ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვიზიტორების შესახებ ქართულ და ინგლისურ ვერსიებში განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

rg
183
VIEWS

2018 წლის ივლისში საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ გამოცემის მთავარ ინტერესს დასვენების და ბიზნესის მიზნებთან დაკავშირებული ვიზიტები, ასევე მოგზაურობის განმავლობაში გაწეული დანახარჯები წარმოადგენს. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული დანახარჯების შესახებ ანგარიშში წარმოდგენილია:

  • საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული დანახარჯების ჯამური მაჩვენებელი,
  • დანახარჯების სტრუქტურა,
  • მონაცემები მეზობელი ქვეყნების მიერ გაწეული საშუალო დანახარჯი ვიზიტზე, რომელთა შორის რუსეთი ლიდერობს.

საქსტატის  მონაცემებით, 2018 წლის პირველი კვარტალში ვიზიტზე ყველაზე მაღალი საშუალო დანახარჯით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეზიდენტები ლიდერობდნენ 2, 461 ლარის ოდენობით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიმოხილვის ქართულენოვან ვერსიაში აღნიშნული მონაცემის შესახებ არ წერია და მხოლოდ მეზობელი ქვეყნების რეზიდენტების მონაცემებია აღნიშნული, სადაც რუსეთი ლიდერობს. ქართულენოვანი ვერსიისგან განსხვავებით, ინგლისურენოვანი ვერსიის ტექსტში ნათქვამია, რომ ვიზიტორებს „ სხვა ქვეყნებიდან“ ყველაზე მაღალი საშუალო დანახარჯი აქვთ, რომელმაც 2, 118 ლარი შეადგინა, რაც შეცდომაა. აღნიშნული ანგარიშის შესახებ, 8 ივლისს “იმედინიუსმა” მანიპულაციური მასალა გაავრცელა, რომელიც ხელს უწყობდა არასწორი წარმოდგენის დამკვიდრებას, თითქოს საქართველოში ყველაზე მეტ თანხას რუსეთის მოქალაქეების ხარჯავენ.

მიმოხილვაში  მოცემულია საერთაშორისო ვიზიტორთა საშუალო დანახარჯების ამსახველი ცხრილი ქვეყნების და რეგიონების მიხედვით, რომელზეც ჩანს, რომ ამ მხრივ ყველაზე მაღალი მონაცემი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე მოდის 2, 461 ლარის ოდენობით. რუსეთი ცხრილის მიხედვით მეოთხე ადგილზეა, თუმცა ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის ქართულენოვანი ვერსიის ტექსტში მხოლოდ მეზობელი  ქვეყნების მიერ გაწეული საშუალო დანახარჯებია მოყვანილი, რომელთა შორის რუსეთი პირველ ადგილზეა 1,338 ლარის ოდენობით.

"

"

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გარდა ქართული ვერსიისა, მიმოხილვის ინგლისურენოვანი ვერსიაცაა ატვირთული, სადაც იმავე ქვეთავში საერთაშორისო ვიზიტორთა საშუალო დანახარჯების შესახებ ნაწილში, ქართული ვერსიისგან განსხვავებული ტექსტია მოცემული. კერძოდ, ინგლისურენოვანი ვერსიის ტექსტში მეზობელი ქვეყნების მიერ გაწეული საშუალო დანახარჯების შედარების გარდა ნათქვამია, რომ ვიზიტორებს „ სხვა ქვეყნებიდან“ ყველაზე მაღალი საშუალო დანახარჯი აქვთ, რომელმაც 2, 118 ლარი შეადგინა, მათ მოსდევს რეზიდენტები „სხვა ევროპიდან“ 1, 529 ლარის ოდენობით. თუმცა, იქვე მოყვანილ ცხრილში აღნიშნული მონაცემების მიხედვით არა „სხვა ქვეყნები“ არამედ, „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები“ ლიდერობენ 2,461 ლარის ოდენობით –  რაც არცერთი ვერსიის ტექსტში არ წერია.
"

ზემოაღნიშნული ანგარიშის შესახებ, 8 ივლისს ტელეკომპანია იმედის ახალი ამბების სააგენტო „იმედინიუსმა“  გამოაქვეყნა მანიპულაციური მასალა შეცდომაში შემყვანი სათაურით „რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარჯავს საქართველოში ყველაზე მეტ თანხას“. ტექსტში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მსგავსად მხოლოდ  მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების მიერ განხორციელებული საშუალო დანახარჯები იყო მოყვანილი, სადაც რუსეთი ლიდერობს. იმედინიუსის მასალა და სათაურის ამგვარი ფორმულირება ხელს უწყობდა არასწორი წარმოდგენის დამკვიდრებას, თითქოს საქართველოში ყველაზე მეტ თანხას რუსეთის მოქალაქეების ხარჯავენ.

(buy modafinil nz)

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist