ვარკეთილი თუ კრაკოვი – სად მდებარეობს ფოტოზე ასახული შენობა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

49
VIEWS

2022 წლის 4 იანვარს Facebook მომხმარებელმა Diana Berdzenishvil-მა გამოაქვეყნა ფოტო, წარწერით: “როცა პრინცესა ხარ და ვარკეთილში ცხოვრობ”. ფოტოზე, მრავალსართულიანი შენობა ჩანს, რომელსაც ბოლო სართულზე კოშკის ფორმის მიშენება აქვს.

პოსტი საჯარო ჯგუფში “მხიარული მეგობრები” გამოქვეყნდა და 5 იანვრის მდგომარეობით 500 რეაქცია და 247 გაზიარება აქვს.

"
ფოტო რეალურად არა ვარკეთილში, არამედ კრაკოვში, პოლონეთშია გადაღებული. მისი არქიტექტურული ფორმის ინსპირაცია კი იმავე ქალაქში მდებარე ვაველის 

(Wawel) ციხე-კოშკია.  ფოტოზე ასევე ჩანს სუპერმარკეტების ქსელის Lidl-ის ბანერი, რომელიც საქართველოში არ ოპერირებს.

ფოტოს საძიებო სისტემაში ატვირთვისა და გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მსგავსი კორპუსი პოლონეთის ქალაქ კრაკოვში დგას. შენობის ფოტო სხვდასხვა ვებ-გვერდზე, მათ შორის პოლონურ მედიაშია ატვირთული და Google-ის რუკაზეც იძებნება.

"
შენობა 1 Stanisławy Wysockiej-ზეა განთავსებული. ქართველი სოციალური ქსელის მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს სუპერმარკეტების ქსელის Lidl-ის სარეკლამო ბანერი. Google-ის რუკაზე Lidl-ის ბანერი ამავე ქუჩაზეა განთავსებული და როგორც ჩანს, შენობის ფოტო შორი ხედით არის გადაღებული. საქართველოში, მათ შორის ვარკეთილში, Lidl-ის სუპერმარკეტების ქსელი არ ოპერირებს.

"
შენობის ფოტო ასევე ატვირთულია ფოტოგრაფიულ გვერდებზე, როგორებიცაა dreamstimeდა shutterstock. ფოტოების აღწერაში მითითებულია, რომ ეს არის პოსტმოდერნული სტილის ცათამბჯენი, რომელიც ვაველის ციხესიმაგრითდა ახლო აღმოსავლეთის არქიტექტურითაა შთაგონებული, კორპუსი AWF საუნივერსიტეტო კომპლექსის ნაწილია და აკადემიური პერსონალისთვის გამოიყენება.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist