უჭერს თუ არა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აბორტს მხარს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

sa
423
VIEWS

2020 წლის 9 ივნისს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ვაშინგტონისა და ფენერის “პატრონყმობა”, რომელიც სხვადასხვა საკითხთან ერთად კონსტანტინოპოლის პატრიარქ ათენაგორას სახელზე არსებულ ადამიანის უფლებათა ჯილდოს საკითხს მიმოიხილავდა. იმის წარმოსაჩენად, რომ თითქოს საპატრიარქო ქრისტიანულ ღირებულებებს ღალატობს და ის ამერიკის გავლენის ქვეშ არის, სტატიაში უკრაინელი სასულიერო პირის ილია ზელესნკის ინტერვიუდან მცირე ამონარიდია მოყვანილი. ილია ზელენსკი აღნიშნავს, რომ ჯილდო ძირითადად აბორტის მომხრე ამერიკელებს გადაეცემათ (მათ შორის არის ჯოზეფ ბაიდენი), რაც ზელენსკის მტკიცებით, იმას ნიშნავს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აბორტს ემხრობა.

ილია ზელენსკი: “გამოდის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აზრით, ბაიდენის გაცხადებული პოზიცია აბორტების დაშვებისა და ახალშობილი ყრმების მკვლელობის მიმართ ტრადიციული და ქრისტიანულია და მსგავსი მკვლელობები ადამიანის რასისთვის ჩვეულებრივი საქმეა.”

|

ჯო ბაიდენი ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე

საქართველო და მსოფლიოს სტატია მანიპულაციურია. ჯილდო იმ ადამიანებს გადაეცემათ, ვისაც რელიგიის თავისუფლების და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაში დიდი წვლილი მიუძღვით. თავად კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და ჯილდოს მიმნიჭებელი ორგანიზაციაც (წმინდა ანდრია მოციქულის ორდენი) აბორტს უპირისპირდებიან. მასალის მიზანი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არაქრისტიანულ ძალად წარმოჩენაა, რაც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდგომ კრემლის მედიაში განსაკუთრებით აქტიურად განიხილება.

ვის გადაეცემა პატრიარქ ათენაგორას ადამიანის უფლებათა ჯილდო?

ათენგორას ადამიანის უფლებათა ჯილდო 1986 წელს ამერიკაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმიდა ანდრიას ორდენის (“ეკუმენური საპატრიარქოს არქონტები ამერიკაში”) ეროვნულმა საბჭომ დააარსა. ჯილდო ყოველწლიურად ეძლევა პირს ან ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და რელიგიური თავისუფლების დაცვის საკითხებში გამორჩეულია თავისი მოქმედებებით, მიზნებითა და ერთგულებით. ჯილდოს სახელწოდება კონსტანტინოპოლის პატრიარქ ათენაგორა I-ის საპატივსაცემოდ შეირჩა.

ჯილდო ყოველწლიურად ორგანიზაციას ან ძირითადად 1-2 ადამიანს გადაეცემა. დღემდე ის რამდენიმე საკმაოდ ცნობილმა ადამიანმა დაიმსახურა, მათ შორის: ჯორჯ ჰ. უ. და ბარბარა ბუშები, მიხეილ გორბაჩოვი, ჯო ბაიდენი, დეზმონდ ტუტუ, ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი და სხვა.

გადაეცემა თუ არა ჯილდო აბორტის მომხრეებს?

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ჯილდოს აბორტის საკითხთან არავითარი კავშირი არ აქვს. “საქართველო და მსოფლიო”-მ სტატიაში უკრაინელი სასულიერო პირის ილია ზელენსკის ციტატა გამოიყენა, სადაც აღნიშნულია, რომ ბაიდენის დაჯილდოება იმის მიმანიშნებელია, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აბორტს მხარს უჭერს.

ჯილდოს კონსტანტინოპოლიც საპატრიარქოს დაქვემდებარებული ორგანიზაცია “ეკუმენური საპატრიარქოს არქონტები ამერიკაში” გასცემს. აღნიშნული ორგანიზაცია აბორტის წინააღმდეგია. მას შემდეგ, რაც ნიო-იორკის შტატმა აბორტის ახალი კანონი მიიღო, რომელიც დედას გვიანდელი აბორტის უფლებას აძლევს, ორგანიზაციამ კანონის მკაცრი კრიტიკა დაიწყო და ის რეგრესად შეაფასა.

საგულისხმოა ისიც, რომ ჯო ბაიდენი აბორტთან მიმართებით გაცხადებული პოზიციით არ გამოირჩევა, როგორც ეს საქართველო და მსოფლიოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში იყო ნათქვამი. მისი დამოკიდებულება აბორტის მიმართ ხშირად იცვლება, განსაკუთრებით კი ეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიმჩნევა. აღნიშნული ცვლილება ძირითადად კანონსა და ლეგალურობას ეხება და არა მის პირად შეხედულებას აბორტის შესახებ. 2012 წლის ვიცე-პრეზიდენტის დებატებში ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ ის აბორტის შესახებ თავისი ეკლესიის (კათოლიკე ეკლესია) აზრს იზირებს, თუმცა მას არ მიაჩნია სწორად, რომ აღნიშნული სხვებსაც თავზე მოახვიოს.

პატრიარქ ათენაგორას სახელობის ჯილდო სხვა ისეთ ადამიანებსაც გადაეცათ, რომლებიც აბორტის წინააღმდეგები არიან. მაგალითად, ჯორჯ ჰ. უ. პიროვნულად არ ემხრობოდა აბორტს. 2014 წელს  პრეზიდენტ ტრამპის ადვოკატი ჯეი ალან სეკულოვი დაჯილდოვდა, რომელიც ასევე აბორტის აქტიური წინააღმდეგია. ის ასოცირდება საკმაოდ კონსერვატორულ ორგანიზაციასთან “ამერიკული ცენტრი კანონისა და სამართლიანობისთვის”, რომელიც აბორტის წინააღდმეგ მიმართული მრავალი პეტიციის ავტორია.

როგორია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დამოკიდებულება აბორტზე?

აბორტის საკითხი კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს რამდენჯერმე აქვს შეფასებული. წიგნში “საუბრები ეკუმენურ პატრიარქთან ბართლომე I-თან”, რომელიც სხვადასხვა საკითზე პატრიარქის აზრებს მოიცავს, ბართლომეს ლიბერალური პოზიცია აქვს აბორტის მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც ნაყოფი დედის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის ან ორსულობა გაუპატიურების შედეგია. ბართლომე ამბობს, რომ ასეთ დროს დედას დახმარება და ეკლესიის თანადგომა სჭირდება. ამ მიზეზის გარდა სხვა მიზეზებით გამოწვეულ აბორტს კონსტანინოპოლის პატრიარქი მიუღებლად მიიჩნევს.

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist