Vasa Spravedlivost-ი ბაიდენის საპრეზიდენტო ინაუგურაციის ფოტოს მანიპულაციურად ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

25
VIEWS

22 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა Vasa Spravedlivost-მაც გამოაქვეყნა რუსულენოვანი პოსტი, სადაც ჯო ბაიდენი ბიბლიაზე ფიცის დადების დროს არის გამოსახული. ავტორი მართლმადიდებლებს მიმართავს და ამბობს, რომ ფოტოზე გამოსახული ჯვარი ამობრუნებულია, რაც, მისი თქმით, გვიჩვენებს, თუ ვინ არიან ისინი სინამდვილეში. “მართლმადიდებლებო სიმართლე ყველა მატყუარას დაწვავს” – წერს პოსტის ავტორი.

23 იანვარს იგივე ფოტო ფეისბუქ მომხმარებელმა Giorgi Togonidze-მაც გამოაქვეყნა. პოსტის ავტორის მტკიცებით, ფოტო ადასტურებს, რომ ბაიდენმა ფიცი ამოტრიალებულ ბიბლიაზე დადო, რაც ამობრუნებული ჯვრებით დასტურდება, რომელიც სატანისტების ნიშანია.

ტოგონიძემ პოსტი 23-24 იანვარს შემდეგ საჯარო ჯგუფებში გააზიარა: კორონა მაფია, ახალი მსოფლიო წესრიგი და კორონა აფიორა!, კოვიდ-ფაშიზმის საწინაამღდეგო მოძრაობა ! ! !, კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა

;

;

გავრცელებული პოსტები მანიპულაციურია, რადგან 1) ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო ფიცი ამობრუნებულ ბიბლიაზე არ დაუდია, რასაც ინაუგურაციის ამსახველი ოფიციალური ფოტოები და ვიდეოები ადასტურებენ. რეალურად ფოტო 2009 წელს არის გადაღებული, როდესაც ბაიდენმა ვიცე პრეზიდენტის თანამდებობისთვის დადო ფიცი. 2) პოსტის აღწერა, თითქოს ამობრუნებული ჯვარი სატანისტური სიმბოლოა, კონსპირაციულია. 

ბიბლია, რომელზეც 2021 წლის 20 იანვარს პრეზიდენტმა ფიცი დადო, ბაიდენის ოჯახში 1893 წლიდან ინახება. მისი სისქე დაახლოებით 5 ინჩია (12.7 სმ) და რამდენჯერმე გამოჩნდა ბაიდენის პოლიტიკური კარიერის განმავლობაში. მათ შორის, პირველად 1973 წელს, როდესაც მან დელავერის სენატორის თანამდებობაზე დადო ფიცი. ბაიდენის ბიბლიაზე გავრცელებული მანიპულაციების შესახებ Truth or Ficition-იც წერდა. გავრცელებული ფოტოები, სადაც ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე ჯილ ბაიდენი არიან გამოსახული, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის 2021 წლის ინაუგურაციიდან არ არის.

ბაიდენი საოჯახო ბიბლიაზე ყოველ ჯერზე დებდა ფიცს, როდესაც მას სენატორის თანამდებობაზე ირჩევდნენ და ასევე მაშინ, როდესაც მან 2009 და 2013 წლებში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.

”მასში ყველა მნიშვნელოვანი თარიღია”, – თქვა ბაიდენმა სტივენ კოლბერთან  ინტერვიუში და ბიბლიას ”ოჯახის მემკვიდრეობა” უწოდა.

CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში, რომლებიც ბაიდენის ინაუგურაციის დღესაა გადაღებული, ნათლად ჩანს, რომ ჯვრები ბიბლიაზე ამობრუნებული არ არის და ბაიდენს ფიცი ამობრუნებულ ბიბლიაზე არ დაუდია.

;
ფოტო: edition.cnn.com

იმავეს ადასტურებს ბაიდენის ინაუგურაციის ამსახველი კადრებიც. ვაშინგტონ პოსტის 10 საათიან უწყვეტ ლაივში, 04:33:07 წუთზე ასევე ნათლად ჩანს, რომ ჯო ბაიდენს ამობრუნებულ ბიბლიაზე ფიცი არ დაუდია და შესაბამისად, არც ჯვრებია ამობრუნებული.

;

გავრცელებული ფოტო, რომელზეც ინაუგურაციის დღისგან განსხვავებით ჯილ ბაიდენს წითელი კაბა აცვია, 2009 წელს არის გადაღებული, მაშინ როდესაც ბაიდენმა ვიცე პრეზიდენტის თანამდებობაზე დადო ფიცი. ფოტოში ჯილს ბიბლია ისე უკავია, რომ ჯვრები მართლაც ამობრუნებულია, თუმცა ამ ფაქტს, რომელიც კონსპირაციების ინსპირაცია გახდა,  რაიმე რიტუალთან, მით უფრო სატანურთან, კავშირი არ აქვს და ის უფრო შემთხვევითობაა.

;

  •  Vasa Spravedlivost-ის შესახებ

Vasa Spravedlivost-ი ყალბი პროფილია,  რომელიც ფეისბუკზე კონფიდენციალურად მოქმედებს. მისი ანგარიშის url მისამართში სახელის და გვარის ნაცვლად pravda-ა მითითებული, მის გვარში კი სიტყვა Spravedlivost (სამართლიანობა) ფიგურირებს.

;

Vasa Spravedlivost-ს მოწონებული აქვს ვლადიმერ პუტინის, მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის ვლადიმერ ხომერიკის, მამა გაბრიელის და რუსული რელიგიური ფეისბუკ გვერდები.

;

;

ანგარიშის სიახლეების ველში კი ვხვდებით სტალინის, საბჭოთა კავშირისა და პუტინის მხარდამჭერ რუსულენოვან მასალებს, ასევე რელიგიური შინაარსის მქონე პოსტებსა და ფოტოებს. პოსტების ნაწილი ქართულ, ნაწილი კი რუსულ ენაზეა გამოქვეყნებული.


დაარქივებული ლინკები:

Giorgi Togonidze-ის პოსტი 
Vasa Spravedlivost-ის პოსტი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist