უსაფრთხოა თუ არა ვაქცინირებული ადამიანისგან სისხლის გადასხმა ან მასთან სექსი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

390
VIEWS

30 მარტს ფეისბუქ-პროფილმა Nina Marji პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ვაქცინირებული ადამიანისგან სისხლის გადასხმა სახიფათოა და მასთან სექსიც აღარ შეიძლება. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ვაქცინაციის პროცესი ნიურნბერგის კოდექსს არღვევს, რომელიც ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარებას კრძალავს.

 

9 აპრილის მდგომარეობით, პოსტს 113 გაზიარება აქვს.

;

მტკიცება, თითქოს ვაქცინირებული ადამიანისგან სისხლის გადასხმა ან მასთან სქესობრივი კონტაქტის დამყარება სახიფათოა, სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ვაქცინირებული ადამიანი თავს კარგად გრძნობს, მას სისხლის დონაცია მაშინვე შეუძლია. რაც შეეხება სქესობრივ კონტაქტს, ვაქცინირებულისთვის არავაქცინირებულებთან ახლო კონტაქტის სხვა ფორმებთან შედარებით დამატებით საფრთხეს არც სექსი წარმოადგენს.

12 მარტს CBC Connecticut-ზე გამოქვეყნებული მასალის თანახმად, თაშა რამსდელმა სისხლი კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან ერთ თვეში გაიღო. ამერიკული წითელი ჯვრის წარმომადგენლის, პიტერ ბუშერის თქმით, ვაქცინაციის შემდეგ მოცდა აუცილებელი არ არის და თუ პაციენტი თავს კარგად გრძნობს, მას სისხლის დონაცია მაშინვე შეუძლია.

როგორც მან აღნიშნა, სისხლის დონაციის დროს, უსაფრთხოების ზომები დღესაც იგივეა, რაც თვეების განმავლობაში იყო: დონორებს კორონავირუსთან დაკავშირებულ შეკითხვებს უსვამენ და ტემპერატურას უზომავენ, გარდა ამისა, ადგილზე დეზინფექცია ტარდება, ხოლო წითელი ჯვრის თანამშრომლებს პირბადეები და ხელთათმანები უკეთიათ.

ბუშერის თქმით, ვაქცინირებულთა სისხლი არავაქცინირებულთა სისხლზე ღირებული არ არის, იმ შემთხვევაში კი, თუ დონორი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, მისი სისხლი უფრო ღირებულია, რადგან მისი პლაზმის მკურნალობაში გამოყენება შეიძლება.

ამერიკული წითელი ჯვრის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ თუ ვაქცინირებული ადამიანი თავს კარგად გრძნობს და არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, მას სისხლის დონაციისთვის მოცდა არ სჭირდება, ხოლო თუ ვაქცინირებული დონორი თავს კარგად არ გრძნობს, სისხლის გაღებამდე მოცდის დრო ვაქცინის ბრენდის მიხედვით განსხვავებული იქნება.

რაც შეეხება ვაქცინირებულ ადამიანთან სქესობრივ კონტაქტს, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ვაქცინირებული ადამიანებისთვის გზამკვლევი გამოაქვეყნა, რომელშიც ის აქტივობებია ჩამოთვლილი, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ, ან არ შეუძლიათ ვაქცინირებულებს. ამ გზამკვლევში სქესობრივი კონტაქტი ნახსენები არ არის, თუმცა როგორც ექიმი ინფექციონისტი ენ ლიუ გამოცემა Vice-თან საუბრისას აღნიშნავს, ორ ვაქცინირებულ ადამიანს შორის სქესობრივი კონტაქტი კორონავირუსის გადადების რისკებს თითქმის არ შეიცავს. რაც შეეხება ვაქცინირებულისა და არავაქცინირებულის სქესობრივ კონტაქტს, რომლებიც ერთად არ ცხოვრობენ, აქ შესაძლოა, გარკვეული რისკები არსებობდეს, თუმცა სრულად ვაქცინირებულ ადამიანს შეუძლია ურთიერთობა ჰქონდეს (მათ შორის სექსიც) ვისთანაც სურს, თუ ვაქცინირებულისთვის ვისნმესთან ერთად ყოფნა და ერთსა და იმავე ჰაერის სუნთქვა უსაფრთხოა, შესაბამისად დამატებით საფრთხეს არც სექსი წარმოადგენს.

ლიუ ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ COVID-19 ინფექციური დაავადებაა და პანდემიის დროს სექსის ქონა იმავე რეკომენდაციების გათვალისწინებას გულისხმობს, რასაც ნებისმიერი სხვა აქტივობის დროს, რომელიც ადამიანებთან ახლო კონტაქტს მოიაზრებს.

ამავე თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
იკრძალება თუ არა ვაქცინაციიდან 1 თვე სექსი და 15 წელი Pfizer-ის გვერდით ეფექტებზე მონაცემების გასაჯაროვება?

Nina Marji-ს პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ვაქცინები ნიურნბერგის პროცესს არღვევს, რადგან ამ კოდექსით ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარება აკრძალულია. აღნიშნულია მტკიცება მცდარია, რადგან ვაქცინის დამტკიცებამდე მისი კვლევის პროცესში მონაწილე ადამიანები მოხალისეები იყვნენ, რაც ნიურნბერგის კოდექსის პირველივე პუნქტს შეესაბამება.

ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
AstraZeneca-ს ვაქცინა ნიურნბერგის კოდექსს არ არღვევს


არქივის ბმული:
Nina Marji


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist