უკრაინის მხარდამჭერი მიტინგის დარბევა თუ დაპირისპირება კრემლისტური ალტ-ინფოს საწინააღმდეგო აქციაზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

476
VIEWS

21 აპრილს ფეისბუკ-ანგარიშმა Александр Ладной-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერის თანახმად, საქართველოში ადგილობრივმა მოსახლეობამ უკრაინის მხარდამჭერი აქცია სასტიკად დაარბია. უშუალოდ ვიდეოზს ახლავს წარწერა, რომლის მიხედვითაც “კონსერვატორებმა უკრაინის მხარდამჭერი მიტინგი დაარბიეს”.

იგივე ვიდეო რუსულენოვან ჯგუფებში РУССКИЙ МИР, Russian Canada-Русская Канада და “Вагончик тронется, вагончик тронется…перрон останется…” გამოქვეყნდა. ვიდეოს აღწერები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ქართველებს უკრაინელები “ყელში ამოუვიდათ” და უკრაინის მხარდამჭერი აქცია ამიტომ დაარბიეს.

Screenshot 10 14 უკრაინის მხარდამჭერი მიტინგის დარბევა თუ დაპირისპირება კრემლისტური ალტ-ინფოს საწინააღმდეგო აქციაზე? Screenshot 11 14 უკრაინის მხარდამჭერი მიტინგის დარბევა თუ დაპირისპირება კრემლისტური ალტ-ინფოს საწინააღმდეგო აქციაზე?

მტკიცება, რომ საქართველოში ადგილობრივმა მოსახლეობამ უკრაინის მხარდამჭერი აქცია სასტიკად დაარბია, მცდარია. ხოლო ინფორმაცია, რომ კონსერვატორებმა უკრაინის მხარდამჭერი მიტინგი დაარბიეს, მანიპულაციურია. სინამდვილეში 22 მარტს ქობულეთში გამართული აქციის მონაწილეები კრემლისტური პარტიის, “კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს” ოფისის გახსნას აპროტესტებდნენ. ალტ-ინფოს მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ, შედეგად პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, აქცია არ დაურბევიათ.

გავრცელებულ ვიდეოში 22 მარტს ქობულეთში გამართული აქციის კადრები ჩანს. აქციის მონაწილეები კრემლისტური პარტიის, “კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს” ოფისის გახსნას აპროტესტებდნენ და ასევე უკრაინას სოლიდარობას უცხადებდნენ. აქციაზე საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის ჰიმნები გაჟღერდა. აქციის მონაწილეებს საქართველოს და უკრაინის დროშები ეკავათ.

Screenshot 9 16 უკრაინის მხარდამჭერი მიტინგის დარბევა თუ დაპირისპირება კრემლისტური ალტ-ინფოს საწინააღმდეგო აქციაზე?

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ქობულეთის საკრებულოს წევრის, ლაშა კომახიას თქმით, აქციის დაწყებიდან მალევე “კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს” ოფისიდან გამოსული პირები დემონსტრანტებს თავს დაესხნენ, შედეგად აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. “რადიო თავისუფლების” ცნობით, აქციაზე პოლიციამ 8 პირი დააკავა, მათგან 7 “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერი და ერთი – აქციის მონაწილეა. აქციის მონაწილეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით 29 მარტს პროკურატურამ 5 პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) ბრალი წარუდგინა.

გავრცელებული კადრები ამერიკული მედიის Vice New-ის სიუჟეტიდან არის ამოჭრილი. სიუჟეტში 22 მარტის აქციია “კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს” ძალადობრივი ქმედებების მაგალითად არის მოყვანილი.

Screenshot 8 14 უკრაინის მხარდამჭერი მიტინგის დარბევა თუ დაპირისპირება კრემლისტური ალტ-ინფოს საწინააღმდეგო აქციაზე?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist