ცრიან თუ არა ავსტრალიაში მოქალაქეებს იძულებით ქუჩაში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

17
VIEWS

2 აგვისტოს ანტივაქსერმა Nina Marji-მ ფეისბუკზე ტიკტოკის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ მისდევს პოლიცია რამდენიმე ადამიანს პარკში. ვიდეოს აღწერაში Nina Marji წერს, რომ ავსტრალიაში ვაქცინაციის მობილური ჯგუფები დაუმორჩილებლებს ქუჩაში იძულებით ცრიან. იმავე მტკიცებას შეიცავს ვიდეოზე გაკეთებული ინგლისურენოვანი წარწერაც: “მობილური ჯგუფები არავაქცინირებულ მოქალაქეებს ვაქცინებს აძალებენ”.

;

Nina Marji-ს პოსტი ვიდეომანიპულაციაა, თანხმლები ტექსტი კი მცდარ ინფორმაციას შეიცავს. ვიდეო პოლიციის მიერ ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში გამართული ლოქდაუნის საწინააღმდეგო დემონსტრაციის მონაწილეების დაკავებას ასახავს და არა მობილური ჯგუფების მიერ მოქალაქეების იძულებით ვაქცინაციას.

  1. ვიდეო სიდნეიში პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაკავებას ასახავს

გავრცელებულ ვიდეოში ორი ძირითადი ხმა ისმის – ქალისა და მამაკაცის, ქალი უშუალოდ ადგილზე იმყოფება, კაცის ხმა კი, დიდი ალბათობით, ვიდეოს გადაღების შემდეგ არის გადადებული კადრებზე. სწორედ მამაკაცი ამბობს, რომ ავსტრალიაში ანტივაქსერეს მობილური ჯგუფები იძულებით ცრიან. ქალი კი კადრში იძულებით ვაქცინაციას არ ახსენებს, ის ამბობს, რომ ვიქტორიას პარკში იმყოფება და პროტესტი ჯერ არ დაწყებულა.

ამ დეტალზე დაყრდნობით ძიებისას, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში 24 ივლისს ლოქდაუნის საწინააღმდეგო დემონსტრაციას მივაკვლიეთ, რომელიც სწორედ ვიქტორიას პარკში დაიწყო. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემონსტრანტებმა, რომლებიც უმეტესად პირბადის გარეშე გადაადგილდებოდნენ, COVID-19–თან დაკავშირებული შეზღუდვები დაარღვიეს, აქციის დროს ჩხუბის რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა და პოლიციამ არაერთი დემონსტრანტი დააკავა.

ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიციის მინისტრ დევიდ ელიოტის თქმით, პოლიციამ 57 მოქალაქეს ბრალი წარუდგინა, 90 კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბრძანებების დარღვევის გამო დააჯარიმა.

აღნიშნული ვიდეო Reuters-მაც გადაამოწმა, გამოცემის სტატიაში ვიდეოს გადაღების ზუსტი მდებარეობა Google Street View-შია ნაჩვენები და აღნიშნულია, რომ  ვიქტორიას პარკში დემონსტრანტების დაკავების მსგავი კადრები სხვადასხვა მედიით გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალაშიც ჩანს.

;

;
წყარო: 9 News Australia

;
წყარო: 7 News Australia/MICK TSIKAS/AAPIMAGE

ვიდეოს ტიკტოკის მომხმარებელ allblackerrything-ის სახელი აწერია, ამ დროისთვის აღნიშნული ვიდეო მისი ტიკტოკის ანგარიშზე აღარ იძებნება, თუმცა მას სხვა ანტივაქსერული დეზინფორმაციის შემცველი ვიდეოებიც მრავლად აქვს გამოქვეყნებული.

;

  1. ავსტრალიაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სამედიცინო პუნქტებში მიმდინარეობს

ავსტრალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, გარდა ადამიანთა გარკვეული კატეგორიისა, რაზეც ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ სექტემბრის შუა რიცხვებიდან მაღალი რისკის მქონე ხანდაზმულთა მომვლელთათვის და საკარანტინე სასტუმროების თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს.

დეზინფორმაციაა ისიც, რომ მობილური ჯგუფები მოქალაქეებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ ქუჩაში ცრიან. ავსტრალიის ჯანდაცვის დეპარტამენტის თანახმად, ვაქცინის მიღება სხვადასხვა სახის სამედიცინო პუნქტშია შესაძლებელი, ასეთი პუნქტებია მაგალითად სახელმწიფო ვაქცინაციის კლინიკები, ადგილობრივი კლინიკები და ექიმის კაბინეტები და ზოგიერთი აფთიაქი.

ამ თემაზე Usa Today-მ სტატია მოამზადა და გადაამოწმა დეზინფორმაციული მტკიცება, რომლის მიხედვითაც ავსტრალიაში სამხედრო მოსამსახურეები კარდაკარ დადიან და ანტივაქსერებს ეძებენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ მართალია ავსტრალიის ვაქცინაციის პროცესში სამხედრო მოსამსახურეები ჩართული არიან, თუმცა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და კარდაკარ სიარულის პრინციპს არ მოიცავს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრალია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist