ცრუ მკურნალობა: რომელი მედიები ავრცელებენ ინფორმაციას არალიცენზირებულ სამედიცინო პრეპარატზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ცსს
289
VIEWS

გაზეთმა “ალიამ” 18-24 მაისის ნომერში გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ჩემი წამლები მათთვისა, ვინც კოვიდ-19-ით დაინფიცირებულია და მათთვისაც, ვისაც პრევენცია სურს…”. გაზეთი “ალია” ესაუბრა ფოტომედიცინით დაინტერესებულ პიროვნებას ავთანდილ კურდღელაძეს, რომელიც აცხადებს, რომ მან შექმნა პრეპარატი “კორვირანტი”, რომელიც სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს გამოიყენება და, მისი თქმით, COVID-19-საც წარმატებით ებრძვის.

"

“ალიას” რედაქცია ავთანდილ კურდღელაძის ინტერვიუს და უცნობ პრეპარატ “კორვირანტზე”, რომელიც გამოცდილი არ არის ინფორმაციას განმარტების გარეშე აქვეყნებს, რითაც ცრუ მკურნალობის ტირაჟირებას ახდენს. ამ ეტაპზე, COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც ვირუსს თავიდან აგვაცილებს და რომლის გამოყენებაც უსაფრთხო იქნება, არ არსებობს. COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტებზე და ვაქცინაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს კვლევები, რამდენიმე მათგანი კი ამჟამად გამოცდის ეტაპზეა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კომპანიის მიერ ჩატარებულმა პირველადმა დატესტვამ წარმატებით ჩაიარა, კორონავირუსის საწიმააღმდეგო ვაქცინა მასობრივი გამოყენებისთვის ჯერ ხელმისაწვდომი არ არის და წინ გამოცდის სხვა ეტაპები ელოდება. კითხვაზე, თუ როდის იქნება COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი ან საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც უსაფრთხოებაზე შემოწმების ყველა ფაზას გაივლის, მეცნიერებს ჯერ ზუსტი პასუხი არ აქვთ.

რატომ არის ცრუ მკურნალობის მეთოდები სახიფათო?

წამალ “კორვირანტზე” გაზეთ “ალიას” გავრცელებული ინფორმაციის გარდა, მაისის თვეში ცრუ მკურნალობაზე სტატიები გამოქვეყნდა ონლაინ მედიაში geotimes.com.ge და tvalsazrisi.ge. აღნიშნულ სტატიებში კორონავირუსთან ბრძოლა ღვინით და არყით მკურნალობას უკავშირდება. “თვალსაზრისი” გვთავაზობს ვიდეოს, სადაც, ონლაინ გამოცემის თქმით, იტალიაში მცხოვრები რუსი ექიმი კორონავირუსზე მკურნალობის რეკომენდაციებს იძლევა და გვირჩევს, რომ დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემდეგ არაყი ვისუნთქოთ. ალკოჰოლის გამოყენებაზე კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ ალკოჰოლი არათუ არ დაგვიცავს კორონავირუსისგან, არამედ მისი ხშირი მოხმარება გაზრდის ჯანმრთელობის პრობლემების რისკებს.

""

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე გვაფრთხილებს, რომ კორონავირუსის ლიცენზირებული წამალი COVID-19-ის პრევენციისთვის ან მისი მკურნალობისთვის არ არსებობს და პრეპარატების არასწორი გამოყენება, რომელთაც ჯერ სათანადო შემოწმება არ გაუვლიათ, სიცოცხლისთვის საშიშია.

ონლაინ სივრცეში პერიოდულად ვრცელდება COVID-19-ის ცრუ მკურნალობის მეთოდები, მათ შორის ისეთებიც, რომლებმაც შესაძლოა ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს. მაგალითისთვის, ვრცელდებოდა მითები, რომ ქლორინ დიოქსიდის ან სხვა მათეთრებელი და სადეზინფექციო სითხეების დალევა კორონავირუსისგან დაგვიცავდა, რასაც რეალურად სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტები ახლავს. მსგავსი ტიპის ყალბი ინფორმაცია ადამიანებს ზოგჯერ გაუფრთხილებელი ქმედებისკენ უბიძგებს, რაც შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს. ირანში მეთანოლით მოწამვლის 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მას შემდეგ რაც ის COVID-19-ის პრევენციისთვის თვითნებურად გამოიყენეს. ასევე, აშშ-ში, აფრიკისა და აზიის ქვეყნებშიც იყო შემთხვევები, როდესაც ჰიდროქსიქლოროქინის გადაჭარბებული დოზის შედეგად ადამიანები დაიღუპნენ.

COVID-19-ის თვითნებურ მკურნალობასთან დაკავშირებული რამდენიმე სახიფათო ინციდენტი საქართველოშიც დაფიქსირდა. აპრილში დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე აცხადებდა, რომ მოქალაქეებმა კორონავირუსთან საბრძოლველად მდუღარე წყალი დალიეს და დამწვრობა მიიღეს.

 

დარღვევის ტიპი: ცრუ მკურნალობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist