უცნობი ვირუსი თუ ღორის გრიპი? – ბიოლაბორატორიებზე 2016 წლის რუსულენოვანი დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

164
VIEWS

12 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა ივანე ბედიანაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ 2016 წელს ხარკოვში პენტაგონის მიერ დაფინანსებული ლაბორატორიიდან გავრცელებული გაურკვეველი ვირუსით ოცი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. გარდა ამისა, ბედიანაშვილის პოსტში აღნიშნულია, რომ 2022 წლის თებერვალში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების არქივი გაანადგურა, ხოლო უკრაინის ხელისუფლების ბრძანებით ამ დაწესებულებებში სხვადასხვა პათოგენი განადგურდა. იდენტური პოსტი ასევე გამოაქვეყნეს ფეისბუქ მომხმარებლებმა ზურაბ ტერუაშვილმა და ნინო მამასახლისმა.

Screenshot 20 5 უცნობი ვირუსი თუ ღორის გრიპი? - ბიოლაბორატორიებზე 2016 წლის რუსულენოვანი დეზინფორმაცია ვრცელდება Screenshot 21 5 უცნობი ვირუსი თუ ღორის გრიპი? - ბიოლაბორატორიებზე 2016 წლის რუსულენოვანი დეზინფორმაცია ვრცელდება

გავრცელებული პოსტი 3 დეზინფორმაციულ მტკიცებას შეიცავს: 1) 2016 წელს უკრაინაში არა უცნობი ვირუსი, არამედ  ღორის გრიპი (H1N1) გავრცელდა; 2) ინფორმაცია ოდესისა და კიევის ბიოლოგიური ლაბორატორიების შექმნის შესახებ საიდუმლოდ არ არის, იგი საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომია; 3) უკრაინულ ლაბორატორიებში საშიში პათოგენების განადგურება დადასტურებული არაა, ამის მიუხედავად, მსგავსი ქმედება ომის პირობებში პროტოკოლის ნაწილია და არა ინფორმაციის დამალვის მცდელობა.  

  • 2016 წელს უკრაინაში არა უცნობი ვირუსი, არამედ ღორის გრიპი გავრცელდა

აღნიშნული პოსტის მიხედვით, 2016 წლის იანვარში ხარკოვში პენტაგონის მიერ დაფინანსებული ლაბორატორიიდან გავრცელებულ უცნობ ვირუსს 20-მდე უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 200 ინფიცირებული ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 

2016 წელს იდენტურ ინფორმაციას რუსულენოვანი მედია Pravda.ru და Донецкое Агентство Новостей ავრცელებდა.

Screenshot 22 5 უცნობი ვირუსი თუ ღორის გრიპი? - ბიოლაბორატორიებზე 2016 წლის რუსულენოვანი დეზინფორმაცია ვრცელდება

2016 წლის იანვარში უკრაინაში არა უცნობი ვირუსი, არამედ ღორის გრიპი გავრცელდა, რომელსაც ხარკოვის ბიოანალიტიკურ ლაბორატორიასთან კავშირი არ აქვს. აღნიშნულ პერიოდში ღორის გრიპი აღმოსავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის არაერთ ქვეყანაში იყო გავრცელებული

2016 წელს უკრაინაში სხვა ვირუსის გავრცელება ღია წყაროებით არ დასტურდება. 

აღნიშნული დეზინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პორტალმა Stopfake-მა 2016 წელს გადაამოწმა.

  • ინფორმაცია კიევისა და ოდესის ბიოლოგიური ლაბორატორიების შექმნის შესახებ გასაიდუმლოებული არაა

პოსტის ავტორის მტკიცებით, 2022 წლის 26 თებერვალს ამერიკის საელჩომ უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების არქივი გაანადგურა, თუმცა გამორჩა დოკუმენტები კიევსა და ოდესაში ახალი ბიოლოგიური ლაბორატორიების დაფუძნების შესახებ.

რეალურად, ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული არაა და ის შეგვიძლია უკრაინაში შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც ვნახოთ. რაც შეეხება კიევისა და ოდესის ბიოლაბორატორიებს, ორივე მათგანის მოდერნიზება 2005 წელს უკრაიანასა და აშშ-ს შორის ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა. აღნიშნული ხელშეკრულება მიზნად ისახავს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ბიოლოგიური საფრთხეების განეიტრალებას და უკრაინის ლაბორატორიების ტექნიკურ მოდერნიზაციას, რათა მათ საშიში დაავადებების გავრცელება იქამდე აღმოაჩინონ, სანამ ისინი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას დააზიანებენ. 

კიევისა და ოდესის ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

გავრცელებული პოსტის კიდევ ერთი მტკიცებით, 2022 წლის თებერვალში უკრაინის ხელისუფლების განკარგულებით ბიოლოგიურ ლაბორატორიებში სასწრაფოდ გაანადგურეს პათოგენები, თუმცა გაჟონა ინფორმაციამ, რომ ლაბორატორიებში ბიოლოგიური ირაღის შექმნაზე მუშაობდნენ.

უკრაინის ხელისუფლებას პათოგენების უსაფრთხო განადგურება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც (WHO) ურჩია, თუმცა ამ ეტაპზე არ არის დაზუსტებული, როგორ მოიქცა უკრაინა. ჯანმოს რჩევა ლაბორატორიებზე რუსეთის სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში პათოგენების შემთხვევითი გავრცელების საფრთხის შემცირებას ისახავდა მიზნად. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა არ შეიკავა თავი ისეთი მაღალი რისკის მატარებელ დაწესებულებაზე თავდასხმისგან, როგორიც უკრაინის ატომური ელექტროსადგურია. შესაძლო ბიოლოგიური საფრთხის შესახებ ამერიკელი ოფიციალური პირები ომის დაწყების პირველივე დღეებიდან საუბრობდნენ

პოსტის ავტორი საშიში პათოგენების განადგურებას უკრაინის მიერ ინფორმაციის დამალვას უკავშირებს, რაც რუსულ მედიაში გავრცელებული ნარატივის გაგრძელებაა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამართლებას ემსახურება. 

6 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა დოკუმენტები, როგორც უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის დამზადების მტკიცებულება. აღნიშნული დოკუმენტები აქტიურად გავრცელდა რუსულ მედიაში. 

Screenshot 23 6 უცნობი ვირუსი თუ ღორის გრიპი? - ბიოლაბორატორიებზე 2016 წლის რუსულენოვანი დეზინფორმაცია ვრცელდება

გავრცელებული დოკუმენტების სანდოობის მტკიცებულება არ არსებობს, ამასთან, პათოგენების ჩამონათვალი არ შეიცავს მაღალი რისკის მატარებელ პათოგენებს. ამის შესახებ მიკრობიოლოგმა ევგენი ლევიტინმა რადიო თავისუფლებასთან განაცხადა

აღსანიშნავია ისიც, ომის ვითარებაში პათოგენების განადგურება ბიოლოგიური ლაბორატორიების პროტოკოლის ნაწილია და დაავადებების გავრცელების რისკების შემცირებას ემსახურება.  

უკრაინული ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ გავრცელებული რუსული დეზინფორმაციული ნარატივების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist