ულტრანაციონალისტური გვერდების განმეორებითი ტყუილი “ირანის ქუჩის” შესახებ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ffffo
242
VIEWS

2018 წლის 26 ოქტომბერს Facebook სივრცეში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ფოტო, რომელზეც აბრა და წარწერაა “ირანის ქუჩაა” გამოსახული. ამჯერად ფოტო “ეროვნულმა ძალამ” წარწერით: ,,რუსეთის, და ოსმალეთის ქუჩა როდის გვექნება? სირცხვილია!” გაავრცელა. “ეროვნული ძალის” პოსტი გააზიარეს ასევე გვერდებმა “საქართველოს პატრიოტები” და “ნაცისტური საქართველო”.

"

"

"

“ეროვნული ძალის” პოსტის ქვეშ ფეისბუქის არაერთმა მომხმარებელმა დატოვა კომენტარი, რომ ფოტო რეალური არ იყო და ის ფოტოშოპში იყო დამუშავებული. ამის მიუხედავად, გვერდის ადმინისტრატორი მათ პასუხობდა, რომ “ირანის ქუჩა” საბურთალოზე მდებარეობდა და ქუჩის ვიდეოც დააანონსა.

"

,,ეროვნული ძალის” მიერ გამოქვეყნებული ფოტო მანიპულაციურია, რადგან ირანის ქუჩა თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინტერაქტიულ რუკაზე არ იძებნება და არც თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაშიც ადასტურებენ მსგავსი ქუჩის არსებობას.

პირველად ფოტომანიპულაცია 29 მარტს  გამოაქვეყნა გვერდმა ,, მოვკვდები საქართველოსთვის ”, თუმცა დღეს ფოტო გვერდზე აღარ იძებნება.

"

ფოტომანიპულაციის თავდაპირველი ვერსიით სახელი ივანე მაჩაბლის ქუჩას გადაარქვეს. ამჯერად “ეროვნულმა ძალამ” გამოგონილი “ირანის ქუჩა” საბურთალოს რაიონს მიაკუთვნა.  დეზინფორმაციის პირველწყარო “მოვკვდები საქართველოსთვის” გვერდი ასევე აპელირებდა იმაზე, რომ განსხვავებით “ირანის ქუჩისა” საქართველოში გიორგი ანწუხელიძის ქუჩა არ არსებობს. მაშინ ამ საკითხზე თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა ნეტგაზეთთან დაადასტურა, რომ ანწუხელიძის სახელობის ქუჩა ისანში მდებარეობს, ხოლო ფოტო, რომელიც ახალ თითქოსდა “ირანის ქუჩის” აღმნიშვნელ აბრას ასახავს, დამონტაჟებულია.

დეზინფორმაციის მეორე ტალღა 5 თვის შემდეგ, აგვისტოში აგორდა და გვერდმა “ბრძნული აზრები” გაავრცელა.

"

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ირანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist