ცნობა, თითქოს იაპონელი მეცნიერი კორონავირუსის ხელოვნურად შექმნაზე საუბრობს, ყალბია

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

319
VIEWS

3 დეკემბერს ფეისბუქ-პროფილებმა Gia Ukleba და Nino Kogua გამოაქვეყნეს პოსტი,  რომელიც იაპონელი პროფესორის ტასუკუ ჰონჯოს მიერ კორონავირუსის შესახებ გაკეთებულ განცხადებას შეეხებება. იდენტური ინფორმაცია ონლაინ გამოცემებმა ProgressNews.press და News-Front Georgia გამოაქვეყნეს. ProgressNews.press-ის ინფორმაცია წყაროდ megatv.ge-ს უთითებს, თუმცა ამ უკანასკნელზე მასალა 6 დეკემბრის მონაცემებით ხელმისაწვდომი არ არის.  4 დეკემბერს კი Nino Kogua-ზე დაყრდნობით ინფორმაცია Tvalsazrisi.ge-ს   ფეისბუკ-გვერდმა გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაცია რამდენიმე მტკიცებას შეიცავს:

  • ტასუკუ ჰონჯო ვუჰანის ლაბორატორიის მკვლევრებთან 4 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა,
  • კორონავირუსი რომ ბუნებრივი ყოფილიყო, მხოლოდ ჩინეთის მსგავსი კლიმატის ქვეყნებზე მოახდენდა გავლენას – მხოლოდ ცივ ადგილებში გავრცელდებოდა, ხოლო ცხელ ადგილებში დაიღუპებოდა.
  • კორონავირუსი ბუნებრივად წარმოშობილი არ არის.

;

განცხადება, რომელსაც იაპონელ ნობელის პრემიის მფლობელ პროფესორს მიაწერენ, რეალურად ტასუკუ ჰონჯოს არ ეკუთვნის, მან ეს ინფორმაცია თვითონვე უარყო. დეზინფორმაციაა ისიც, რომ ჰონჯო ვუჰანის ლაბორატორიაში მუშაობდა, ჰონჯო წლების განმავლობაში მხოლოდ იაპონიასა და აშშ-ში მუშაობს. რაც შეეხება მტკიცებას, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შეიქმნა, რასაც მისი სხვადასხვა კლიმატის არეალში გავრცელება ამტკიცებს, კონსპირაციაა, რომელიც მეცნიერულ მტკიცებულებებს არ ეფუძნება.

  • პროფესორმა ჰონჯომ უარყო, რომ განცხადება მას ეკუთვნის

ნობელის პრემიის მფლობელმა ტასუკუ ჰონჯომ მისი სახელით გავრცელებული განცხადების ნამდვილობა უარყო. 2020 წლის 27 აპრილს კიოტოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ჰონჯო მწუხარებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ „მისი სახელი და კიოტოს უნივერსიტეტი ცრუ ბრალდებებისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენეს.“

2020 წლის 10 აპრილს პროფესორმა ჰონჯომ იაპონურ გაზეთ Nikkei Asian Review– სთან ინტერვიუში თქვა, რომ კორონავირუსი წარმოიშვა ჩინეთში, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ მან ოდესმე თქვა, რომ ვირუსი ჩინეთში ხელოვნურად შეიქმნა.

  • ტასუკუ ჰონჯო მხოლოდ იაპონიასა აშშ-ში მუშაობდა

ქართულ წყაროებში გავრცელებულ გაყალბებულ განცხადებაში წერია, რომ ტასუკუ ჰონჯო ვუჰანის ლაბორატორიის მკვვლევრებთან 4 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა. ინგლისურენოვან ვერსიაში კი წერია, რომ ჰონჯო უშუალოდ ვუჰანის ლაბორატორიაში მუშაობდა. რეალურად ტასუკუ ჰონჯო წლების განმავლობაში მხოლოდ იაპონიასა და აშშ-ში მუშაობდა. კიოტოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ჰონჯოს ბიოგრაფიიდან ვიგებთ, რომ ის ამჟამად კიოტოს უნივერსიტეტში გენერალური დირექტორის მოადგილეა.

  • არ არსებობს მტკიცებულება, რომ კლიმატს კორონავირუსის გავრცელებაზე გავლენა აქვს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ამინდსა და კლიმატს კორონავირუსის გავრცელებაზე ძლიერი გავლენა აქვთ. ჯანმო ხაზს უსვამს იმასაც, რომ COVID-19 ცივი და მშრალი, ცხელი და ნოტიო კლიმატური პირობების მიუხედავად, მსოფლიოს ყველა რეგიონში გავრცელდა.

მიჩნეულია, რომ უმეტესად კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე მჭიდრო კონტაქტის ან დაინფიცირებული ადამიანის ხველების ან ცემინების დროს რესპირატორული წვეთების წარმოქმნისას გადადის. ადამიანები შესაძლოა, დაუცველ ზედაპირებზე შეხებითაც დაინფიცირდნენ, თუმცა ეს გადაცემის ძირითადი გზა არ არის.

  • კორონავირუსის ხელოვნური გზით შექმნეაზე მეცნიერული მტკიცებულებები არ არსებობს

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კონსპირაცია კორონავირუსის შესახებ ისაა, რომ ის ხელოვნურად შეიქმნა. თუმცა იმ მეცნიერების უმეტესობა, რომლებმაც კორონავირუსი შეისწავლეს, თანხმდებიან, რომ  ვირუსი ბუნებრივი გზით წარმოიშვა და დიდი ალბათობით ადამიანზე ღამურისგან გადავიდა.

ამ თემაზე იხილეთ „მითების დეტექტორის“ მასალა:

იაპონელი პროფესორის გაყალბებული განცხადების შესახებ Reuters-მა სტატია 4 მაისს გამოაქვეყნა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ გაყალბებული განცხადება სხვადასხვა ქვეყანაში 2020 წლის აპრილის ბოლოს გავრცელდა, საქართველოში კი ეს დეზინფორმაცია დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა.

იაპონელი ნობელიანტი პროფესორის გაყალბებული განცხადების გავრცელება

იაპონელი პროფესორის, ტასუკუ ჰონძოს გაყალბებული განცხადება პირველად ფეისბუქ-პროფილმა Gia Ukleba-მ 3 დეკემბერს, 13:36 საათზე გამოაქვეყნა. 4 დეკემბრის 15:00 საათის მდგომარეობით, პოსტს 994 რეაქცია, 271 კომენატარი და 1700-ზე მეტი გაზიარება აქვს.

Gia Ukleba-ს საკუთარ პროფილზე ისეთი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი და ასაკი მითითებული არ აქვს. მას არც პერსონალური ფოტოები აქვს ატვირთული, მის პროფილზე უმეტესად რელიგიური თემატიკის ფოტოებს ვხვდებით, პროფილის ფოტოდ კი ყურძნის ფოტო აქვს განთავსებული. ამავე დროს, უკლებას ერთ-ერთ პროფილის სურათზე ულტრანაციონალისტური პლატფორმა “ალტ-ინფოს” სოლიდარობის ჩარჩო აქვს დაყენებული, რომლის ქსელი ფეისბუკმა კოორდინირებული არაავთენტური ქმედების გამო 5 ნოემბერს წაშალა.

;

;

იმავე დღეს რამდენიმე საათის შუალედით იდენტური ტექსტი საკუთარ ვებ-გვერდებზე ProgressNews.press და კრემლთან დაკავშირებულმა News-Front Georgia-მ გამოაქყვეყნეს.

ProgressNews.press ინფორმაციის წყაროდ Megatv.ge-ს უთითებს, Megatv.ge-ს მასალა კი 6 დეკემბრის მონაცემებით ხელმისაწვდომი არ არის. ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტ crowdtangle-ის მონაცემებით, ProgressNews.press-ს მასალას 27,  Megatv.ge-ს კი 22 გაზიარება აქვს.

;

4 დეკემბრისთვის, კრემლისტური გამოცემა News-Front Georgia-ს ვებ-გვერდზე მასალა წაშლილია, თუმცა ის პოსტის სახით კვლავ იძებნება პრორუსული გამოცემა „საქართველო და მსოფლიოს“ ფეისბუქ-გვერდზე, რომელსაც News-Front Georgia-ს მასალის ბმული აქვს გაზიარებული.

;

;

3 დეკემბერს, 19:12 საათზე იდენტური ტექსტი ინდივიდუალურმა ფეისბუქ-პროფილმა Nino Kogua-მ პოსტის სახით გამოაქვეყნა. 4 დეკემბრის მდგომარეობით, პოსტს 695 რეაქცია, 150 კომენტარი და 1100-ზე მეტი გაზიარება აქვს.

Nino Kogua-ს პოსტზე დაყრდნობით, ინფორმაცია პრორუსულმა Tvalsazrisi.ge-მ ფეისბუქ-გვერდზე 4 დეკემბრის დილით განათავსა. Tvalsazrisi.ge-ს პოსტს 43 გაზიარება აქვს.

Tvalsazrisi.ge-მ საკუთარი პოსტი 10 საჯარო ჯგუფში გააზიარა, მათ შორის ჯგუფ კორონა მაფიაშიც.


მასალაში გამოყენებულია CrowdTangle-ის მონაცემები, რომელიც ფეისბუქის საძიებო ინსტრუმენტია.


იხილეთ ფეისბუქ-პოსტების არქივის ბმულები:
Gia Ukleba – https://archive.ph/E6fNv
Nino Kogua – https://archive.ph/2MJY6
Tvalsazrisi.ge – https://archive.ph/WsTqT


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

 

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: იაპონია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist