ცხოვრობდნენ თუ არა მე-19 საუკუნეში უკრაინელები ოდესაში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

7.8k
VIEWS

3 ივლისს ფეისბუქ მომხმარებელმა Дмитрий Давыдов ფეისბუქ ჯგუფში РУССКИЕ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ 1894 წლის აღწერის მიხედვით, ოდესაში 188 082 რუსი, 112 235 ებრაელი, 13 462 პოლონელი, 8 897 გერმანელი, 5 272 ბერძენი და 1 129 ფრანგი ცხოვრობდა. “სად არიან უკრაინელები? ისინი ჯერ არ მოუგონიათ” – ვკითხულობთ ფოტოზე, რომელზეც აღნიშნული სტატისტიკაა ასახული.

odesa1 ცხოვრობდნენ თუ არა მე-19 საუკუნეში უკრაინელები ოდესაში?

მტკიცება, რომ მე-19 საუკუნეში ოდესაში არცერთი უკრაინელი არ ცხოვრობდა, მანიპულაციურია. რეალურად, რუსეთის იმპერიაში ჩატარებული საყოველთაო აღწერიდან ჩანს, რომ უკრაინულ ენაზე მოსაუბრეებს ენის მიხედვით რუსულენოვანთა ჯგუფში, “მცირე რუსების” ქვეშ აერთიანებდნენ და 1897 წლისთვის ოდესის ოლქში ასეთი 37 925 ადამიანი იყო აღრიცხული. უშუალოდ ქალაქ ოდესაში კი იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისთვისაც მშობლიური ენა უკრაინული იყო, იმ დროის მოსახლეობის 5.66%-ს შეადგენდა და რაოდენობრივად მხოლოდ რუსულ ენასა და იდიშზე მოლაპარაკეებს ჩამორჩებოდა.

პოსტში მოყვანილი სტატისტიკა ღია წყაროებში პირველად 2015 წელის 10 მაისს იძებნება. ის რუსულ სოციალურ ქსელ Vkontakte-ში გამოქვეყნდა. მას შემდეგ იდენტური მონაცემები არაერთ რუსულ სოციალურ ქსელსა და ვებ-გვერდზე გამოაქვეყნეს, თუმცა ინფორმაციის წყარო არცერთ შემთხვევაში მითითებული არ არის.

odesa2 ცხოვრობდნენ თუ არა მე-19 საუკუნეში უკრაინელები ოდესაში?

ოდესაში მოსახლეობის აღწერა 1892 წელს ჩატარდა, მისი შედეგები 1894 წელს გამოქვეყნდა. აღწერის დროს დასმულ კითხვებში ეროვნება გათვალისწინებული არ არის. ერთ-ერთი კითხვა ადგენს მოქალაქე რუსია, თუ უცხოელი, კიდევ ერთი კითხვა კი მშობლიურ ენას შეეხება, თუმცა საბოლოო სტატისტიკაში უკრაინული და ბელარუსული ენები რუსულიდან გამოყოფილი არ არის.

odesa3 ცხოვრობდნენ თუ არა მე-19 საუკუნეში უკრაინელები ოდესაში? odesa4 ცხოვრობდნენ თუ არა მე-19 საუკუნეში უკრაინელები ოდესაში?

ამ სტატისტიკის მიხედვით, 1892 წლისთვის ოდესის ოლქში 196 443 ისეთი ადამიანი ცხოვრობდა, რომლისთვისაც რუსული მშობლიური ენა იყო. ამ რაოდენობაში ერთიანდებოდნენ ისინი, ვისთვისაც  მშობლიური ენები უკრაინული და ბელარუსული იყო.

რუსეთის იმპერიაში პირველი და ერთადერთი საყოველთაო აღწერა 1897 წელს ჩატარდა. ეროვნების შესახებ კითხვა არც ამ აღწერაში ყოფილა. თუმცა მოცემული იყო კითხვა მშობლიური ენის შესახებ და რუსულის ქვე-კატეგორიებად ბელარუსული და “მცირე რუსული” ანუ უკრაინული ენები იყო გამოყოფილი. 1897 წლის აღწერის მიხედვით, ოდესის ოლქში რუსულ ენას მშობლიურ ენად 237 425 ადამიანი ასახელებდა, მათ შორის უშუალოდ რუსულს – 198 233, უკრაინულს – 37 925 და ბელარუსულს – 1 267.

odesa5 ცხოვრობდნენ თუ არა მე-19 საუკუნეში უკრაინელები ოდესაში?

რაც შეეხება უშუალოდ ქალაქ ოდესას, აქ მოსახლეობის 50,78%-სთვის მშობლიური ენა რუსული იყო, 32.50%-სთვის იდიში, 5.66%-სთვის უკრაინული, ხოლო 0.29%-სთვის ბელარუსული.

odesa6 ცხოვრობდნენ თუ არა მე-19 საუკუნეში უკრაინელები ოდესაში?
წყარო: “Odessa Recollected”, პატრისია ჰერლიჰი

ისტორიკოსს პატრისია ჰერლიჰის წიგნში “Odessa Recollected” მოყვანილია მსგავსი დემოგრაფიული განაწილების მიზეზები. ქალაქში, რომელიც 1794 წელს ეკატერინე II-ის ბრძანებით დაარსდა, იქ მცხოვრებ სლავებს შორის რუსები ჭარბობდნენ და მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენდნენ. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი შესაძლოა გაბერილი იყოს, ერთი მხრივ, იმის გამოც, რომ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები მშობლიურ ენად რუსულს ასახელებდნენ, რათა თავი პოლიტიკურად დომინანტი ჯგუფისათვის მიეკუთვნებინათ.

ჰერლიჰი ერთ-ერთ წყაროდ უკრაინელი მკვლევრის ვ. ზაგორუიკოს ნაშრომს იყენებს. მასში ავტორი თავის მხრივ დოქტორ პანტიუხოვის მიერ 1885 წელს გამოქვეყნებულ წიგნს ციტირებს, სადაც ნათქვამია, რომ 1880 წლისთვის ქალაქ ოდესაში ოჯახების საგვარეულო სახელების ⅓ უკრაინული იყო, თუმცა 1987 წლისთვის ჩატარებულ აღწერაში უკრაინული მშობლიურ ენად მოსახლეობის მხოლოდ 5.66%-მა დაასახელა. 

კიდევ ერთ მიზეზად დასახელებულია რუსეთის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც  ამ ტერიტორიაზე რუსების დასახლებას უწყობდა ხელს, სასურველი იყო უცხოელების დასახლებაც, თუმცა უკრაინელებს ამ მხრივ მხარდაჭერა არ ჰქონდათ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist