ვაქცინაცია თუ სოფლის მეურნეობის პოლიტიკა? – რას და როდის აპროტესტებდნენ გერმანელი ფერმერები

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

22
VIEWS

15 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა “Voice of Georgia from Stalingrad” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც ბერლინის შესასვლელ-გასასვლელში ტრაქტორები ჩააყენეს, რითაც მოსახლეობა ვაქცინაციასა და მწვანე პასპორტს აპროტესტებს. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ათასობით გაჩერებული მანქანა და შეფერხებული მოძრაობა  ჩანს.
"
ვიდეო, რომელიც გერმანელი ფერმერების პროტესტს ასახავს,  მცდარი აღწერით ვრცელდება. სინამდვილეში, ვიდეო 2019 წლის ნოემბერშია გადაღებული, კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე. გერმანელი ფერმერები ბერლინში არა კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, არამედ სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

ვიდეო, რომელსაც ქართულ სოციალურ ქსელში ბერლინში გამართულ კოვიდსაწინააღმდეგო პროტესტს მიაწერენ, სინამდვილეში, 2019 წლის ნოემბერშია გადაღებული და სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის გამო გერმანელი ფერმერების პროტესტს ასახავს. ვიდეო პირველად სოციალური ქსელის, ტვიტერის მომხმარებლებმა გაავრცელეს.
"
2019 წლის ნოემბერში ბერლინში დაახლოებით 10 000 ფერმერი და 5 000 სატვირთო მანქანა ბრანდენბურგის კარიბჭესთან მთავრობის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას აპროტესტებდა.

ფერმერები აცხადებენ, რომ ახალი გარემოსდაცვითი რეგულაციები ზედმეტად შემზღუდველია და რომ ახალი წესების პირობებში გერმანულ სოფლის მეურნეობას იმპორტთან კონკურენცია გაუჭირდება.
"
2019 წლის სექტემბერში იმდროინდელი კანცლერის, ანგელა მერკელის კაბინეტმა  მწერებისა და  მიწისქვეშა წყლების დასაცავად ჰერბიციდებისა და პესტიციდების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო. გერმანელი ფერმერების პროტესტის შესახებ ინფორმაცია გააშუქეს ისეთმა საინფორმაციო სააგენტოებმა, როგორებიცაა EuronewsAssociated PressBerliner Morgenpos.
"
წყაროს შესახებ

ფეისბუქ გვერდი “Voice of Georgia from Stalingrad” 2021 წლის 28 ოქტომბერს შეიქმნა და 1 ადმინისტრატორის მიერ რუსეთიდან იმართება. გვერდი ძირითადად ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს და რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებულ სიახლეებს აზიარებს. “Voice of Georgia from Stalingrad”-ის და მის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაციების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist