უარყო თუ არა პილოტმა პანდემია და ბაიდენი ჩინეთის მარიონეტ კომუნისტად გამოაცხადა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

11
VIEWS

8 ნოემბერს ფეისბუქ ანგარიშმა “სულიერი სამყარო” გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ თვითმფრინავის პილოტი მგზავრებს ქალაქ ალბუკერკეში გაფრენის წინ მიმართავს და აცხადებს, რომ მას პირბადე არ უკეთია, რადგან თვლის, რომ კორონავირუსი არ არსებობს. პილოტი მგზავრებსაც მოუწოდებს, რომ პირბადე არ გაიკეთონ. გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი კვლავ პრეზიდენტია, ხოლო ჯო ბაიდენი კომუნისტი, ჩინეთის მარიონეტი. აღნიშნული აუდიო ერთვის სატელევიზიო არხის MSNBC-ის სქრინშოტს, რომელზეც აღნიშნულია, რომ Southwest ავიაზახების პილოტის განცხადების სრული ვერსია გავრცელდა.

"
გავრცელებული აუდიო, რომელშიც ამერიკელი პილოტი მგზავრებს მიმართავს, ყალბია და ის კომედიანტ ტიმ დილონს ეკუთვნის, რომელმაც აღნიშნული ვერსია თავის ტვიტერ ანგარიშზე გააზიარა.

აუდიო ტვიტერზე პირველად 1 ნოემბერს ამერიკელმა კომედიანტმა ტიმ დილონმა გაავრცელა. ვიდეო სატირულია, თუმცა ტვიტერ მომხმარებლების ნაწილმა დაიჯერა, რომ ის მართლაც Southwest ავიახაზების პილოტს ეკუთვნოდა.

“ინსტაგრამმა წაშალა, რადგან ისინი Southwest-ს იცავენ. არ მისცეთ საშუალება, რომ გაიმარჯვონ,” – წერს კომედიანტი ტვიტერზე.

"
აღსანიშნავია, რომ MSNBC-ს, რომლის ლოგო და დიზაინიც სქრინშოტზე ჩანს, მსგავსი ჩანაწერი არ გაუვრცელებია. ხმა, რომელიც აუდიოში ისმის, სავარაუდოდ ტიმ დილონს ეკუთვნის. ამასთანავე, “სულიერი სამყაროს” მიერ გავრცელებული აუდიო ფრაგმენტი ჩანაწერის სრულ ვერსიას არ წარმოადგენს და მასში ბოლო ფრაზა “God save the Queen” ამოჭრილია, რაც კიდევ ერთი მიმანიშნებელი დეტალია იმისა, რომ აუდიო სატირულია.

სატირა ეხმიანება ფრენის დროს მომხდარ ინციდენტს, რომელზეც 31 ოქტომბერს Southwest-ის ავიახაზებმა განცხადება გააკეთა. ინციდენტი ეხებოდა პილოტის მიერ ფრაზის let’s go Brandon-ის გამოყენებას, რომელიც ტრამპის მხარდამჭერ კონსერვატიულ წრეში პრეზიდენტი ჯო ბაიდენის შეურაცხმყოფელი ევფემიზმია. ის ბაიდენის საწინააღმდეგო ფრაზა მას შემდეგ გახდა, რაც NASCAR-ის ავტორბოლის ერთ-ერთი მონაწილის ბრენდონ ბრაუნის ინტერვიუს დროს, მაყურებლის შეძახილები Fuck Joe Biden, ჟურნალისტმა შეცდომით let’s go Brandon-ად აღიქვა.

Southwest-ის ავიახაზებმა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ პილოტის მიერ აღნიშნული ფრაზის გამოყენებაზე შიდა გამოძიება მიმდინარეობს და ისინი შესაბამის ზომებს მიიღებენ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist