უჭერს თუ არა მხარს ევროკავშირს საფრანგეთის მოქალაქეების მხოლოდ 15%?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

36
VIEWS

8 ივნისს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” Russia Today-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით “ევროკავშირს ფრანგების მხოლოდ 15 პროცენტი უჭერს მხარს”. პუბლიკაცია Eurobarometer-ის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საფრანგეთი ყველაზე ევროსკეპტიკოსი ქვეყანაა და ევროკავშირს ამჟამინდელი სახით მხოლოდ მოქალაქეების 15% უჭერს მხარს. ინფორმაციაში ასევე ნახსენებია გამოცემა Daily express, რომლის მიხედვითაც “საქართველო და მსოფლიო” წერს, რომ ლე პენის მხარდაჭერის გაზრდის ფონზე ეს შედეგები განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

 

;
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირს საფრანგეთის მოქალაქეების მხოლოდ 15% უჭერს მხარს, მანიპულაციურია, რადგან კვლების შედეგები არასრულად არის მოცემული და არ არის გათვალისწინებული, რომ გამოკითხულებს ჩამოთვლილი პასუხებიდან ერთი უნდა აერჩიათ, რომელსაც ყველაზე მეტად ემხრობოდნენ. გარდა იმ 15%-სა, ვინც ევროკავშირს იმ სახით უჭერს მხარს, როგორადაც ის ამ ეტაპამდე ჩამოყალიბდა, გამოკითხულთა 39%-მა განაცხადა, რომ მეტწილად ევროკავშირის მომხრეა, თუმცა არა იმ სახით, როგორიც ის დღესაა. საბოლოო ჯამში კი ევროკავშირის მხარდამჭერი როგორც სრულად ასევე მეტწილად საფრანგეთში გამოკითხულთა 54%-ია.

3 ივნისს ევრობარომეტრის ახალი 2021 წლის გაზაფხულის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც პანდემიის კრიზისზე ევროპელების საზოგადოებრივ აზრს და ასევე ზოგადად ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელების უმეტესი ნაწილი არ არის კმაყოფილი იმით, თუ როგორ გაართვა ევროკავშირმა თავი კოვიდ19-თან ბრძოლას, ორგანიზაცია კვლავ მაღალი ნდობით სარგებლობს.

გამოკითხულთა უმრავლესობა მთლიანობაში ევროკავშირის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. რაც შეეხება საფრანგეთს, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ის, ყველაზე ევროსკეპტიკოსი წევრი ქვეყანაა, თუმცა აღსანიშნავია, რომ “საქართველო და მსოფლიო” კვლევით მანიპულირებს, მას უფრო მძაფრ ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს და შედეგებს მკითხველს სრულად არ აწვდის, რითაც ის შეცდომაში შეჰყავს. კვლევაში მონაწილეებს სთხოვეს ეპასუხათ, ევროკავშირთან დაკავშირებით თუ რომელი განცხადება იყო ყველაზე ახლოს მათ მოსაზრებასთან. ჩამოთვლილი იყო შემდეგი ვერსიები:

  1. მხარს ვუჭერ ევროკავშირს იმ სახით, როგორადაც ის ამ ეტაპამდე ჩამოყალიბდა
  2. მეტწილად მხარს ვუჭერ ევროკავშირს, თუმცა არა იმ სახით, როგორადაც ის ამ ეტაპამდე ჩამოყალიბდა
  3. მეტწილად სკეპტიკურად ვარ განწყობილი ევროკავშირის მიმართ, თუმცა შესაძლოა აზრი შევიცვალო, თუ რადიკალური რეფორმა გატარდება
  4. ზოგადად ვეწინააღმდეგები ევროკავშირის იდეას
  5. არ ვიცი

საფრანგეთში გამოკითხულთა 15%-მა პირველი პასუხი აირჩია, რის მიხედვითაც მხარს უჭერენ ევროკავშირს იმ სახით, როგორიც ის დღესაა. 39%-მა უპასუხა, რომ მეტწილად მხარს უჭერს ევროკავშირს, თუმცა არა იმ სახით, როგორადაც ამ ეტაპამდე ჩამოყალიბდა. 35%-ის თქმით, ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურია, თუმცა რადიკალური რეფორმის განხორციელების შემდეგ, შესაძლოა, აზრი შეიცვალოს. ზოგადად ევროკავშირის იდეის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას მხოლოდ 9% აფიქსირებს.

;
European Parliament Eurobarometer Spring 2021

აღსანიშნავია, რომ ეს შედეგები ისეთი საგანგაშო არ არის, როგორც ამას “საქართველო და მსოფლიოს” ციტირებული ბრიტანული გამოცემა Express წერს. შედეგები მარინ ლე პენის გამარჯვებასა და საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლაზე არ მიუთითებს, გამოკითხვის ჯამური მაჩვენებლით (15% სრულად და 39% მეტწილად) 54% კვლავ ევროკავშირის მხარდამჭერია, თუმცა უმეტესი ნაწილი რეფორმებს ითხოვს.

ამავე საკითხზე ევრობარომეტრის 2020 წლის ნოემბერი-დეკემბრის შედეგები აჩვენებს, რომ სრული მხარდაჭერა ორგანიზაციის მიმართ იმ სახით, როგორიც ის დღესაა, მხოლოდ 1%-ით არის შემცირებული.

გარდა ევროპარლამენტის ევრობარომეტრისა, საინტერესოა ასევე ევროკომისიის მიერ კოორდინირებული სტანდარტული ევრობარომეტრის 2020/2021 წლის ზამთრის შედეგები (გვ.162), რომელშიც საფრანგეთში გამოკითხულთა 41%-ში ევროკავშირი დადებით ასოციაციას იწვევს, 21%-ში კი – ნეგატიურს.

;
რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატ მარინ ლე პენს, მისი მხარდაჭერა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაზრდილია, თუმცა უკანასკნელი გამოკითხვის შედეგებით, მას მეორე ტურში დამარცხება5ს უწინასწარმეტყველებენ. ლე პენი წარსულში საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლას უჭერდა მხარს, თუმცა შემდეგ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ მას ე.წ. Frexit არ სურს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist