ტვიტერი რუსეთის ტროლების ქარხნის პოსტებზე მომხმარებლის ინფორმირებას მოახდენს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

download
48
VIEWS

სოციალური ქსელი ტვიტერი გეგმავს, მოახდინოს მომხმარებლის ინფორმირება იმ რუსული ტროლების შესახებ, რომლებიც აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.

ამის შესახებ მსჯელობა სენატის კომერციის კომიტეტის მოსმენაზე გაიმართა. სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის შესახებ სენატორ რიჩარდ ბლუმენტალის კითხვაზე, ტვიტერის საჯარო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კარლოს მონჯემ უპასუხა, რომ ტვიტერი მომხმარებელთა ინფორმირებაზე მუშაობს, რათა მათ იცოდნენ, მოექცნენ თუ არა ისინი კრემლთან დაკავშირებული ინტერნეტ კვლევის სააგენტოს ტრილების ზემოქმედების ქვეშ.

2017 წლის ნოემბერში მსგავსი განაცხადება facebook-მაც გაავრცელა. Facebook-ის ხელმძღვანელობამ განმარტა, რომ ისინი შექმნიან პორტალს, რითაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, გაიგონ, მოახდინეს თუ არა ინტერაქცია facebook-სა და instagram-ზე რუსეთის ტროლების ქარხსნის პოსტებთან.

უსაფრთხოების ექსპერტებმა და კონგრესის გამოძიებამ დაადგინა, რომ აშშ-ის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს რუსეთთან დაკავშირებული გვერდები და მომხმარებლები სოციალურ მედიას პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებდნენ. მათი უმეტესობა ჰილარი კლინტონის კანდიდატურის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist