ტვ პირველმა და მთავარმა მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის სტატისტიკა მანიპულაციურად გაავრცელეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

37
VIEWS

ტელეკომპანია პირველის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომლის მიხედვითაც საქართველო 10 მაისის მდგომარეობით მილიონ მოსახლეზე კოვიდ-19-ის სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ინფორმაციის წყაროდ პოსტში Our World in Data არის მითითებული. იგივე ინფორმაცია ამავე წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია მთავარმა საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

 

 

;;;

აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში როგორც ტელეკომპანია მთავარის, ასევე ტვ პირველის გვერდებიდან ეს ინფორმაცია წაიშალა.

იდენტური ინფორმაცია ტვ “მთავარის” წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმაც გაავრცელა და შემდეგ ნაციონაონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გადააზიარაგადააზიარა. მსგავსი შინაარსის პოსტი ასევე გააზიარეს ფეისბუკ გევრდებმა Your Pageსაზოგადოება & ხალხისაქართველოსთვის და მე არ გავყიდე საქართველო გააზიარეს.

;;

ტვ პირველის და მთავარის მიერ, ასევე ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის და ცალკეული ფეისბუკ გვერდების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია და სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, Our World in Data-ს მონაცემებით, კოვიდ-19-ით სიკვდილიანობის მიხედვით პირველ ადგილზე მსოფლიოში 10 მაისის მონაცემებით არა საქართველო, არამედ ურუგვაია, საქართველო კი მეცხრამეტე ადგილზეა.

ტვ პირველის და მთავარის მიერ წყაროდ მოყვანილ ვებ-გვერდზე, Our World in Data გადამოწმებისას ირკვევა, რომ პირველ ადგილზე მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით ურუგვაია. ტვ პირველის მიერ მითითებულ ლინკზე გადასვლისას კი ჩანს, რომ ქვეყნების გრაფაში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა მონიშნული, რაც განაპირობებს საქართველოს პირველ ადგილზე ყოფნას, თუმცა არა მსოფლიოში, არამედ მონიშნულ ქვეყნებს შორის.

;
გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ მოცემული გრაფიკები 10 მაისის მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო ერთი კვირის საშუალო მაჩვენებლებს ასახავს, თუმცა ეს ტვ პირველის და მთავარის მასალების ტექსტებში, ასევე სხვა ანგარიშებზე დაკონკრეტებული არ ყოფილა. Our World in Data-ს გრაფიკები Johns Hopkins-ის უნივერსიტეტის მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, პანდემიის დაწყების შემდეგ 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე ამჟამად უნგრეთია. საქართველო კი 37-ე ადგილზეა. თუმცა, ამ სტატისტიკაში არ არის ასახული 11 მაისის მონაცემები.

11 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით სულ 4 336 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მონაცემი ასახულია worldometers.info-ზე, რომლის მიხედვითაც, მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობით საქართველო ამჟმად მე-40 ადგილს იკავებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist