უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბლანკიანი დოკუმენტი, რომელიც უკრაინის არმიის დანაკარგებს აღწერს, ყალბია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.1k
VIEWS

24 აგვისტოს სოციალურ ქსელში ქართულ და რუსულ ენებზე (1,2,3,4,5,6,7,8,9) გავრცელდა დოკუმენტის ფოტო, რომელიც უკრაინის არმიის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. გავრცელებულ დოკუმენტს ოფიციალური წერილის ფორმა აქვს, მის ადრესატად უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი, ხოლო ადრესანტად უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი – ვალერი ზალუჟნია მითითებული. დოკუმენტის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალების რეალური დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში ასეთია: 76 640 გარდაცვლილი, 42 000-ზე მეტ დაჭრილი, 7244 ტყვედ ჩავარდნილი და 1610 უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან გამოჟონილი დოკუმენტის შესახებ, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგს აღწერს, 22 აგვისტოს კრემლის პროპაგანდისტმა სკოტ რიტერმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინის მხარის საერთო დანაკარგები 250 000 ადამიანს აღემატება. აღნიშნული განცხადება რიტერმა ნორვეგიელ პოლიტიკის მიმომხილველთან, გლენ დისენთან გააკეთა, რომელიც Russia Today-ს ხშირი სტუმარი და კრემლისტური პროპაგანდის გავრცელებისთვის კრიტიკის ობიექტია. რიტერისა და დისენის საუბრის ნაწყვეტი ფეისბუქ გვერდმა News TV 23 აგვისტოს გაავრცელა. 

Screenshot 13 6 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბლანკიანი დოკუმენტი, რომელიც უკრაინის არმიის დანაკარგებს აღწერს, ყალბია

დოკუმენტის ფოტო საკუთარ ტელეგრამ არხზე რუსმა ჟურნალისტმა,  Russia 1-ის წამყვანმა ვლადიმერ სოლოვიოვმაც გამოაქვეყნა:

Screenshot 14 8 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბლანკიანი დოკუმენტი, რომელიც უკრაინის არმიის დანაკარგებს აღწერს, ყალბია

დოკუმენტის ფოტო რუსულ საინფორმაციო სააგენტო topwar.ru-ზე დაყრდნობით ასევე გაავრცელა ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ”, ხოლო ამ უკანასკნელს ეყრდნობა tvm.ge

Screenshot 15 8 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბლანკიანი დოკუმენტი, რომელიც უკრაინის არმიის დანაკარგებს აღწერს, ყალბია Screenshot 16 8 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბლანკიანი დოკუმენტი, რომელიც უკრაინის არმიის დანაკარგებს აღწერს, ყალბია

გავრცელებული დოკუმენტი გაყალბებულია, რაზეც რამდენიმე დეტალი მეტყველებს: 1. შტრიხკოდი არასწორ ადგილასაა დასმული 2. დოკუმენტში გამოყენებულია რუსიზმები 3. გარდაცვლილი და დაჭრილი სამხედროების რაოდენობების თანაფარდობა შეუსაბამოა 4. დოკუმენტი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბლანკითაა შედგენილი, თუმცა მასზე ვალერი ზალუჟნის, უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ხელმოწერაა. დოკუმენტის ნამდვილობა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უკვე უარყო. 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ანალიზით, აღნიშნულ დოკუმენტს რამდენიმე ხარვეზი აქვს: 

  1. დოკუმენტი შედგენილია არაოფიციალური ენით, რაც აჩენს ეჭვს, რომ ის უკრაინული ენის არმცოდნემ ან არასათანადოდ მცოდნემ შეადგინა. 
  2. დოკუმენტში გამოყენებულია რამდენიმე რუსიზმი, როგორებიცაა: інформації О загиблих, отриманих поранення და числяться (щодо Збройних сил). 
  3. მოცემულ დოკუმენტში შტრიხკოდი ზედა მარჯვენა მხარესაა განთავსებული, მაშინ, როდესაც “ორგანიზაციული და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადების ერთიანი სისტემის” (DSTU 4163:2020) მიხედვით, შტრიხკოდი ოფიციალური დოკუმენტის პირველი გვერდის ქვედა მარცხენა კუთხეში უნდა განთავსდეს. 

გავრცელებული დოკუმენტი უკრაინის “სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრმაც” შეისწავლა. მათ დამატებით ორ შეუსამამობას მიაკვლიეს

  1. მტკიცება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან 76 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 42 ათასი დაიჭრა, არარეალისტურია, რადგან, როგორც წესი, საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი დაახლოებით სამჯერ აჭარბებს გარდაცვლილთა რიცხვს. 
  2. დოკუმენტი შედგენილია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბლანკით, ხოლო ვალერი ზალუჟნი, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ამ ფორმის დოკუმენტებს ხელს არ აწერს. 

გავრცელებული დოკუმენტის ნამდვილობა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა 25 აგვისტოს გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში უარყო: 

Screenshot 17 8 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბლანკიანი დოკუმენტი, რომელიც უკრაინის არმიის დანაკარგებს აღწერს, ყალბია

სოციალურ ქსელებში გავრცელებული დოკუმენტი უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა StopFake-მაც შეისწავლა და მასში არსებული შეუსაბამობების საფუძველზე დაადგინა, რომ დოკუმენტი ყალბია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

ტვმ
TVM.ge

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist