უკავშირდება თუ არა პოლონეთში აივ-ინფექციის რეკორდული სტატისტიკა უკრაინელ ლტოლვილებს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

578
VIEWS

30 ნოემბერს რუსულ მედიებში, მათ შორის Regnum, Ren.tv ,Vzglyad, Politcentr და ფეისბუკის ქართულ ანგარიშზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში აივ-ინფექციის სტატისტიკა უკრაინელი ლტოლილების შემოდინების შემდეგ რეკორდული გახდა. ინფორმაციის წყაროდ რუსული გამოცემები პოლონურ მედიას – Wirtualna Polska-ს უთითებენ. 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ფეისბუქზე გავრცელებული პოსტების ავტორები წერენ, რომ უკრაინელი ლტოლვილები შიდსს უკონტროლოდ ავრცელებენ.  

Screenshot 13 უკავშირდება თუ არა პოლონეთში აივ-ინფექციის რეკორდული სტატისტიკა უკრაინელ ლტოლვილებს?
სქრინშოთი: vz.ru
Screenshot 14 უკავშირდება თუ არა პოლონეთში აივ-ინფექციის რეკორდული სტატისტიკა უკრაინელ ლტოლვილებს?
სქრინშოთი: ren.tv
Screenshot 15 უკავშირდება თუ არა პოლონეთში აივ-ინფექციის რეკორდული სტატისტიკა უკრაინელ ლტოლვილებს?
სქრინშოთი: politcentr.ru
Screenshot 16 უკავშირდება თუ არა პოლონეთში აივ-ინფექციის რეკორდული სტატისტიკა უკრაინელ ლტოლვილებს?
სქრინშოთი: rg.ru

Screenshot 17 უკავშირდება თუ არა პოლონეთში აივ-ინფექციის რეკორდული სტატისტიკა უკრაინელ ლტოლვილებს?

ინფორმაცია პოლონეთში აივ-ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით მანიპულაციურად ვრცელდება. პოლონეთში აივ-ინფექციის სტატისტიკა 2022 წელს ნამდვილად გაიზარდა, თუმცა, როგორც გამოცემა “ვირტუალნა პოლსკა” ბიავისტოკის საუნივერსიტეტო კლინიკის  პროფესორ იოანა ზაიკოვსკაზე დაყრდნობით წერს, პანდემიის პერიოდში, ინფექციის დაიგნოსტიკა შეზღუდული იყო, შესაბამისად, მიმართვიანობა 2022 წელს გაიზარდა. გარდა ამისა, უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც მკურნალობას პოლონეთში განაგრძობენ,  მიმდინარე წლის სტატისტიკაში დაფიქსირდნენ. სტატიაში არსად არის აღნიშნული, რომ ინფექციის რეკორდულ აფეთქებას უკრაინელი ლტოლვილები იწვევენ.

პოლონეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის 30 ოქტომბრამდე პოლონეთში 1910 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც მკურნალობას პოლონეთში აგრძელებენ, სტატისტიკაში ახალი ინფიცირების შემთხვევებად დააფიქსირეს.

Screenshot 18 უკავშირდება თუ არა პოლონეთში აივ-ინფექციის რეკორდული სტატისტიკა უკრაინელ ლტოლვილებს?
სქრინშოთი: Wirtualna Polska

აივ-ინფიცირებულთა რეკორდული რიცხვი პოლონეთში წარსულში 2019 წელს დაფიქსირდა, როდესაც 1615 შემთხვევა იყო დარეგისტრირებული. ამ მაჩვენებელს, მიმდინარე წლის მონაცემმა ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს გაუსწრო, როდესაც 1678 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ოქტომბრის ბოლოს კი ინფიცირებულთა რიცხვი 1910-მდე გაიზარდა. 

“ვირტუალნა პოლსკას” სტატიაში საუნივერსიტეტო კლინიკის ინფექციური დაავადებებისა და ნეიროინფექციების განყოფილების პროფესორი იოანა ზაიკოვსკა აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში აივ-ინფექციაზე ტესტირება შეზღუდული იყო. მისი თქმით, დიაგნოსტიკური ცენტრები სრულ განაკვეთზე არ მუშაობდნენ და მიმართვიანობაც არ იყო მაღალი.  აქედან გამომდინარე, ინფექციის გამოვლენის მაჩვენებელიც დაბალი იყო. 2022 წელს ტესტირების სერვისი სრულად აღდგა, რამაც აივ-ინფექციის სტატისტიკის უფრო სრული სურათი შექმნა. ზაიკოვსკას განმარტებით, ადამიანები, რომლებიც შესაძლოა წინა წელს დაინფიცირდნენ, სტატისტიკაში 2022 წელს დაემატნენ.  გარდა ამისა,  პოლონეთში მყოფი  უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც ინფიცირებულები იყვნენ და მკურნალობას პოლონეთში აგრძელებენ, მიმდინარე წლის სტატისტიკაში დაფიქსირდნენ, რამაც ინფიცირების ზოგადი რიცხვის ზრდა გამოიწვია. უკრაინელ ლტოლვილებს,  რომლებიც პოლონეთში არიან რეგისტრირებულები, სამედიცინო სერვისებზე სრულად აქვთ წვდომა. სტატიაში არსად არის აღნიშნული, რომ აივ ინფექციის შემთხვევების რეკორდული რაოდენობის მიზეზი უკრაინელი ლტოლვილები არიან.

აღნიშნული ინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა – Stopfake-მაც გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist