უჩივის თუ არა თამთა მიქელაძე მარნეულის და ჰუჯაბის მეუფე გიორგის?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

სწფწფ
261
VIEWS

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 8-14 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა ჟურნალისტი გიორგი გიგაურის სტატია, სათაურით “სოროსელთა ბანდა ქართველი მეუფის წინააღმდეგ!” სტატიაში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამთა მიქელაძემ მარნეულისა და ჰუჯაბის მეუფე გიორგი ჯამდელიანს მარნეულის მთებზე განთავსებული ჯვრების გამო საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა. სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ თამთა მიქელაძე მარნეულის ქუჩების კურთხევასაც აპროტესტებდა.

გიორგი გიგაური, ჟურნალისტი: „განსაკუთრებით არის მეუფეზე გადამტერებული ნაცთა ფავორიტისა და ტერორისტობაში შემჩნეულ-მიდრეკილი ვახა მაჩალიკაშვილი-ტერლოევის ადვოკატი, ვინმე თამთა მიქელაძე! სწორედ ეს სოროსელი ალქაჯი უჩივის მეუფე გიორგის საკონსტიტუციო სასამართლოში, ეთნიკურად აზერბაიჯანული მარნეულის გარშემო მთებზე უზარმაზარი ჯვრები დააყენა, რითაც შეურაცხყო აზერბაიჯანელთა აღმსარებლობის კონსტიტუციით დაცული უფლებებიო!”

“ასავალ-დასავალის” მტკიცება, თითქოს თამთა მიქელაძემ მეუფე გიორგის მთებზე დაყენებული ჯვრების გამო უჩივლა, დეზინფორმაციაა და იმ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც მარტში ანტილიბერალურმა ჯგუფებმა წამოიწყეს. მათი მტკიცებით, თამთა მიქელაძემ სარჩელი მარნეულში მღვდლების მიერ ქუჩების კურთხევის გამო შეიტანა, რეალურად კი EMC-ის საჩივარი მარნეულის ბიუჯეტის დისკრიმინაციულად გადანაწილებას ეხება.

EMC-ს საკონსტიტუციო საჩივარი მარნეულისა და ჰუჯაბის მეუფის გიორგი ჯამდელიანის წინააღმდეგ არ შეუტანია. მათ სარჩელით სასამართლოს თებერვლის დასაწყისში მიმართეს, ხოლო სარჩელის საფუძველი მარნეულის ბიუჯეტის თანხის განაწილების საკითხს ეხებოდა და არა მარნეულის ქუჩების კურთხევას ან მთებზე ჯვრების განთავსებას.

ამ თემაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. თამთა მიქელაძის განმარტებით, EMC-მ თებერვლის დასაწყისში მარნეულის მერიის ბიუჯეტის ის ნაწილი გაასაჩივრა, რომლითაც უკვე რამდენიმე წელია მილიონახევარი ლარით ადგილობრივი ეპარქია ფინანსდება. სარჩელში სადავო საკითხია საბიუჯეტო რესურსების არასეკულარულად და დისკრიმინაციულად ხარჯვა. EMC თვლის, რომ თვითმმართველობის ბიუჯეტის რესურსები საჯარო და სოციალური მიზნებისთვის უნდა იხარჯებოდეს. მაგალითად, როგორიცაა: განათლება, ღარიბებისთვის, მარტოხელა დედებისთვის და სხვა მხარდამჭერის მიმღებ პირთათვის, რაც ამ მუნიციპალიტეტში უკიდურესად სუსტია.

თემატიკა: NGO, იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist