უბნებზე თუ უბნის გარეთ – რას წერს “ოცნების” აქტივისტი და რას აშუქებს “იმედი”?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

28
VIEWS

31 ოქტომბრის 12 საათსა და 38 წუთზე ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში (12:38) გავიდა ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები საარჩევნო უბანზე ფულს არიგებენ და აგიტაციას ეწევიან. ტელეკომპანია სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებული ვიდეო კადრებს და კომენტარს დააეყრდნო. გავრცელებულ კადრში ამომრჩევლებისთვის ფულის დარიგების ფაქტი არ ჩანს, წამყვანის თქმით, “ქრონიკა” ეყრდნობა მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს და მის აღწერას და დაზუსტებულ ინფორმაციას მაყურებელს მოგვიანებით მიაწოდებს. “იმედს” არც ის მიუთითებია, თუ ვინ გაავრცელა სოციალურ ქსელში აღნიშნული ვიდეო.

„ქრონიკის“ ჟურნალისტი: „სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეომასალა, ამ ვიდეომასალას მითითებული აქვს კომენტარის სახით, რომ აღბეჭდილია მასალაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და ისინი საარჩევნო უბნებზე არიგებენ ფულს, ასევე აგიტაციას ეწევიან… „ქრონიკა“, რა თქმა უნდა, მუშაობს წეროვანში, ჩვენ ვარკვევთ დეტალებს და დაზუსტებულ ინფორმაციას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.“

derth 0 უბნებზე თუ უბნის გარეთ - რას წერს “ოცნების” აქტივისტი და რას აშუქებს “იმედი”?

ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნახევრად სიმართლეა. კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი მართლაც მივიდა ერთ-ერთ უბანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი მაისურით, რაც საარჩევნო უბანზე აგიტაციიაა. თუმცა არც ეთერში გასულ კადრებში და არც ვიდეოს ორიგინალში არ ჩანს ამომრჩევლისათვის ფულის დარიგების ფაქტი. უზუსტობაა დაშვებული “ქრონიკის” წამყვანის მიერ პოსტის ორიგინალის აღწერისას. წამყვანი ამბობს, რომ ვიდეომასალა უბანზე აგიტაციასთან ერთად ფულის დარიგებას ასახავს, ხოლო პოსტის ავტორის თქმით ენმ-ს წევრები “ფულს გარეთ არიგებენ”.

31 ოქტომბრის 10 საათსა და 51 წუთზე სოციალური ქსელის მომხმარებელმა Vasili Tortov პირად ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, აღწერით: “ნაცები გარეთ ფულს არიგებენ, უბანზე სააგიტაციო მასალებით დარბიან! მოხედეთ ამ დედააფეთქბულ წეროვანს!”. 1 წუთიან ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ შედის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შენობაში მამაკაცი, რომელსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი მაისური აცვია. ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცს საარჩევნო უბანში შესვლამდე უბნის ერთ-ერთი დამკვირვებელი აძლევს შენიშვნას მაისურის გამო, ვინაიდან საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლოს ტარება აგიტაციას ნიშნავს, რაც კანონმდებლობით აკრძალულია და მას უბანზე არ უშვებს. ვიდეოს დასასრულს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაისურში ჩაცმული ადამიანი ტოვებს შენობას. “იმედის” ეთერში აღნიშნული ვიდეომასალა ორიგინალი ხმის გარეშე გაუშვეს. ეთერში გასულ ვიდეოს თან ჟურნალისტის მიერ გაკეთებული აღწერა ერთვის, სადაც ჟურნალისტი საუბრობს ოპოზიციის მიერ აგიტაციის ფაქტზე და უბანზე ფულის დარიგების ფაქტზე, თუმცა არ აზუსტებს, რომ სააგიტაციო მაისურში ჩაცმულ პირი რეალურად უბანზე არ შეუშვეს, ხოლო ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი ვიდეოთი არ დასტურდება.

ტვ იმედი ფეისბუკ პროფილი Vasili Tortov
„ქრონიკის“ ჟურნალისტი: „სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეომასალა, ამ
ვიდეომასალას მითითებული აქვს კომენტარის სახით, რომ აღბეჭდილია
მასალაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და ისინი
საარჩევნო უბნებზე არიგებენ ფულს
, ასევე აგიტაციას ეწევიან… „ქრონიკა“,
რა თქმა უნდა, მუშაობს წეროვანში, ჩვენ ვარკვევთ დეტალებს და დაზუსტებულ ინფორმაციას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.“
ნაცები გარეთ ფულს არიგებენ, უბანზე სააგიტაციო მასალებით დარბიან! მოხედეთ ამ დედააფეთქბულ წეროვანს!”

dth 2 უბნებზე თუ უბნის გარეთ - რას წერს “ოცნების” აქტივისტი და რას აშუქებს “იმედი”?

გავრცელებული ვიდეოში ასახული კადრები არ შეესაბამება თან დართულ აღწერას და მტკიცება, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე ფულს არიგებს. როგორც ვიდეოს ავტორის ფეისბუქ პროფილიდან ირკვევა, ვასილ ტოტროვი თავად პარტია “ქართული ოცნების” წევრია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist