TV კონსერვატორი ისრაელის კოვიდსტატისტიკას მანიპულაციურად ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

16
VIEWS

26 აგვისტოს ფეისბუქ-გვერდმა კონსერვატორი ამავე სახელწოდების იუთუბ არხის ვიდეო გააზიარა. იგივე ვიდეო ფეისბუქ-მომხმარებელმა Levan Chkhikvadze-მაც გამოაქვეყნა. ვიდეოში, რომელიც ისრაელის კოვიდ-სტატისტიკას შეეხება, ნათქვამია შემდეგი: “ოთხშაბათის (25 აგვისტო) მონაცემებით, იქ (ისრაელში) კორონავირუსის 8800 ახალი შემთხვევაა, საიდანაც 680 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია”. ვიდეოში გამოცემა The Jerusalem Post-ის მასალის სქრინშოტიც ჩანს.

1

2

TV კონსერვატორი ისრაელის სტატისტიკას უკონტექსტოდ და მანიპულაციურად ავრცელებს. დეზინფორმაციაა, თითქოს 25 აგვისტოს გამოვლენილი 8 800 ახალი შემთხვევიდან 680 მძიმე მდგომარეობაშია. 680 ისრაელში მძიმე კოვიდინფიცირებულების ჯამური მონაცემია. 680 მძიმე შემთხვევიდან 349 არავაქცინირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის არავაქცინირებული 20% სერიოზული შემთხვევების ნახევარზე მეტს წარმოადგენს.

TV კონსერვატორის ვიდეოში ნათქვამია, რომ ახალი 8800 შემთხვევიდან 680 მძიმე მდგომარეობაშია, ვიდეოში სქრინად ნაჩვენებ The Jerusalem Post-ის მასალაში ეს არ წერია. 680 მძიმე შემთხვევა 25 აგვისტოს ახალი 8800 შემთხვევიდან არაა და რეალურად ეს რიცხვი ისრაელში მძიმე შემთხვევების ჯამურ მაჩვენებელს წარმოადგენს.

გამოცემა Haaretz 26 აგვისტოს მასალაში ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი სრულად ვაქცინირებული პაციენტების რაოდენობა შემცირდა. კონკრეტულად კი 22 აგვისტოსთვის მათი რაოდენობა 364 იყო, 26 აგვისტოსთვის კი 314-მდე შემცირდა.

გამოცემა წერს, რომ 680 მძიმე შემთხვევიდან 349 არავაქცინირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის ზრდასრული მოსახლეობის 20%, რომელიც ვაქცინის არცერთი დოზით არაა აცრილი, Covid-19-ით ინფიცირების სერიოზული შემთხვევების ნახევარზე მეტს წარმოადგენს, მინიმუმ 1 დოზით აცრილი ზრდასრული მოსახლეობის 80% კი მძიმე შემთხვევების ნახევარზე ნაკლებს. ამასთან, Haaretz-ის 25 აგვისტოს მასალაში წერია, რომ 24 აგვისტოს მონაცემებით, 679 მძიმე შემთხვევიდან 330 არავაქცინირებული იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 დღეში არავაქცინირებულებში ინფიცირების მძიმე შემთხვევების რაოდენობამ 19-ით მოიმატა, სრულად ვაქცინირებულთა შორის კი მძიმე შემთხვევების რაოდენობა 24 აგვისტოდან 26 აგვისტომდე შუალედში 19-ით, 333-დან 314-მდე შემცირდა.

3

წყარო: haaretz.com

ისრაელში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებულ დეზინფორმაციებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

კონსერვატორის შესახებ

გვერდი “კონსერვატორი” 2021 წლის 7 ივნისს შეიქმნა, მას 5 ადმინისტრატორი საქართველოდან მართავს. გვერდს “ჩვენ შესახებ” გაყოფილებაში უწერია, რომ “ლიბერალიზმი უნდა დასრულდეს”. კონსერვატორი ხშირად აზიარებს “ალტ-ინფოს” და ლევან ვასაძის ვიდეოებს, ის ასევე დაკავშირებულია ფეისბუქ ჯგუფთან “მრწამსი მართლმადიდებელი”.

4

17 აგვისტომდე გვერდს პროფილად მეუფე სპირიდონის ფოტო ჰქონდა განთავსებული, 17 აგვისტოს კი მისი იუთუბ არხის “TV კონსერვატორის” ლოგო დააყენა.

5

აღნიშნული იუთუბ არხი 2017 წელსაა შექმნილი, თუმცა ვიდეოები მხოლოდ 2021 წლის 13 აგვისტოდანაა განთავსებული, მათ უმეტესობა ანტივაქსერული ხასიათისაა.

6


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist