უკონტროლო ჩინური რაკეტა თუ SpaceX-ის ექსპერიმენტი? – სოციალურ ქსელში ვიდეომანიპულაცია ვრცელდება 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

24
VIEWS

2021 წლის 9 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა Davit Merkviladze ჯგუფში “საგიჟეთი” ვიდეო გააზიარა, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ აკვირდება ზღვის სანაპიროზე მდგომი რამდენიმე ადამიანი რაკეტის ჩამოვარდნას და აფეთქებას. ფეისბუქ მომხმარებლის მიერ ვიდეოსთვის დართული აღწერის მიხედვით, აღნიშნული კადრები 22-ტონიანი რაკეტის ჩამოვარდნას ასახავს. იგივე ვიდეო იდენტური აღწერით ფეისბუქ გვერდმა “ქართველები” 9 მაისს გამოაქვეყნა. Davit Merkviladze-ის პოსტს 2 700-ზე მეტი გაზიარება აქვს, ხოლო “ქართველების” პოსტი 114 ფეისბუქ მომხმარებელმა გააზიარა.

;
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მანიპულაციურია. რეალურად, კადრები არა კონტროლიდან გამოსული 22-ტონიანი ჩინური რაკეტის ჩამოვარდნას, არამედ ილონ მასკის კომპანიის SpaceX-ის კუთვნილი რაკეტის პროტოტიპის წარუმატებელ საცდელ დაშვებასა და აფეთქებას ასახავს. 

აღნიშნული ვიდეოს სრული ვერსია პირველად  2021 წლის 4 თებერვალს  Youtube არხმა “Infinite Space”-მა გამოქვეყნდა. ვიდეოს ორიგინალის აღწერის მიხედვით, მასში “Starship SN9”-ის გაშვებას, ჩამოვარდნასა და აფეთქებას ვხედავთ. მართლაც, ვიდეოს პირველ ნაწილში ჩანს, როგორ ტოვებს რაკეტა სადგურს და გარკვეული სიმაღლის მიღწევის მერე წარუმატებლად ეშვება. ქართველმა ფეისბუქ მომხმარებლებმა ვიდეოს ფრაგმენტი რაკეტის გაშვების ნაწილის გარეშე გაავრცელეს.

;
SpaceX-მა Starship SN9 რაკეტის პროტოტიპის ექსპერიმენტული გაშვება 2021 წლის 2 თებერვალს ტეხასში განახორციელდა. მასიური რაკეტის შექმნა მთვარისა და მარსის ასათვისებლად SpaceX-ის მფლობელის, მილიარდერი ილონ მასკის პროექტია.

რაც შეეხება 22-ტონიან უკონტროლოდ მოძრავ ჩინურ რაკეტას, BBC-ის ცნობით, რაკეტა დედამიწის ატმოსფეროში 2021 წლის 9 მაისს პეკინის დროით 10 საათსა და 24 წუთზე შემოვიდა. რაკეტის ძირითადი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას განადგურდა, ხოლო ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში, მალდივის კუნძულების მახლობლად ჩამოვარდა და დასახელებული პუნქტებისთვის ზიანი არ მიუყენებია. დედამიწის ორბიტაზე ჩინური რაკეტის ნაწილის უკონტროლო გადაადგილების შესახებ საერთაშორისო მედიაში პირველი ცნობები 2021 წლის 4 მაისს გავრცელდა. 4 მაისის შემდეგ რაკეტა დედამიწის ორბიტაზე რამდენიმე დღის განმავლობაში 27 600 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა და მეცნიერები მისი დაშვების ზუსტი დროისა და ადგილის დადგენას ვერ ახერხებდნენ. უპილოტო რაკეტა” Long March 5B”  ჩინეთმა დედამიწის ქვედა ორბიტის მიმართულებით 29 აპრილს გაუშვა, რაც ჩინეთის მიერ კოსმოსური სადგურის შექმნის პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიღწევა იყო.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ჩინეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist