ცრიან თუ არა ავსტრალიაში ბავშვებს მშობლების ნებართვის გარეშე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

47
VIEWS

2021 წლის 31 აგვისტოს, Facebook მომხმარებელმა ირაკლი ლომიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ ავსტრალიაში მშობლებს ბავშვებს ართმევენ, რათა მათ ვაქცინაცია იძულებით ჩაუტარდეთ. ვიდეოს დასაწყისში ჩანს კადრები, თუ როგორ აშორებს მოზარდსა და ზრდასრულ ადამიანს პოლიცია და სამედიცინო პერსონალი. ვიდეოს ავტორის თქმით, კოვიდ პანდემია ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად და ადამიანების მასობრივი კონტროლისათვის გამოიყენება.

 

1 სექტემბრის მდგომარეობით, ვიდეოს 1300 ნახვა და 186 გაზიარება აქვს.

"
მტკიცება, თითქოს ავსტრალიაში ბავშვების იძულებითი ვაქცინაცია მიმდინარეობს, ხოლო წინააღმდეგობის შემთხვევაში მშობლებს ბავშვებს ართმევენ, დეზინფორმაციაა. ავსტრალიის პოლიციის გაცხადებით, ვიდეოში ასახულ მოვლენას კოვიდ-19-თან, ვაქცინაციასთან და ტესტირებასთან საერთო არაფერი აქვს.

Გავრცელებულ ვიდეოს არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ მედიაშიც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებლები ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს ხალხის იძულებით ვაქცინაციაში ადანაშაულებდნენ, რის საპასუხოდაც ვიქტორიას პოლიციის დეპარტამენტის Twitter გვერდმა სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ ინციდენტს იძულებით ვაქცინაციასთან საერთო არაფერი ჰქონდა, ხოლო ვიდეოს შესახებ დამატებითი ინფორმაცია მასზე აღბეჭდილი პირების კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით არ გასაჯაროვდებოდა.

ვიქტორიას პოლიციის დეპარტამენტი: “ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ეს არ არის სიმართლე. ფაქტს არაფერი ჰქონია საერთო კოვიდთან, ვაქცინაციასთან ან ტესტირებასთან. მონაწილე პირების კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, დამატებით დეტალებს არ გავასაჯაროებთ.”

"
დეზინფორმაცია ავსტრალიაში იძულებითი ვაქცინაციის შესახებ სოციალურ ქსელებში წარსულშიც გავრცელებულა. ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:

რაც შეეხება კოვიდ პანდემიასა და ახალ მსოფლიო წესრიგს, მსგავსი შეთქმულების თეორიები ქართულ ინტერნეტ სივრცეშიც ხშირად ვრცელდება. მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ მითების დეტექტორის მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist