ტვ “ობიექტივის” და პატრიოტთა ალიანსის დეზინფორმაცია, თითქოს 67 უკრაინელი ეპისკოპოსი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას უარყოფს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დეზ
2k
VIEWS

11-17 თებერვლის გაზეთ “ასავალ-დასავალის” ნომერში  “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა საქართველოს მხრიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მილოცვის მიზანშეუწონლობაზე უსაუბრა და ეს თავად უკრაინელი სასულიერო პირების პოზიციით ახსნა. კერძოდ, მისი მტკიცებით, იმ პირობებში, როცა 69 უკრაინელი ეპისკოპოსიდან 67 ავტოკეფალიას უარყოფს, ქართული ეკლესიის მხრიდან მილოცვა მიზანშეუწონელია.

ირმა ინაშვილი, პატრიორთა ალიანსი: „რომ გაიძახიან, ხელისუფლებამ მიულოცოს უკრაინის ავტოკეფალიის მიღებაო, ნუთუ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ჯერ თავად უკრაინის სამღვდელოება არ არის ჩამოყალიბებული, 69 უკრაინელი ეპისკოპოსიდან 67-მა უკრაინის ავტოკეფალია უარყო?! როგორ, 67-ვე ეპისკოპოსი რუსეთის აგენტია და სამშობლო არ უყვარს?! გაოცებას იწვევს ჩვენი ენთუზიაზმი – მაშინ, როდესაც უკრაინის ავტოკეფალიას მხარი მხოლოდ ორმა უკრაინელმა ეპისკოპოსმა დაუჭირა, ცხრა ქართველი ეპისკოპოსი მიესალმა ამ ფაქტს!“

იდენტური ინფორმაცია 6 თებერვალს ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში თოქ-შოუ ,,ღამის სტუდიის“  წამყვანმა ბონდო მძინარაშვილმაც გააჟღერა,  რომელმაც განაცხადა, რომ  69 უკრაინელი ეპისკოპოსიდან  უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში მხოლოდ 2 გადავიდა:

ბონდო მძინარაშვილი, წამყვანი:  „თვითონ უკრაინაშიც არ არის ერთსულოვნება ხო, 69 უკრაინელი ეპისკოპოსიდან 67-მა უარყო უკრაინის ავტოკეფალია და მხოლოდ 2 გადავიდა  ავტოკეფალურ ეკლესიაში… სხვათა შორის, 150 კაცი იყო იქ და მოედანზეც არავინ არ იყო, ანუ უკრაინას მასშტაბურად ეს არ აღუნიშნავს, პოროშენკო საერთოდ არ არის მართლმადიდებელი, ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მრევლია და მას თან ახლდა ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი – სვიატესლავი. მართლმადიდებელიც არ არის პოროშენკო, ისე მონაწილეობს ამ პროცესებში“.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერისა და ბონდო მძინარაშვილის განცხადება თითქოს 69 უკრაინელი ეპისკოპოსიდან 67-მა უარყო უკრაინის ავტოკეფალია დეზინფორმაციაა, ვინაიდან აღნიშნული ღია წყაროებით არ დასტურდება. მოცემულ ინფორმაციას მხოლოდ   რუსულენოვანი მედიასაშუალებები ავრცელებენ.

ირმა ინაშვილი და ბონდო მძინარაშვილი განცხადებას 67 უკრაინელი ეპისკოპოსის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის უარყოფის შესახებ წყაროს მითითების გარეშე ავრცელებენ. ამ ფაქტს არც ერთი უცხოური მედია საშუალება არ ადასტურდებს და ის მხოლოდ რუსულენოვან წყაროებში გვხდება.

რუსულენოვანმა tass.ru-მ ვრცელ სტატიაში, სადაც უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია “რასკოლნიკად” არის მოხსენიებული, მიუთითა, რომ 97 უკრაინელი ეპისკოპოსიდან ახალი ეკლესიის მხრეს მხოლოდ ორი მიტროპოლიტი სიმეონი (შოსტაცკი) და ალექსანდრე (დრაბინკო) გადავიდა.

"
"
წყარო; tass.ru

იგივე ინფორმაცია მოცემულია vesti.ru-ს სტატიაშიც.

"
"
წყარო: vesti.ru

უკრაინული მედიის ცნობით,  იმ სამრევლოების რაოდენობა, რომლებიც უკრაინის ავტოკეფლურ ეკლესიას უერთდებიან თანდათან იზრდება.

დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო UNIAN-ის 20 იანვრის ინფორმაციით, 100-მდე სამრევლო უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას შეუერთდა.

"
წყარო: unian.info

Kyiv Post-ის 4 თებერვლის მონაცემებით, იმ სამრევლოების რიცხვი, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდნენ, 200-მდე გაიზარდა.

"
წყარო: kyivpost.com

ამდენად, ირმა ინაშვილისა და ბონდო მძიანრაშვილის დეზინფორმაცია რუსული მედია საშუალებების ნარატივს იმეორებს.


მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist