უწოდა თუ არა ტრამპმა გრიპის ვაქცინას “თაღლითობა”?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

14
VIEWS

2020 წლის 11 აპრილს ონლაინ გამოცემა kvira.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ტრამპი: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველაზე დიდი თაღლითობაა მედიცინის ისტორიაში “. “კვირა”-ს 11 მაისის სტატია მედიაჰოლდინგმა კვირამ თავის ფეისბუკ გვერდზე 1517 და 19დეკემბერს ხელახლა გააზიარა.  ფეისბუკ ანგარიშმა Ruso Ruso-მ კი “კვირა”-ს სტატია 13 დეკემბერს საჯარო ჯგუფში “МЕЖДУНАРОДНОЕ СТАЛИНСКОЕ ДВИЖЕНИЕ საერთაშორისო სტალინური მოძრაობა” და14 დეკემბერს ჯგუფში “კორონა მაფია” გააზიარა.  მასალის თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რადიო “Sirius XM”-ის ეთერში გრიპის ვაქცინას თაღლითობა და დიდი ფულის გაკეთების საშუალება უწოდა. სტატიის მიხედვით, ტრამპის აზრით, გრიპის ვაქცინა იმუნიტეტს აქვეითებს, “მავნე ნივთიერებებს შეიცავს” და სრულიად არაფექტიანია. პუბლიკაციის თანახმად, ტრამპმა აღნიშნა, რომ მას გრიპის ვაქცინა არასოდეს გაუკეთებია და თავს მშვენივრად გრძნობს. 23 დეკემბრის მონაცემებით, CrowdTangle-ის ხელსაწყოს მიხედვით,  სტატიას 5708 გაზიარება და 11 938 რეაქცია აქვს.

 

;

“კვირა”-ს მტკიცება, თითქოს დონალდ ტრამპმა გრიპის ვაქცინას “ყველაზე დიდი თაღლითობა” და “ფულის გაკეთების საშუალება” უწოდა, ყალბია. თუმცა, 2015 წელს რადიო “Sirius XM”-ის ეთერში მან მართლაც განაცხადა, რომ გრიპის ვაქცინა არასოდეს გაუკეთებია და ის “სრულიად არაეფექტიანია”. ამასთანავე, “კვირას” მიერ გამოქვეყნებულ მასალაში არ არის მითითებული, რომ ტრამპის განცხადება 5 წლის წინ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს არის გაკეთებული. 2020 კორონავირუსის პანდემიის დროს ძველი მასალის უკონტექსტოდ და თარიღის მითითების გარეშე გამოქვეყნება, მანიპულაციურია, მით უფრო, რომ პრეზიდენტობის პირობებში გრიპის ვაქცინის მიმართ ტრამპის დამოკიდებულება შეიცვალა.

რა განაცხადა დონალდ ტრამპმა გრიპის ვაქცინის შესახებ?

დონალდ ტრამპმა 2015 წელს, როდესაც ის პრეზიდენტობის  კანდიდატი იყო, რადიო Sirius XM-ის ეთრში, გადაცემაში “Opie and Anthony” გრიპის ვაქცინის შესახებ მართლაცისაუბრა და განაცხადა, რომ მას გრიპის ვაქცინა არასოდეს გაუკეთებია და არც გრიპი დამართნია. ასევე, ტრამპმა გრიპის ვაქცინას “სრულიად არაეფექტიანი” უწოდა და განაცხადა, რომ არ აქვს სურვილი, ორგანიზმში “ცუდი ნივთიერებები” შეიყვანოს. თუმცა, მას გრიპის ვაქცინისათვის “ყველაზე დიდი თაღლითობა”  და დიდი ფარმაცევტული კომპანიებისათვის ფულის შოვნის საშუალება არ უწოდებია. არც ის უთქვამს, თითქოს ვაქცინა იმუნიტეტს ასუსტებს და ადამიანს ასნებოვნებს.

დონალდ ტრამპი, 2015 წელი: “არასდროს გამიკეთებია (გრიპის ვაქცინა), და არც გრიპი დამმართია. არ მომწონს იდეა რომ სხეულში “ცუდი ნივთიერებები” შეიყვანონ, რასაც ზუსტად ვაქცინაციის დროს აკეთებენ. (konahonudivers.com) ასევე მიმაჩნია, რომ გრიპის ვაქცინა არ არის და არც არასდროს ყოფილა ეფექტიანი. თუმცა, მე არც არასდროს გამიკეთებია გრიპის ვაქცინა და გრიპიც არასდროს დამმართია…მე მყავს მეგობრები, რომელბიც გრიპის ვაქცინას ზედმიწევნით იკეთბენ და შემდეგ მათ გრიპი ემართებათ, ეს ჩემს მოსაზრებას ამყარებს. მე ვამბობ “რატომ ვაკეთებ ამას?” და შემდეგ მე ვხედავ ბევრ ცნობას, რომ უკანასკნელი გრიპის ვაქცინა არის სრულიად არააეფექტიანი. “

;

აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა ციტატის გაყალბებისა, 2020 წლის 11 აპრილს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში “კვირა” არ უთითებს, რომ გრიპის ვაქცინის შესახებ ტრამპის პირადი გამოცდილება 2015 წელს წინასაარჩევნოდ გაკეთებულ განცხადებას ეფუძნება, რითაც კორონა პანდემიის პირობებში უკონტექსტოდ დაა მანიპულაციური აშუქებას ვაქცინაციის თემას.

დონალდ ტრამპის პოზიცია ვაქცინაციაზე 2015 წლის შემდეგ

ამასთანავე ტრამპის პოზიცია გრიპის ვაქცინასთან მიმართ 2015 წლის შემდეგ შეიცვალა. პრეზიდენტობისას, თავისივე განცხადების თანახმად ტრამპმა,  3-ჯერ გაიკეთაგრიპის ვაქცინა.

2019 წელს ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ჯადაცვის ხელშეწყობის მიზნით დონლად ტრამპმა გრიპის ვაქცინის მოდერნიზაციის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი, სადაც ხაზგასმულია, რომ გრიპის ვაქცინების მოდერნიზაცია აშშ-ს ხელისუფლების პრიორიტეტია.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი(CDC)  გრიპისაგან თავდასაცავად სეზონური გრიპის ვაქცინას საუკეთესო საშუალებად მიიჩნევს. ასევე, CDC-ის თანახმად, გრიპის ვაქცინაციის შემდეგ 59%-ით ნაკლებია შანსი, რომ ადამიანს გრიპით დაინფიცირების  დროს ინტენსიური მოვლის განყოფილებაში გადაყვანა მოუწიოს.

დონალდ ტრამპის პოზიცია ვაქცინაციაზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში

2020 წლის მაისში დონალდ ტრამპმა კოვიდ-19-ის ვაქცინის შესახებ განაცხადა, რომ  “ის, რისი გაკეთებაც გვსურს, რომ შეგვეძლოს არის ვაქცინა.”  მან იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომე ამ კუთხით წარმატებას მიაღწევდნენ და ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ-ს ვაქცინის წარმოებაში ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და ამერიკელი ხალხისათვის მისი მიწოდება უზრუნველეყო.

ტრამპის ციტატის მანიპულაციური გავრცელება უცხოურ მედიაში

factcheck.org-ის 2018 წლის მასალის თანახმად, დონალდ ტრამპის განცხადება გრიპის ვაქცინების შესახებ  ბევრმა ინგლისურენოვანმა ვებ-გვერდმა არასწორად დაასათაურა “გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველაზე დიდი თაღლითობაა მედიცინის ისტორიაში”.  სტატიები ასევე მცდარ ინფორმაციას შეიცავდა, თითქოს დონალდ ტრამპი გრიპის ვაქცინებს დიდ ფარმაცევტულ კომპანიებს უკავშირებდა, რომლებიც მას ფულის შოვნის საშუალებად იყენებდნენ და ადამიანებს ასნებოვნებდნენ. wisemindhealthybody.com-ის ვებ-გვერდზე, გამოქვეყნებული სტატია, რომელიც factcheck.org-ის მასალაშია მითითებული, წაშლილია, თუმცა მსგავსი სტატიები სხვადასხვა ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელში დღემდე იძებნება და ძირითადად 2017 წლით თარიღდება.

;;;;;

 გრიპის ვაქცინების შესახებ დონალდ ტრამპის ყალბი ციტატის გავრცელება საქართველოში

“კვირა”-ს 2019 წლის სტატია “ქართული აზრის” 2017 წლის 8 თებერვლის მასალისიდენტურია. ასევე, 2017 წლის 7 თებერვალს geworld-მაც მსგავსი სათაურისა და შინაარსის სტატია გამოქვეყნა. სააგენტო პირველის ფეისბუკ გვერდზე კი იძებნება 10 თებერვლის პოსტი, სადაც ჩანს რომ ვებ-გვერდზე სტატია, სათაურით “დონალდ ტრამპი: გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველაზე დიდი თაღლითობაა მედიცინის ისტორიაში” გამოქვეყნებული იყო. თუმცა, სტატია url ბმულზე ხელმისაწვდომი აღარ არის.

“კვირა”-ს 11 მაისის სტატია მედიაჰოლდინგმა კვირამ თავის ფეისბუკ გვერდზე 1517 და 19დეკემბერს ხელახლა გააზიარა.  ფეისბუკ ანგარიშმა Ruso Ruso-მ კი “კვირა”-ს სტატია 13 დეკემბერს საჯარო ჯგუფში “МЕЖДУНАРОДНОЕ СТАЛИНСКОЕ ДВИЖЕНИЕ საერთაშორისო სტალინური მოძრაობა” და 14 დეკემბერს ჯგუფში “კორონა მაფია” გააზიარა. მასალა მაისში სხვადახვა ჯგუფებში, მათ შორის  ““მოქალაქე” არასამთავრობო ორგანიზაცია”, “ ქართული ოცნება” და “კახა კახიშვილის მხარდამჭერები” ზიარდებოდა.

;


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია


არქივის ბმულები:
“კვირა” – https://archive.ph/P14Hl
Geworld.ge-https://archive.ph/5pK51
ქართული აზრი- https://archive.ph/NZeYA
Pia.ge-ის ფეისბუკ პოსტი- https://archive.ph/mMKhg  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist