ვალერი ზალუჟნი თუ უკრაინელი ბლოგერი – ვინ არის ნაჩვენები ვიდეოში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

630
VIEWS

25 მაისს ფეისბუქ-ანგარიშმა Дженни Бурджанадзе, ასევე რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2, 3) ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელზეც, მათი მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნია ნაჩვენები.  ვიდეოში ნაჩვენებ ადამიანს ტრადიციული უკრაინული სამოსი აცვია და იცინის. Дженни Бурджанадзе წერს, რომ ასე გამოიყურება ზალუჟნი ოპერაციის შემდეგ, რომელიც თავში დაჭრის გამო გაუკეთეს.

Screenshot 9 1 ვალერი ზალუჟნი თუ უკრაინელი ბლოგერი - ვინ არის ნაჩვენები ვიდეოში?

გავრცელებული ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული. ორიგინალ ვიდეოში არა ვალერი ზალუჟნის, არამედ უკრაინელ ბლოგერს ვხედავთ. რაც შეეხება ზალუჟნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მათ შორის მის თავში დაჭრაზე მტკიცებებს, რამდენიმე დღის წინ უკრაინელმა გენერალმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც კრემლისტური მედიის ამ ნარატივს აბათილებს.

გავრცელებული პოსტები ვიდეომანიპულაციაა. ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული და მასში უკრაინელი ბლოგერის სახის მაგივრად გენერალ ვალერი ზალუჟნის სახეა ჩასმული.ორიგინალი ვიდეო ტიკტოკისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე 18 მაისს, “ვიშივანკას” დღეს გამოქვეყნდა.

Screenshot 10 ვალერი ზალუჟნი თუ უკრაინელი ბლოგერი - ვინ არის ნაჩვენები ვიდეოში?

ტიკტოკის ანგარიშმა სახელწოდებით paninistreem უკრაინულ სამოსში მისი და მისი მეგობრის რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა. სხვა ვიდეოებშიც კარგად ჩანს, რომ ვიდეოს გმირს ვალერი ზალუჟნისთან ვიზუალური მსგავსებები არ აქვს.

Screenshot 11 ვალერი ზალუჟნი თუ უკრაინელი ბლოგერი - ვინ არის ნაჩვენები ვიდეოში?

რუსული პროპაგანდისტული მედია მაისის თვეში აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს ვალერი ზალუჟნი გაუჩინარდა, რადგან ის თავში დაიჭრა და ოპერაცია დასჭირდა, რის გამოც საკუთარ მოვალეობას ვეღარ ასრულებს. აღნიშნული გაყალბებული ვიდეოც სწორედ ამ ნარატივის გაგრძელებაა. რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშები ზალუჟნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არაერთ დამცინავ პოსტსაც აქვეყნებდნენ. მსგავსი პოსტები გამოქვეყნებული აქვს ფეისბუქ-ანგარიშ Дженни Бурджанадзе-საც. 

Screenshot 12 ვალერი ზალუჟნი თუ უკრაინელი ბლოგერი - ვინ არის ნაჩვენები ვიდეოში?

ზალუჟნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბრალდებების გავრცელების შემდეგ, იმის საჩვენებლად, რომ გენერალი ცოცხალი და ჯანმრთელია, უკრაინის ჯარის ოფიცერმა ანატოლი შტეფანმა ზალუჟნისთან ერთად გადაღებული ვიდეოები გაავრცელა.

Screenshot 13 ვალერი ზალუჟნი თუ უკრაინელი ბლოგერი - ვინ არის ნაჩვენები ვიდეოში?Screenshot 14 ვალერი ზალუჟნი თუ უკრაინელი ბლოგერი - ვინ არის ნაჩვენები ვიდეოში?

ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ, კრემლისტურმა მედიამ ამ თემაზე მომზადებულ მასალებში აღნიშნა, რომ ვიდეოები ყალბია, რადგან ზალუჟნის ლურჯი თვალები აქვს, ახალ ვიდეოებში კი ყავისფერი. gazeta.ru-ს ტვიტს ანატოლი შტეფანმა ზალუჟნისთან გადაღებული სელფით უპასუხა.

Screenshot 15 ვალერი ზალუჟნი თუ უკრაინელი ბლოგერი - ვინ არის ნაჩვენები ვიდეოში?

წყაროს შესახებ

ფეისბუქ-პროფილს Дженни Бурджанадзе-ს პრორუსული ფეისბუქ-ანგარიშია და ანტიუკრაინულ, ასევე ანტიამერიკულ პოსტებს აქტიურად აქვეყნებს. მის მიერ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. ვრცლად იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist