ვალერი ხაბურძანიას ტყუილი აშშ-სა და ევროპის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

მეორე
776
VIEWS

4 დეკემბერს გაზეთ ,,ალიაში” საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის აღნიშანვს, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არც ამერიკის შეერთებულ შტატებს, არც ევროპას  საქართველოსთვის ფინანსური დახმარება არ გაუწევიათ. ხაბურძანია ასევე ამტკიცებს, რომ ევროპის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ საგარეო საკითხებში ნულოვანია.

 

ვალერი ხაბურძანია, უშიშროების ყოფილი მინისტრი: „ამერიკელების დაფინანსებული მე პირადად, არაფერი მინახავს, მით უმეტეს უშიშროების სამინისტროში ვიყავი და ყოველთვის უცნაურად გვაფინანსებდნენ, ევროპას საერთოდ არ დავუფინანსებივარ, ჩემთვის არავის არაფერი მოუტანია და… ამერიკას ნაკლები ინტერესი აქვს უკვე საქართველოსადმი და ამ შეხვედრიდანაც ჩანს, რომ მათ აქვთ უარყოფითი განწყობა. ევროპისას ვხედავთ, საგარეო მხარდაჭერა არის ნული, მინუსებში გადადის.”

ვალერი ხაბურძანიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საქართველოს აშშ-ს ხელისუფლებისაგან ფინანსური დახმარება არ მიუღია ტყუილია, ვინაიდან ხაბურძანიას უშიშროების მინისტრობის განმავლობაში,  2002-2004 წლებში, აშშ-ს მთავრობამ მხოლოდ თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოსთვის 172,476,663 აშშ დოლარი გამოყო, ხოლო ევროკავშირმა 1992-2004 წლებში ჯამურად ყველა სფეროში – 418 მილიონი ევრო. სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცებაც, თითქოს ევროპა საქართველოს საგარეო საკითხებში მხარს არ უჭერს, ვინაიდან ევროპის ქვეყნების  მხარდაჭერა საქართველოს სუვერენტიტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი წლებია უცვლელია. 

აშშ-ს და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა 

საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის უსაფრთხოების დახმარების მონიტორინგის პროგრამის მონაცემებით, აშშ-ის სახელმწიფო, თავდაცვისა და შიდა უსაფრთხოების  დეპარტამენტების მიერ 2002-2004 წლებში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებისათვის ჯამურად 172,476,663 აშშ დოლარი გამოყვეს:

2002 წელს – $102,409,721
2003 წელს – $31,122, 266
2004 წელს – $ 38,944, 676

"
დიაგრამა: securityassistance.org

2002 წლის მაისში აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით საქართველოში  ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა” (GTEP) ამოქმედდა. ამერიკის მხრიდან პროგრამისთვის გამოყოფილი 64 მილიონი დოლარი მოხმარდა ქართული შეიარაღებული ძალების მსუბუქი იარაღით, ტრანსპორტითა და კომუნიკაციის საშუალებებით უზრუნველყოფას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა დახმარებას უწევდა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს პანკისის ხეობის მთიან საზღვრისპირა რეგიონში მეამბოხეებისგან მომდინარე შიდატერორისტული საფრთხეების მოგერიებაში.

საქართველო ევროკავშირის ფინანსური დახმარებით 90-იანი წლებიდან სარგებლობს. მხოლოდ 1992-2004 წლებში ევროკავშირმა საქართველოს დასახმარებლად ჯამურად 418 მილიონი ევრო გამოყო, მათ შორის:

  • “ევროპული ინიციატივა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის” (EIDHR)  პროგრამის ფარგლებში, რომელიც კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და კორუფციის წინაღდმეგ ბრძოლას ისახავადა მიზნად, 4 მილიონი ევრო გამოიყო
  • ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა “ექოს” ფარგლებში, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ომისა და საბჭოთა კავშირის ნგრევისაგან გამოწვეული შედეგების აღმოფხვრაში ეხმარებოდა –  98 მილიონი ევრო.
  •  7.5 მილიონი ევრო კონფლიქტის ზონების – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის უნდა დახარჯულიყო.

"
დიაგრამა: eeas.europa.eu

ევროკავშირის მხარდაჭერა საგარეო საკითხებში 

ევროპის ქვეყნები წლებია უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენტიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვან და მწვავე საკითხში – აღიარებენ  რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და არ აღიარებენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

“2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლის შემდეგაც რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლისა და მართლწესრიგის საერთაშორისო სისტემის დარღვევით”, ვკითხულობთ ევროპარლამენტის 2018/2741 რეზოლუციაში.

გარდა ამისა, 2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირებლო მისია  ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს.

ნარატივს, თითქოს დასავლეთი და კერძოდ, აშშ, საქართველოს ფინანსურად არ დახმარებია კრემლისტური აქტორები წლებია ავრცელებენ. თავად ვალერი ხაბურძანია იგივეს ევროკავშირთან მიმართებით 2015 წელსაც ამტკიცებდა, როდესაც განაცხადა, თითქოს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგი საქართველოს ეკონომიკისათვის ნულოვანია.

 იხილეთ მითების დეტექტორის მიერ ამავე  თემაზე მომზადებული სხვა მასალები: 

ვალერი ხაბურძანიას შესახებ

ვალერი ხაბურძანია 2001 წლიდან საქართველოს უშიშროების მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2004 წლის თებერვალში გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა, სადაც იმავე წლის ივნისამდე იმუშავა.  2013 წელს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ხაბურძანიამ განაცხადა, რომ პრორუსული პარტიის შექმნას აპირებდა, ვინაიდან “საქართველოს პოლიტიკურ სისტემას გაუჭირდება პრორუსული ორიენტაციის გარეშე”.

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist