Ხურავენ თუ არა სასტუმროს შვედეთში უკრაინელი ლტოლვილების საჩივრის გამო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

297
VIEWS

2022 წლის 6 მაისს რუსული მედიის Ura.ru-ის ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც საუბარია, რომ უკრაინელი ლტოლვილების საჩივრის გამო, შვედეთში მიგრაციის სააგენტო სასტუმროს დახურვას აპირებს. ვიდეოს აღწერაში მითითებულია, რომ რამდენიმე უკრაინელმა ლტოლვილმა  მიგრაციის სამსახურს ცრუ საჩივარი მისწერა, რომ სასტუმრო ბესტ ვესტერნ არლანდაში ცუდი კვებაა და ჰიგიენა შესაბამისად არ არის დაცული. Ura.ru-ს ინფორმაციით, ამ შემთხვევის გამო სააგენტო სასტუმროს სხვა სტუმრების გასახლებასაც გეგმავს.

1 1 Ხურავენ თუ არა სასტუმროს შვედეთში უკრაინელი ლტოლვილების საჩივრის გამო?

Ura.ru-ს სიუჟეტში გვხვდება იუთუბ-არხის კადრები, რომელიც 30 აპრილს გამოქვეყნდა სათაურით:  “სასტუმროს ხურავენ, უკრაინელი ლტოლვილების სკანდალის გამო”.

2 1 Ხურავენ თუ არა სასტუმროს შვედეთში უკრაინელი ლტოლვილების საჩივრის გამო?

იგივე ინფორმაცია გავრცელდა იუთუბ-არხზე  Где ПРАВДА. ვიდეოში აღნიშნულია, რომ სასტუმროში 400 -მდე ადამიანია და ამ რამდენიმე საჩივრის გამო ყველა მათგანს გასახლება ემუქრება. 

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სასტუმრო – Best Western Arlanda Hotellby-ის უკრაინელი ლტოლვილების საჩივრის გამო ხურავენ, სიმართლეს არ შეესაბამება. შვედეთის მიგრაციის სამსახურმა უარყო ინფორმაცია, თითქოს სასტუმროს დახურვა იგეგმება, თუმცა დაადასტურა, რომ გარკვეული საჩივრები კვებასთან დაკავშირებით მართლაც მიიღეს და შეძლებისდაგვარად მათი გაუმჯობესება ხდება.

“მითების დეტექტორი” სასტუმრო Best western Arlanda Hotellby-ს დაუკავშირდა, რომელშიც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობენ. Პასუხი შვედეთის მიგრაციის სააგენტოს პრეს-სამსახურისგან მივიღეთ.  Მათ უარყვეს, რომ სტოკჰოლმში საჩივრების გამო რომელიმე სასტუმრო დაიხურა. 

Შვედეთის მიგრაციის სამსახური:„ჩვენ ვერ დაგიდასტურებთ საჩივრების გამო რომელიმე ჩვენი საცხოვრებლის დახურვას სტოკჰოლმში. Დროდადრო, ვიღებთ კომენტარებს კვებასა და საცხოვრებელთან დაკავშირებით, რომლებიც განიხილება და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ შევცვალოთ, რისი შეცვლაც შესაძლებელია”.

3 1 Ხურავენ თუ არა სასტუმროს შვედეთში უკრაინელი ლტოლვილების საჩივრის გამო?

აღსანიშნავია, რომ იუთუბ-არხმა Бриль&Мария Украинцы в Швеции 15 მაისს ვიდეო ჩაწერა, რომელშიც აღნიშნავს, რომ სასტუმროს აღარ ხურავენ, რადგან სხვა სტუმრებმა Best western Arlanda Hotellby-ს მიგრაციის სააგენტოსთან რეკომენდაცია გაუწიეს და განუცხადეს, რომ ყველა პირობა შესაბამისადაა დაცული.


Მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: შვედეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist