უმკურნალეს თუ არა გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტს ქართველი ბიჭის სისხლით?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დფაა
455
VIEWS

30 აპრილს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ ქართველი ბიჭის სისხლი გამოიყენეს. ინფორმაცია საიტზე bdd866.creatium.site/saixleyoveldge გავრცელდა, რომელსაც ახლავს ბიჭის ფოტო, რომელსაც სისხლს უღებენ. საიტის თქმით, სისხლი გერმანიაში მცხოვრები ქართველი მამაკაცისგან ჰუბერტ ქემოკლიძისგან აიღეს.

'

Facebook-ზე აღნიშნული საიტიდან ეს ინფორმაცია მომხმარებელმა Natia Adamia-მ გაავრცელა.

'

გავრცელებული ინფორმაცია ქართველი ბიჭის სისხლით კორონავირუსის მკურნალობის შესახებ ყალბია. კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი ჯერ შექმნილი არ არის, სხვადასხვა ქვეყანა კი ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობს.

გარდა ამისა, ფოტოზე გამოსახული ადამიანი ქართველი მამაკაცი არ არის. Google-ის ფოტოს საძიებო სისტემაში ფოტოს მოძიების შედეგად ირვკევა, რომ ფოტოზე გერმნაში მცხოვრებ ჰუბერტ ქემოკლიძეს არ ეკუთვნის. ფოტო პანამერიკული ჯანმრთელობის ორგანიზაციის (PAHO) ვებ-გვერდზე 2018 წელს იმ პუბლიკაციის საილუსტრაციოდ გამოქვეყნდა, რომელიც სისხლის დონაციის მნიშვნელობასა და მის გაუმჯობესებაზე საუბრობს.

|

ამასთან, ქალაქი ეფლოშტურდიდა ფლებარის საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელზეც ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი საიტი საუბრობს, საერთოდ არ არსებობს.

საიტი, რომელმაც ქართველი ბიჭის სისხლის შესახებ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა, კლიკბიატ საიტია, რაზეც მასზე განთავსებული რეკლამები მიუთითებს. საიტი რუსულ პორტალ Creatium-ზეა დარეგისტრირებული.

|

ფეისბუქ მომხმარებელი Natia Adamia, რომელმაც ქართველი ბიჭის სისხლის შესახებ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა, ყალბი ანგარიშია. მის თაიმლაინზე ყველაზე ძველი აქტივობა 2020 წლის 3 მარტით თარიღდება, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს ანგარიში ახალი შექმნილია. Natia Adamia-ს პროფილის ფოტო რეალურად მას არ ეკუთვნის და მასზე სინამდვილეში მოსკოვში მცხოვრები Elena Glazkova არის გამოსახული.

''


საქართველოს უნივერსიტეტის კურსის “ფაქტების გადამოწმებისა და ვერიფიკაციის ტექნიკები” სტუდენტი

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist