ცრიან თუ არა რუსული სპეცსამსახურები და ვიტალი ნალივკინი იძულებით უსურისკელებს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

36
VIEWS

28 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა ბაჩო ბაჩო საჯარო ჯგუფში აკადემია / Academy გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შედიან სამართალდამცავები ადამიანების საცხოვრებელ სახლებში და მათ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუფრთხილებლად, მათი თანხმობის გარეშე უკეთებენ. ვიდეოში ნათქვამია, რომ მოქმედება რუსეთში, უსურისკის რაიონში ხდება, რომელიც ვაქცინირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა. ასევე აღნიშნულია, რომ სავალდებულო აცრები რუსეთის სხვა რეგიონებშიც დაიწყება, იმ ადამიანებისთვის ვინც ვაქცინას ნებაყოფლობით არ იკეთებს.

ფეისბუქ მომხმარებელი ბაჩო ბაჩო ვიდეოს ურთავს კომენტარს “კორონას საწინააღმდეგო ვაქცინაცია რუსეთში”. სხვა რაიმე დეტალი აღწერაში მითითებული არაა, ვიდეოს კი 5 600-ზე მეტი გაზიარება აქვს.

1
გავრცელებული ვიდეო რუსული იუმორისტული სკეტჩიდან არის და ის რეალობას არ ასახავს, თუმცა ვიდეოს გავრცელება იმ განმარტების გარეშე, რომ ვიდეო სატირული შინაარსისაა, ფეისბუქ მომხმარებლები შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს და ანტი-ვაქსერული განწყობები შექმნას.

22 თებერვალს იუთუბ გვერდ “BARAKuda”-ზე  ანდრეი კლოჩკოვის მონაწილეობით მორიგი იუმორისტული სკეტჩი გამოქვეყნდა. კლოჩოვი იუმორისტულ ვიდეოებში გამოგონილი სატირული პერსონაჟის ვიტალი ნალივკინის როლს ასრულებს. ამჯერად სკეტჩი ვაქცინაციას ეხებოდა – ვიტალი ნალივკინი, ქალაქ უსურისკის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, სპეც-რაზმთან ერთად უსურისკის რაიონის მცხოვრებლებს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იძულებით უკეთებს. ნალივკინი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუ ისინი ვაქცინას არ გაიკეთებენ, შეუძლიათ სამსახურშიც აღარ გამოცხადდნენ.

2

ამჟამინდელი რეგულაციით რუსეთში კოვიდ-ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

ვიდეოს გავრცელება

ვიდეო 25 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა გოჩა ჩუმაშვილმაც გაავრცელა. პოსტის შესწორების ისტორიაში ვხედავთ, რომ თავდაპირველად მან ვიდეოს აღწერაში არ მიუთითა, რომ ის იუმორისტული სკეტჩი იყო, ხოლო მოგვიანებით შესწორება შეიტანა, აღნიშნა, რომ იუმორისტული სკეტჩი რუსეთშია გადაღებული და თან პანდემიასთან დაკავშირებით მანიპულაციური ტექსტიც დაურთო. მანამ, სანამ გოჩა ჩუმაშვილი პოსტში ვიდეოს სატირული ხასიათის შესახებ მიუთითებდა, ვიდეოს უკვე ათასობით გაზიარება ჰქონდა. ამჟამად ვიდეოს 3400-ზე მეტი გაზიარება აქვს.

გოჩა ჩუმაშვილის გვერდი ანტივაქსერული პოსტებით გამოირჩევა. მას ასევე გამოქვეყნებული აქვს ისეთი პოსტებიც, რომლებიც ფეისბუქის მიერ ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული.

3

4

გოჩა ჩუმაშვილი პოსტში ახსენებს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გახსნას, ასევე ბილ გეიტსის 2015 წლის ვიდეოს ვირუსთან დაკავშირებით და სიმპსონების “წინასწარმეტყველებას”. პოსტში ამ მოსაზრებების შესაბამისი მასალა მოცემული არ არის, თუმცა “მითების დეტექტორი” აღნიშნულ მანიპულაციებზე ადრეც წერდა:

  • რა კავშირი აქვს “Исцели Себя Сам”-ს ლონდონის 2012 ოლიმპიადასთან და კორონავირუსთან?
  • ისაუბრა თუ არა ჩიპებზე და კორონავირუსზე ბილ გეიტსმა 2015 წელს?
  • სიმპსონებმა” კორონავირუსის გავრცელება იწინასწარმეტყველეს? – ახალი კონსპირაციები ვირუსზე

პოსტის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist