ტვ პირველის სახელით სააკაშვილზე მორიგი ყალბი სქრინი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

81
VIEWS

26 ოქტომბერს ფეისბუქ გვერდმა “ძალა სიმართლეშია”  ტელეკომპანია “პირველის” ლოგოს გამოსახულებით ფოტო გამოაქვეყნა, თანდართული ტექსტის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საქართველოში პროფესორ ჯონათან სინსის ხელმძღვანელობით ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმთა გუნდი ჩამოდის. ფოტოზე ჯონ სინსია გამოსახული.

"
ფეისბუქ გვერდის მიერ გავრცელებული ტელეკომპანია “პირველის” სქრინი ყალბია. რეალურად ფოტო გამოსახული ადამიანი არა ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესერი არამედ ცნობილი პორნოვარსკვლავი ჯონი სინსია.  

ტელეკომპანია “პირველის” ფეისბუქ გვერდზე იდენტური ან მსგავსი შინაარსის შემცველი პოსტი არ იძებნება.

რაც შეეხება ფოტოზე გამოსახულ მამაკაცს, ის არა აშშ-ს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონათან სინსი, არამედ ცნობილი პორნოვასკვლავი ჯონი სინსია. მისი რეალური სახელი სტივენ ვოლფია და ის პორნო ინდუსტრიაში 2006 წლიდან მუშაობს.

"
აღსანიშნავია, რომ პორნოვარსვლავის ექიმობის შესახებ ცნობებს ქართული გვერდები გასულ წელსაც ავრცელებდნენ. მაშინ “ნაციონალური მოძრაობის” ცრუ მხარდამჭერი გვერდი წედა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ექიმი ჯონი სინსი ჩამოვიდოდა და კორონავირუსს დაუპირისპირდებოდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ფეისბუქ გვერდი “ძალა ერთობაშია” 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის დღეს  ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ყალბ ციტატასა და გაყალბებულ კვლევებს აქვეყნებდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist