ცნობა, თითქოს ერიქსენის გულის შეტევა ვაქცინამ გამოიწვია, ყალბია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

16
VIEWS

14 ივნისს ფეისბუქ პროფილმა „სამყარო სამყარო“ გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ამტკიცებს, რომ დანიელ ფეხბურთელ ქრისტიან ერიქსენს ასტრაზენეკას ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული, რაც მოედანზე მისი ცუდად გახდომის მიზეზი გახდა. ინფორმაციის წყაროდ პოსტში მითითებულია იტალიელი ადვოკატი, “კოვიდ ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ასოციაციის წევრი”, რობერტო ნუცო (Roberto Nuzzo).

 

;

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქრისტიან ერიქსენს ასტრაზენეკას ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული, მცდარია. ერიქსენს მატჩისას მოედანზე დროებით გული გაუჩერდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა. ინტერ მილანის დირექტორის განცხადებით, ერიქსენს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი საერთოდ არ ყოფილა. 

დანიელი ფეხბურთელი ქრისტიან ერიქსენი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ფინეთთან მატჩისას მოედანზე გონება დაკარგა, თავს უკეთ გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციას არ უკავშირდება. დანიის საფეხბურთო გუნდის ექიმის, მორტენ ბოუსენის (Morten Boesen) განცხადებით, ფეხბურთელს გული გაუჩერდა და ის დეფიბრილაციის შედეგად გადაარჩინეს. სტატიაში, რომელსაც „სამყარო სამყარო“ პოსტთან ერთად ბმულის სახით აზიარებს, წერია, რომ სინამდვილეში, ისიც კი არ არის ზუსტად ცნობილი, იყო თუ არა ფეხბურთელი აცრილი.

Reuters-ის ინფორმაციით, ინტერ მილანის დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ ქრისტიან ერიქსენს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული არ აქვს. ყალბი ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ინტერ მილანის კარდიოლოგმა Radio Sportiva-სთან კომენტარში განაცხადა, რომ ერიქსენს ფაიზერის ვაქცინა 12 დღით ადრე ჰქონდა გაკეთებული. Radio Sportiva-მ აღნიშნული უარყო და ტვიტერის პოსტში დაწერა, რომ ინტერ მილანის სამედიცინო პერსონალს მსგავსი რამ არ უთქვამს. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია დანიელი ფეხბურთელის გულის შეტევა.

;

ერიქსენის მდგომარეობა ვაქცინის გვერდით ეფექტებზე სპეკულირების საგანი სხვა ქვეყნებშიც გახდა. მაგალითისთვის, ევრონიუსი წერს, რომ საფეხბურთო მატჩის ინციდენტის შემდეგ დანიელმა დიზაინერმა, მაი მენიგემ (Mai Manniche) პირად ფეისბუქ ანგარიშზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის კითხვას სვამდა, იყო თუ არა ერიქსენის გონების დაკარგვა გამოწვეული ვაქცინის გვერდითი ეფექტით. ევრონიუსის მიხედვით, პოსტმა საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ „სამყარო სამყაროს“ ფეისბუქ პროფილზე ხშირად შეიმჩნევა ანტივაქსერული პოსტები და ერიქსენის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციაც ერთ-ერთია მათ შორის. “სამყარო სამყაროს” ადრე გავრცელებული ყალბი ამბები, მითების დეტექტორმა არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დანია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist