან ღებულობდნენ „შტურმავიკები“ ინსტრუქციებს.“

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: ” შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ ამ შტურმში პირადად მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები და არაერთი მათგანი ამოვიცანი. მეტსაც გეტყვით: თუ დაინტერესდებიან სპეცსამსახურები, შემიძლია, ამ პიროვნებების სახელები და გვარებიც ვუთხრა, თუმცა ახლა, ბუნებრივია, მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ… საუბარია კონკრეტულად საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის უფროს ოფიცერზე, რომელიც შეერთებული შტატების უნიფორმით დადის”.

ანტისაოკუპაციო პროტესტში, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავებას და შემდგომში აქციის ძალადობრივად დაშლას მოჰყვა, ამერიკისა და დასავლეთის კვალს ლევან ვასაძის და დიმიტრი ლორთქიფანიძის გარდა, თავად გავრილოვი და რუსი პოლიტიკოსები, ასევე პრორუსი ქართველი აქტორები ხედავენ. თავად კუნინი, არათუ აქციაზე, არამედ 2019 წელს საქართველოში მისი ყოფნის ფაქტს უარყოფს. ამ კონსპირაციის მიზანი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში რუსეთის პასუხისმგებლობის უარყოფა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების დემონიზებაა.

“მითების დეტექტორი” დენიელ კუნინს დაუკავშირდა და ლევან ვასაძის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა. წერილობით კომენტარში კუნინი, რომელიც საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიასთან და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა, აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ის უკვე თითქმის 10 წელია აღარ თანამშრომლობს, ხოლო საქართველოში ბოლოს გასულ წელს ტურისტის სტატუსით იმყოფებოდა. რაც შეეხება თბილისში 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ამის შესახებ მას მწირი ინფორმაცია აქვს, რაც BBC-ს მეშვეობით შეიტყო.

დენიელ კუნინი: “ეს ამბავი 100 პროცენტიანი სიყალბეა. მე ძალიან მცირე რამ ვიცი ამ მოვლენების (!) შესახებ და რაც ვიცი, BBC-ის ვებსაიტიდან შევიტყვე”.

ლევან ვასაძის მიერ “გავრილოვის ღამის” და შემდგომ განვითარებული მოვლენების სახელმწიფო გადატრიალებად შეფრაცხვა და ამ პროცესებში ამერიკული კვალის ძიება თანხევდრაშია რუსი პოლიტიკოსების, მათ შორის სერგეი გავრილოვის, რუსული მედიის და ქართული ანტიდასავლური მედიის შეფასებებთან.

სერგეი გავრილოვი, რუსეთის დუმის დეპუტატი

"

РИА Новости

21.06.2019

„ახლა საქართველოში ცალსახად ვხედავთ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით რადიკალური ექსტრემისტული ძალების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომლის კოორდინირებაც დიდწილად საზღვარგარეთიდან ხდება…”
ლეონიდ სლუცკი, რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

"

Sputnik-georgia.ru

22.06.2019

“რაც შეეხება არეულობას, რომელიც ამ აღმაშფოთებელი ინციდენტის შედეგად დედაქალაქში და მის ფარგლებს მიღმაც დაიწყო, ირკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნას და ასე შემდეგ – ეს მომგებიანია იმ დესტრუქციული ძალებისათვის დასავლეთში, რომლებსაც სურთ უფრო უფრო რადიკალური საქართველოს ნახვა.”
News-front.info

"

https://bit.ly/2GFGPHZ

22.06.2019

“ქართული წყარო: აშშ-მა პროვოკატორების უზარმაზარი ჯგუფი მოამზადა ოპოზიციურ აქციაში მონაწილეობისათვის.”
НТВ

"

 https://bit.ly/2LUJZvN 

23.06.2019

“საქართველოს ანტირუსულ საპროტესტო აქციებში ამერიკული კვალი აღმოჩნდა”
დავით ადამია, პეტერბურგის გუბერნატორის აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი

"

სააგენტო პირველი

09.07.2019

„20 ივნისს საქართველოში დასავლური არასამთავრობოებისა და სააკაშვილის მომხრე ძალების მიერ რევანშის აღების მიზნით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა.”
 

 

 

 

 

 

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი

"

საქინფორმი
15.07.2019 

 

 

_____

 

 

 

 

Sputnik-georgia.ru
24.06.2019

 

“ელიზაბეტ რუდი 20 ივნისიდან 21 ივნისის ღამეს მომხდარი მოვლენების შემდეგ იმავე რუსთაველის პროსპექტზე კი არ გმობს ექსტრემისტ-დამნაშავეებს, რომლებმაც ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რუსეთის ოფიციალურ დელეგაციას, შემდეგ კი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცადნენ პარლამენტის შენობის აღებით, სულაც არა, იგი მოუწოდებს „გამჭვირვალე და დაბალანსებული“ გამოძიების (?!) ჩატარებისკენ, რათა მკაცრად დაისაჯონ „არაპროპორციული“ ძალის გამოყენებაში დამნაშავე პოლიციელები და მკაცრად არ დაისაჯონ რადიკალი-პუტჩისტები!…სრულებით გამორიცხულია, რომ სააკაშვილის ორი პარტიის გეგმები საქართველოში მეორე „ვარდების რევოლუციის“ განხორციელების შესახებ წინასწარ არ სცოდნოდათ და ვიზირება არ გაეკეთებინათ „საელჩოს საბადოთა სიღრმეში“.

______

“აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის რწმუნებული პირის [მაიკლ კარპენტერის] მთავარი მისია არა რუსული ტურიზმის შეზღუდვა, არამედ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ჩანაცვლება და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება იყო”.


ანტისაოკუპაციო აქციის შესახებ

2019 წლის 20 ივნისს მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავებას ჯერ საპარლამენტო ოპოზიციის, შემდეგ კი პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცავების მიერ აქციის პირველ დღეს მომიტინგეების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ კი ანტისაოკუპაციო აქციებმა, სახელწოდებით “სირცხვილია” პერმანენტული სახე მიიღო. აქციის მონაწილეები მათი მესამე მოთხოვნის – შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებოიდან გადაყენებას ითხოვენ, რაც 20 ივნისს ძალის გამოყენებით აქციის დაშლას უკავშირდებოდა.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist