ცრუ საინფორმაციო გვერდი სააკაშვილის პატიმრობის შესახებ გაყალბებულ კვლევას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

45
VIEWS

9 ნოემბერს ფეისბუკ გვერდმა „ეროვნული ამბები – National News“ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციამ “EMB-research” საქართველოს მოსახლეობის განწყობები შეისწავლა. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ  მოსახლეობის 82% მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას ეთანხმება, 15%-ის აზრით – მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო 3% – კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.
"
“ეროვნული ამბების” მიერ გავრცელებული კვლევა ყალბია. ორგანიზაციის EMB-research-ის მიერ ჩატარებული კვლევა ღია წყაროებში არ იძებნება, შესაბამისად მტკიცება, რომ საკაშვილის ციხეში ყოფნას მოსახლეობის 82% ეთანხმება, მცდარია.

კვლევა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას აფასებს, ღია წყაროებში არ იძებნება.  EMB research-ის სახელით მხოლოდ ერთი – ფილიპინებში დაფუძნებული ორგანიზაცია იძებნება, რომლის მისიასაც გარემოზე ზრუნვა, დაცვა, აღდგენა და გაუმჯობესება წარმოადგენს. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ჰაერის, წყლისა და ტოქსიკური და საშიში ქიმიკატების მართვასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემის დანერგვას. შესაბამისად, EMB research  კვლევებს მოსახლეობის პოლიტიკური განწყობების შესაფასებლად არ აკეთებს.

""

წყაროს შესახებ

ფეისბუკ გვერდი „ეროვნული ამბები – National News“ 2021 წლის 16 აგვისტოს შეიქმნა. გვერდი როგორც საინფორმაციო მედია პოზიციონირებს, რისი დემონსტრირებისთვისაც ჩვენს შესახებ განყოფილებაში მას nationalnews.ge-ის ვებ გვერიდ აქვს მითითებული.

ვებზე ბოლო ინფორმაცია ფეისბუკის შექმნ ის მეორე დღეს, 2021 წლის 17 აგვისტოს არის განთავსებული და საქართველოდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტს შეეხება. თუმცა ბმულზე გადასვლის დროს ირკვევა, რომ მასალა მხოლოდ სათაურს და ვაშლატამას ფოტოს შეიცავს. ეს ყოველივე კი იმაზე მიუთითებს, რომ “ეროვნული ამბები”, რომელიც საინფორმაციო გვერდად პოზიციონირებს, ცდილობს ფეისბუკის გამჭვირვალობის წესებს მოერგოს და სიმულაციური საინფორმაციო პორტალის url  ბმულს ამ მიზნით იყენებს, სადაც რეალურად ინფორმაციის არც განახლება არც მომზადება და გავრცელება ხდება.

"

ფეისბუკ გვერდს არაერთი პოსტი აქვს დასპონსორებული, მათ შორის მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტებისა და ხელისუფლების საქმიანობის, ასევე ლიბერტი ბანკის შესახებ. ასევე დასპონსორებულია პოსტი EMB research-ის კვლევის შესახებ.   10 ნოემბრის მონაცემებით, რეკლამაში 100$-მდეა გადახდილი და პოტენციურად, დაახლოებით 1 მილიონ Facebook-მომხმარებელზე ექნება გავრცელება.

""

"
მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია გვერდმა 28 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა. პოსტში ნათქვამი იყო, რომ ორგანიზაცია Human Research-ის კვლევის მიხედვით, გიორგი გახარიას მხარდამჭერთა 87% მეორე ტურში ხმას “ქართულ ოცნებას” აძლევდა, თუმცა ღია წყაროებში ამ სახელწოდებით კვლევითი კომპანია და მათ მიერ ჩატარებული ამ შინაარსის კვლევა არ იძებნება.

""


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist