ცნობილია თუ არა “კოკა-კოლას” საიდუმლო რეცეპტი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

463
VIEWS

2020 წლის 2 ნოემბერს ვებ-გვერდმა alltimes.ge გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “კოკა–კოლა მიკროსკოპის ქვეშ. ფაქტები, რომლებიც წერტილს დაუსვამს: დავლიოთ თუ არა?”. სტატია “კოკა-კოლას” რეცეპტის “საიდუმლო ინგრედიენტებს” შეეხება და ამტკიცებს, რომ სასმლის მუქი ფერის მისაღებად მწერი კოშელინის მიერ გამოყოფილი პიგმენტი გამოიყენება. სტატიის თანახმად, “კოკა-კოლას” ერთ-ერთი ინგრედიენტია ძირტკბილას ფესვები, რომლის მოპოვების დროსაც ფესვებთან ერთად პრესავენ მცენარის ფესვებზე მცხოვრებ სხვადასხვა მწერსა და ძუძუმწოვარს, რის შედეგადაც სასმელში მათი სისხლი და კუჭის სითხე ხვდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ “კოკა-კოლას” შესახებ მსგავსი ფაქტები ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2006 წელს თურქეთში “კოკა-კოლას” რეცეპტთან დაკავშირებით სასამართლო გარჩევა დაიწყეს.

alltimes.ge-ს სტატია 2 ნოემბერს ფეისბუქ გვერდმა “გაზაფხულის ბილიკები” გააზიარა. პოსტს 9 ნოემბრის 17:00 საათის მდგომარეობით 1 021 გაზიარება აქვს.

gdr ცნობილია თუ არა “კოკა-კოლას” საიდუმლო რეცეპტი?rhft ცნობილია თუ არა “კოკა-კოლას” საიდუმლო რეცეპტი?

alltimes.ge-ის სტატია “კოკა-კოლას” შესახებ დეზინფორმაციულ და დაუსაბუთებელ მოსაზრებებს შეიცავს. მტკიცება, რომ კოკა-კოლას დასამზადებლად მწერ “ქაშელინისგან” მიღებული სითხე გამოიყენება, სიმართლეს არ შეესაბამება. დეზინფორმაციაა ისიც, რომ “კოკა-კოლას” რეცეპტთან დაკავშირებით 2006 წელს თურქეთში სასამართლო დავა დაიწყო, ხოლო მოსაზრება, თითქოს “კოკა-კოლაში” თაგვების და მწერების სისხლი ხვდება, მტკიცებულების გარეშეა. 

  • “კოკა-კოლას” ძირითადი ინგრედიენტები ცნობილია და საიდუმლოს არ წარმოადგენს 

პოპულარული გაზიანი სასმელის რეცეპტი “კოკა-კოლას კომპანიის” (The Coca-Cola Company) კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენს, რის გამოც ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა დეზინფორმაცია და ვარაუდი კოკა-კოლას “გასაიდუმლოებული” შემადგენლობის შესახებ ხშირად ვრცელდება. კოკა-კოლას ძირითადი ინგრედიენტები კი საჯაროდაა მითითებულია, როგორც სასმელის ეტიკეტზე, ასევე კომპანიის ოფიციალურ გვერდზე. კომპანიის კომერციული საიდუმლოა ამ ინგრედიენტების პროპორციები და უშუალოდ სასმელის დამზადების წესი. კოკა-კოლას კომპანიის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით კლასიკური რეცეპტით დამზადებული კოლა შეიცავს 6 ძირითად კომპონენტს:

  • გაზირებული წყალი
  • შაქარი (ან მისი შემცვლელი დამატკბობლები)
  • კარამელის საღებავი
  • ფოსფორმჟავა
  • კოფეინი
  • ბუნებრივი არომატიზატორები (რომელთა ზუსტი ჩამონათვალი კომპანიის კომერციული საიდუმლოს ნაწილია).
  • “კოკა-კოლას” დასამზადებლად მწერი კოშენილი (Cochineal) არ გამოიყენება 

დეზინფორმაცია, რომ “კოკა-კოლას” მუქი ფერის მისაღებად მწერ კოშენილისაგან მიღებული სითხე გამოიყენება, ინტერნეტსივრცეში ადრეც ვრცელდებოდა, თუმცა კომპანია სასმელში აღნიშნული მწერისაგან მიღებული საღებავის გამოყენებას არ ადასტურებს.

მწერი კოშენილისგან მიიღება წითელი ფერის  საკვები საღებავი და აღნიშნულ საღებავს  კვების ინდუსტრიაში საკვებისთვის წითელი შეფერილობის მისაცემად ფართოდ იყენებენ. 2009 წლამდე ქოშინილის ექსტრაქტი “ბუნებრივ საღებავად” ითვლებოდა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მას ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია. 2011 წლის იანვრიდან ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) განკარგულებით, მწარმოებლებმა ეტიკეტზე უნდა მიუთითონ საკვებში/სასმელში კოშენილისაგან მიღებული საღებავის შემცველობა.

  • მოსაზრება, რომ კოკა-კოლას დამზადების პროცესში სასმელში თაგვებისა და მწერების სისხლი ხვდება, მტკიცებულების გარეშეა

სტატიის თანახმად, კოკა-კოლას დასამზადებლად გამოიყენება ძირტკბილას ფესვები და ნედლეულის მოპოვებისას მცენარის ფესვებიდან მწრებისა და თაგვების გამოცალკევება არ ხდება, რის გამოც სასმელში მათი სისხლი ხვდება. ღია წყაროებით მისაწვდომ კოკა-კოლას რეცეპტებში ჩამოთვლილ ინგრედიენტებს შორის ძირტკბილას ფესვები არ ფიგურირებს, ხოლო ინფორმაცია სასმელში “თაგვებისა და მწერების” სისხლის შემცველობაზე არ დასტურდება.

  • 2006 წელს “კოკა-კოლას” წინააღმდეგ თურქეთში სასამართლო დავა არ დაწყებულა 

სტატია ამტკიცებს, რომ 2006 წელს კოკა-კოლას შემადგენლობასთან დაკავშირებით  კომპანიის წინააღმდეგ  თურქეთის სასამართლოში დავა დაიწყო, თუმცა ღია წყაროების საშუალებით მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება. სავარაუდოდ, სტატიაში არასწორადაა გადმოცემული 2005 წლის დასასრულს “კოკა-კოლას” თურქულ დისტრიბუტორ კომპანიასთან  Turkish Cevik Kuvvet დაკავშრებული მოვლენები. 2005 წლის ნოემბერში ქარხნის 100-მდე ყოფილი თანამშრომელი, რომლებიც კომპანიამ სამსახურიდან დაითხოვა, ხანგრძლივი პროტესტი შემდეგ კომპანიის ოფისის ტერიტორიაზე შეიჭრა. საპასუხოდ კომპანიამ პოლიცია გამოიძახა, რომელმაც პროტესტის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალა. აღნიშნული ფაქტის გამო “საერთაშორისო შრომითი უფლებების ფონდის” აქტივისტებმა და თურქული კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა “კოკა-კოლას კომპანიის” წინააღმდეგ ნიუ იორკის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, თუმცა “კოკა-კოლას კომპანიის” წარმომადგენლების მტკიცებით, ისინი ვერ აიღებდნენ პასუხისმგებლობას დამოუკიდებელი დისტრიბუტორი კომპანიის ქმედებებზე. შედეგად, 2006 წელს ნიუ იორკის სასამართლომ აღნიშნული სარჩელი არ განიხილა.

alltimes.ge-ის სტატიის პირველწყაროს შესახებ 

სტატია ინგლისურენოვან ბლოგზე 2018 წლის 13 აგვისტოს გამოქვეყნებული ტექსტის ზედმიწევნითი თარგმანია, რომელიც ამტკიცებს, რომ კოკა-კოლა მის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესის შემდეგ იძულებული გახდა თავისი “საიდუმლო რეცეპტი” გაემხილა. alltime-ს მასალაში პირველწყარო მითითებული არ აქვს.

gra 1 ცნობილია თუ არა “კოკა-კოლას” საიდუმლო რეცეპტი?

რა რეკომენდაციებს გასცემენ ექიმები კოკა-კოლას მოხმარებასთან დაკავშირებით? 

ექიმები და კვების სპეციალისტები თანხმდებიან ადამიანის ჯანმრთელობაზე კოკა-კოლას საზიანო გავლენის შესახებ, თუმცა კოკა-კოლა ორგანიზმისთვის სახიფათოა არა მისი “საიდუმლო დანამატების”, არამედ იმ ინგრედიენტების გამო, რომლებიც დატანილია ეტიკეტზე. კოკა-კოლას კლასიკური ვარიანტში შემავალი შაქრის განსაკუთრებით მაღალი რაოდენობა სხვა თანმხლებ ნივთიერებებთან ერთად სისხლში ინსულინის ჭარბი რაოდენობით გამოყოფას და არტერიული წნევის მყისიერ ზრდას იწვევს. ამიტომაც კოლას დიდი რაოდენობით, რეგულარულად მოხმარებამ შესაძლოა გაზრდილი წნევა, გულ-სისხლძარღვთა დააავადებები და დიაბეტი გამოიწვიოს. იგივე ეხება არა მარტო კოკა-კოლას, არამედ შაქრის მაღალი რაოდენობის შემცველ სხვა გაზირებულ სასმელებსაც.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist